ლავო (ფრანგ. Lavaux) — რეგიონი შვეიცარიის ვოს კანტონში, ლავოს რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მონაცემები ამ ტერიტორიაზე მევენახეობის არსებობას ჯერ კიდევ რომაულ ხანაში იუწყება, არსებული თანამედროვე ვენახების ტერასები XI საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ამ არეალს ბენედიქტელთა და ცისტერიანელთა მონასტრები აკონტროლებდნენ. ლავო მოიცავს 830 ჰა დატერასებულ ვენახებს, რომლებიც გადაჭიმულია ჟენევის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სამხრეთისაკენ მომზირალ კალთებზე, 30 კმ სიგრძეზე. კლიმატი ზომიერია, რაც მევენახეობისთვის საკმაოდ ხელსაყრელია, ასევე, ტერასების სამხრეთული მიმართულება განაპირობებს იმას, რომ ისინი ტბიდან ანარეკლ მზის სხივებსაც იღებენ, რაც რეგიონს ხლემთაშუაზღვიურ ხასიათს ანიჭებს. ყურძნის მთავარი ჯიშია ჩასელა.

კანტონის კანონმდებლობით, ვენახები დაცულია ყოველგვარი თანამედროვე განვითარებისგან. 2007 წლიდან, ისინი ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

Photographies by:
Lorenz Poffet - CC BY-SA 4.0
Londo Mollari - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
1966
Statistics: Rank
141470

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
874529613Click/tap this sequence: 6336
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ლავო ?

Booking.com

What can you do near ლავო ?

8.710.068 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 7.566 visits today.