Lisboa

( ლისაბონი )

ლისაბონი (პორტ. Lisboa) — პორტუგალიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი ასევე ლისაბონის რეგიონის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 505 526 ადამიანს (2017), ხოლო მთელს რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 2,8 მლნ ადამიანზე მეტი. ლისაბონი აღიარებულია ალფა დონის გლობალურ ქალაქად, ფინანსური, კომერციის, მედიის, გასართობი, ხელოვნების, საერთაშორისო ვაჭრობის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში მისი მნიშვნელობის გამო. ლისაბონი არის პორტუგალიის ორი ქალაქიდან ერთ-ერთი (პორტუსთან ერთად), რომელიც გლობალურ ქალაქად არის აღიარებული. ქალაქი არის კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი, მზარდი ფინანსური სექტორით. გარდა ამისა, უმბერტო დელგადოს აეროპორტი 2018 წელს 29 მილიონ მგზავრს მოემსახურა, ეს იყო პორტუგალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი და მე-3 ყველაზე დატვირთული იბერიის ნახევარკუნძულზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-20 ყველაზე დატვირთული. საავტომობილო მაგისტრალების ქსელი და სარკინიგზო სისტემა პორტუგალიის მთავარ ქალა...დაწვრილებით

ლისაბონი (პორტ. Lisboa) — პორტუგალიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი ასევე ლისაბონის რეგიონის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 505 526 ადამიანს (2017), ხოლო მთელს რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 2,8 მლნ ადამიანზე მეტი. ლისაბონი აღიარებულია ალფა დონის გლობალურ ქალაქად, ფინანსური, კომერციის, მედიის, გასართობი, ხელოვნების, საერთაშორისო ვაჭრობის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში მისი მნიშვნელობის გამო. ლისაბონი არის პორტუგალიის ორი ქალაქიდან ერთ-ერთი (პორტუსთან ერთად), რომელიც გლობალურ ქალაქად არის აღიარებული. ქალაქი არის კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი, მზარდი ფინანსური სექტორით. გარდა ამისა, უმბერტო დელგადოს აეროპორტი 2018 წელს 29 მილიონ მგზავრს მოემსახურა, ეს იყო პორტუგალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი და მე-3 ყველაზე დატვირთული იბერიის ნახევარკუნძულზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-20 ყველაზე დატვირთული. საავტომობილო მაგისტრალების ქსელი და სარკინიგზო სისტემა პორტუგალიის მთავარ ქალაქებს ლისაბონისთან აკავშირებს. ლისაბონი სამხრეთ ევროპის მე-9 ყველაზე დატვირთული ქალაქია, ტურისტთა რაოდენობით, რომის, სტამბოლის, ბარსელონას, მილანის, ვენეციის, მადრიდის, ფლორენციისა და ათენის შემდეგ, 2017 წლის მონაცემებით ქალაქში 3 320 300 ტურისტი იმყოფებოდა. ლისაბონის რეგიონს აქვს მშპ-ის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე პორტუგალიის ნებისმიერ სხვა რეგიონს. მისი მშპ შეადგენს 96,3 მილიარდ აშშ დოლარს, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე 32 434 დოლარს. ქალაქი მთლიანი შემოსავლის რაოდენობით, მსოფლიოში მე -40 ადგილს იკავებს.. ქალაქი ასევე არის ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, როგორც მისი მთავრობის ადგილი, ასევე სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის.

ისტორია

ლისაბონის ტერიტორიაზე იყო იბერიული ტომის, ლუზიტანიელების მთავარი დასახლება ოლისიპო, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში დაიპყრო რომის რესპუბლიკამ. ძვ.წ. I საუკუნეში განლაგებული იყო იულიუს კეისრის (ძვ.წ 100-44) სამხედრო ბანაკი. ქალაქის ტიპის დასახლებაზე ინფორმაცია ახალი ერის დასაწყისში ჩნდება. მას ეწოდება „Ulisea“, რომლის წარმომავლობაც უცნობია. ლინგვისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „Ulisea“ - ოდისევსს უნდა უკავშირდებოდეს. პლინიუს უმცროსთან გვხვდება სახელი „Olissipo“. სხვა ვერსიით, ქალაქის სახელის მნიშვენლობა უკავშირდება ფინიკიურ სიტყვებს „Alis ubo“, რაც ითარგმნება, როგორც „უსაფრთხო ნავსადგომი“. ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მართლაც დაადასტურა ფინიკიელების ყოფნა თანამედროვე ლისაბონის ტერიტორიაზე.

VI საუკუნეში ტერიტორია დაიპყრეს ვესტგუთებმა, ხოლო VIII საუკუნეში არაბებმა. 1147 წელს ლისაბონი არაბებს წაართვა პორტუგალიის მეფე ალფონსუ I-მა. 1255-1256 წლებში ის დედაქალაქად აქცია ალფონსუ III-მ. XV-XVII საუკუნეებში ლისაბონი გახდა დიდი სავაჭრო ცენტრი. 1640 წელს ლისაბონში მოხდა დიდი აჯანყება, რომლის შედეგადაც პორტუგალია ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლდა. 1703 წელს ინგლისთან დადებული ხელშეკრულებით ლისაბონი ფაქტობრივად დიდი ბრიტანეთის სამხედრო და სავაჭრო ბაზა გახდა. 1755 წელს ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია. 1807-1808 წლებში ოკუპირებული იყო საფრანგეთის მიერ. XIX საუკუნეში ლისაბონი რევოლუციური მოძრაობების ცენტრი გახდა. 1910 წელს ლისაბონში მომხდარი აჯანყების შედეგად პორტუგალია რესპუბლიკად გადაკეთდა.

Photographies by:
Łukasz Dzierżanowski - CC BY 2.0
Statistics: Position
2153
Statistics: Rank
57736

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
536812947Click/tap this sequence: 3419

Google street view

Where can you sleep near ლისაბონი ?

Booking.com
487.425 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 51 visits today.