Luxor Las Vegas

( ლუქსორი (ლას-ვეგასი) )

ლუქსორი (ინგლ. Luxor; ეწოდება Luxor Las Vegas) — სასტუმრო და კაზინო აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში, ლას-ვეგას-სტრიპზე. წარმოადგენს 30 სართულიან შენობას, რომელსაც მართავს კომპანია MGM Resorts International. აქვს 11,000 მ²-ის ფართობის ტერიტორია, რომელიც კაზინოს სახითაა წარმოდგენილი. აქ თავმოყრილია 2000-ზე მეტი სათამაშო ავტომატი და 87 სათამაშო მაგიდა. 2008-2009 წლებში ჩატარდა განახლებითი სამუშაოები და ამჟამად შენობას გააჩნია ახალი, მეტად მოდერნიზებული და თანამედროვე დიზაინი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 4400 ოთახს და 422 ნომერს ლუქსის სახით. შენობის სიმაღლეა 107 მეტრი.

სასტუმროს სახელი ეწოდა ქალაქ ლუქსორის პატივსაცემად. ლუქსორი არის სიდიდით მეორე სასტუმრო ლას-ვეგასში, ხოლო მსოფლიოში მესამე. გაიხსნა 1993 წლის 13 ოქტომბერს. მთლიანობაში სასტუმროს ფართობია 1,900 მ². მოწყობილია ოთხი საცურაო აუზი და ჯაკუზი, საქორწინო სამლოცველო, სამკურნალო ადგილები და სხვ.

შენობის არქიტექტორია ველდონ სიმფსონი, ხოლო დიზაინერი ჩარლზ სილვერმანი. უნიკალური...დაწვრილებით

ლუქსორი (ინგლ. Luxor; ეწოდება Luxor Las Vegas) — სასტუმრო და კაზინო აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში, ლას-ვეგას-სტრიპზე. წარმოადგენს 30 სართულიან შენობას, რომელსაც მართავს კომპანია MGM Resorts International. აქვს 11,000 მ²-ის ფართობის ტერიტორია, რომელიც კაზინოს სახითაა წარმოდგენილი. აქ თავმოყრილია 2000-ზე მეტი სათამაშო ავტომატი და 87 სათამაშო მაგიდა. 2008-2009 წლებში ჩატარდა განახლებითი სამუშაოები და ამჟამად შენობას გააჩნია ახალი, მეტად მოდერნიზებული და თანამედროვე დიზაინი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 4400 ოთახს და 422 ნომერს ლუქსის სახით. შენობის სიმაღლეა 107 მეტრი.

სასტუმროს სახელი ეწოდა ქალაქ ლუქსორის პატივსაცემად. ლუქსორი არის სიდიდით მეორე სასტუმრო ლას-ვეგასში, ხოლო მსოფლიოში მესამე. გაიხსნა 1993 წლის 13 ოქტომბერს. მთლიანობაში სასტუმროს ფართობია 1,900 მ². მოწყობილია ოთხი საცურაო აუზი და ჯაკუზი, საქორწინო სამლოცველო, სამკურნალო ადგილები და სხვ.

შენობის არქიტექტორია ველდონ სიმფსონი, ხოლო დიზაინერი ჩარლზ სილვერმანი. უნიკალური კონსტრუქციის გამო ლუქსორი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ცნობადი სასტუმრო. პირამიდის ფორმისაა, რომელიც შემოსილია ფართობით 11 აკრის შავი ფერის ბრონზის მინებით. ნომრები განლაგებულია „პირამიდის“ გარე კედლებთან.

ლიფტები დიაგონალზე 39-გრადუსიანი დაქანებით გადაადგილდება. სასტუმროში არის აგრეთვე 820,000 მ³ ფართობის ატრიუმი. არსებობს 43 მ სიმაღლის მაღალი ობელისკი და შესასვლელთან არსებული 34 მეტრიანი სფინქსის ქანდაკება. „პირამიდის“ წვერზე მდებარეობს პროჟექტორი, რომლის გაშუქება ზევითკენაა მიმართული და როგორც ამტკიცებენ არის მსოფლიოში ყველაზე კაშკაშა სხივი. გახსნის მომენტიდან, ე.ი. 1993 წლიდან დაწყებული სასტუმრო არაერთხელ გამოჩნდა ფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია, მაგალითად, ფილმი „მარსი გვიტევს!“ და ა.შ.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
968457321Click/tap this sequence: 8455
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ლუქსორი (ლას-ვეგასი) ?

Booking.com

What can you do near ლუქსორი (ლას-ვეგასი) ?

8.839.815 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.271 visits today.