მალე

მალე (მალდ. މާލެ) — მალდივის კუნძულების უდიდესი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქი. მოსახლეობა 215 872 კაცი. მალე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქია.

მდებარეობს  სამხრეთ სანაპიროზე    ჩრდილოეთ მალეს ატოლისა, რომელიც კააფუს ატოლის შემადგენლობაშია. ადმინისტრაციულად ქალაქი განლაგებულია ოთხ კუნძულზე: ცენტრალური, აეროპორტის კუნძული და კიდევ ორი კუნძული. მალეს პოლიტიკურ ცხოვრებას მართავს ქალაქის საბჭო.

ტრადიციულად ის მეფის კუნძული იყო, მალდივის სასულთნოს სამეფო დინასტიების უმრალესობა, სწორედ მალედან იყო წარმოდგენილი. აქვე მდებარეობდა მთავარი სასახლეც.

მალდივის კუნძულებზე სასულთნო 1153 წელს დაარსდა.   ამ პერიოდიდან მოყოლებული მმართველობითი ორგანოები მდებარეობდა მალეზე, მათ შორის, სულთნის რეზიდენციაც.

შუა საუკუნეებში ქალაქს შემოარტყეს გალავანი, რომლის განსაზღვრულ ადგილას იყო კარიბჭე.  ასევე მალეში აშენდა სხვადასხვა სახის ციხესიმაგრე, მათ შორის, ბასტიონი, რომლებიც განადგურდა მონარქიის დამხობის შედეგად პრეზიდენტ იბრაჰიმ ნასირის ბ...დაწვრილებით

მალე (მალდ. މާލެ) — მალდივის კუნძულების უდიდესი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქი. მოსახლეობა 215 872 კაცი. მალე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქია.

მდებარეობს  სამხრეთ სანაპიროზე    ჩრდილოეთ მალეს ატოლისა, რომელიც კააფუს ატოლის შემადგენლობაშია. ადმინისტრაციულად ქალაქი განლაგებულია ოთხ კუნძულზე: ცენტრალური, აეროპორტის კუნძული და კიდევ ორი კუნძული. მალეს პოლიტიკურ ცხოვრებას მართავს ქალაქის საბჭო.

ტრადიციულად ის მეფის კუნძული იყო, მალდივის სასულთნოს სამეფო დინასტიების უმრალესობა, სწორედ მალედან იყო წარმოდგენილი. აქვე მდებარეობდა მთავარი სასახლეც.

მალდივის კუნძულებზე სასულთნო 1153 წელს დაარსდა.   ამ პერიოდიდან მოყოლებული მმართველობითი ორგანოები მდებარეობდა მალეზე, მათ შორის, სულთნის რეზიდენციაც.

შუა საუკუნეებში ქალაქს შემოარტყეს გალავანი, რომლის განსაზღვრულ ადგილას იყო კარიბჭე.  ასევე მალეში აშენდა სხვადასხვა სახის ციხესიმაგრე, მათ შორის, ბასტიონი, რომლებიც განადგურდა მონარქიის დამხობის შედეგად პრეზიდენტ იბრაჰიმ ნასირის ბრძანებით 1970-იანი წლების დასაწყისში, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარასკევის მეჩეთი ამ დროს არ დაზიანებულა. თანამედროვე მალე   მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ასწლეულების განმავლობაში აქ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები.

კლიმატი

მალე განლაგებულია მუსონურ კლიმატურ ზონაში,  მკვეთრად  გამოხატული წვიმიანი სეზონით,რომელიც იწყება მაისში და მთავრდება დეკემბერში.  მშრალი სეზონი 4 თვე გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ მალე მუსონურ კლიმატურ ზონაშია, ქალაქში ტემპერატურის მაჩვენებლები უმეტესწილად მუდმივია. შეესაბამება იმ ტემპერატურულ მაჩვენებლებს, რაც დამახასიათებელია ეკვატორულ კლიმატურ ზონაში მდებარე დასახლებებისათვის. საშუალო მაქსიმალურია 30 ° C, ხოლო საშუალო მინიმალურია 26 ° C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1901 მმ.

ისტორია

მთლიანად არქიპელაგს, მალდივებს სახელი დედაქალაქის გამო ეწოდა. მალდივები ეტიმოლოგიურად მალეს კუნძულებს ნიშნავს.

კუნძულების ჯგუფის სახელწოდება  მალდივები დაკავშირებულია დედაქალაქ მალესთან. სიტყვა „მალდივები“ ნიშნავს „მალეს კუნძულებს“.  

პირველი მცხოვრებლები დრავიდები იყვნენ, რომლებიც გადასახლდნენ IV ჩვ.წ.აღ.-მდე - IV ჩვ. წ. აღ.-ით

ინდოსტანის ნახევარკუნძულიდან და ცეილონის კუნძულიდან. კვლევებით დადგენილია, რომ დრავიდებმა უძველესი დროიდან  დიდი გავლენა მოახდინეს მალდივური ენის ჩამოყალიბებაზე.. მალდივურ ენაში, კულტურაში, ტრადიციებში, განსაკუთრებით კი ფოლკლორში დრავიდული გავლენა მკვეთრად იგრძნობა.

როდესაც იბნ ბატუტამ  იმოგზაურა მალეში 1343 წელს, მან საკმაოდ ვრცლად აღწერა  ქალაქი, ასევე მთლიანობაში მალდივის კუნძულები.  მან აღნიშნა, რომ დედოფალ რეჰენდი ხადიჯას რეზიდენცია მდებარეობდა მალეში, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყი სწორედ ის სასახლე კუნძულის ცენტრში, საიდაც  მოგვიანებით სულთანი მართავდა ქვეყანას. იბნ ბატუტამ აგრეთვე ახსენა ხისგან აშენებული რამდენიმე მეჩეთი. მე-17 საუკუნეში სულთანმა იმადუდინმა ააშენა გალავანი კუნძულის ჩრდილო, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში და მალე  გაამაგრა.  შიდა ნავსადგურს იყენებდნენ თევზსაჭერი გემებისათვის.  უფრო დიდ გემებს ღუზა გარე ნავსადგურში ვილინგილისა და ჰულჰულეს კუნძულებს შორის უნდა ჩაეშვათ. კუნძული ერთ კვადრატულ მეტრზე ნაკლებ ფართობს იკავებდა და გარშემორტყმული იყო მეჩხერი ლაგუნით.

1888 წელს მალეს მოსახლე 2,148 ჰყავდა, თუმცა მათი რიცხვის სწრაფმა ზრდამ ახალი საცხოვრებელი ფართის მოძებნის აუცილებლობა გამოიწვია. მცირე მაშშტაბური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  ძველი ციხესიმაგრეები და სანახევროდ დანგრეული კედლები აიღეს 1925-1927 წლებში მუჰამედ შამსუდინ III- ის მეფობის დროს,   ასევე გაფართოვეს  და გაასწორეს გზები. საცხოვრებელი ფართის შესაქმნელად გაასუფთავეს ყოფილი დიდი სასაფლაოები.

1968 წელს მონარქიის გაუქმების შემდეგ მოხდა ქალაქის რეკონსტრუქცია პრეზიდენტ იბრაჰიმ ნასირის მიერ.  დაანგრიეს სამეფო სასახლე (Ganduvaru) თვალწარმტაც ციხესიმაგრეებთან და ბასტიონებთან ერთად.  დარჩა მხოლოდ ნაციონალური მუზეუმის შენობა, ძველი სულთნის რეზიდენცია, ასევე პარასკევის მეჩეთი. მალეს მოსახლეობა 1967 წლისათვის გაიზარდა 11 453-მდე და 1977 წლისათვის 29 522-მდე. მოსახლეობის მზარდი რაოდენობის  საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით,  მალეს ირგვლივ მეჩხერი ლაგუნა  სრულად იქნა ათვისებული.

მალეში ყველაზე საპატივსაცემო ადგილად ითვლება პრეზიდენტის რეზიდენცია, პარასკევის მეჩეთის ახლოს მდებარე აბუ ალ-ბარაქათ იუსუფ ალ-ბარბარის სამარხი, რომელიც ითვლება მალდივებზე ისლამის გამავრცელებლად 1153 წელს.

ეკონომიკა

მალდივების  კუნძულებისა და დედაქალაქ მალეს ეკონომიკის საფუძველს მნიშვნელოვანწილად ტურიზმი წარმოადგენს.  მალეს ტერიტორიაზე მდებარეობს ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, გასართობი-რეკრეაციული  კომპლექსები. ქალაქში მდებარეობს ცენტრალური ნავსადგული და პორტი, ხორციელდება სხვადასხვა სახის კომერციული გარიგებები. განლაგებულია მალდივური ავიაკომპანიების Maldivian და Villa Air შტაბები.

პოლიტიკა

ადგილობრივ მმართველობებს ქალაქის საკრებულო წარმოადგენს, რომელიც 2011 წელს შეიქმნა უფლებამოსილების დეცენტრალიზაციის შესახებ კანონის მისაღებად. იმავე წელს გამოცხადდა საქალაქო საბჭოში შემავალი პოლიტიკოსების სახელები.

2011 წელს  ძალაუფლების შესახებ დეცენტრალიზაციის შესახებ კანონის ამოქმედებით  შეიქმნა ქალაქის საკრებულო, რომელიც ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს წარმოადგენს.  იმავე წელს გამოცხადდა საქალაქო საბჭოში შემავალი პოლიტიკოსების სახელები.


ქალაქში 11 საარჩევნო ოლქია. ახლანდელი მრჩევლების უმეტესი ნაწილი  2014 წლის არჩევნების დროს საბჭოში მალდივების დემოკრატიული პარტიიდან აირჩიეს.

Photographies by:
Statistics: Position
1422
Statistics: Rank
86785

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
974815632Click/tap this sequence: 8897

Google street view

Where can you sleep near მალე ?

Booking.com
490.013 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 62 visits today.