متنزه خنيفيس الوطني

( ხენიფისის ეროვნული პარკი )

ხენიფისის ეროვნული პარკი (ფრანგ. Le Parc National Khenifiss) — ეროვნული პარკი სამხრეთ-დასავლეთ მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან ელ-აიუან-ბუჯდურ-სეკია-ელ-ჰამრის რეგიონში. შეიქმნა 2006 წელს. ფართობი 1 850 კმ²-ს შეადგენს. პარკი შეიქმნა უდაბნოს, ჭარბტენიანი ადგილებისა და სანაპირო დიუნების დაცვის მიზნით. უახლოესი დასახლებაა სოფელი ახფენირი.

თავდაპირველად პარკი 1960 წელს შეიქმნა, როგორც ბუნების ნაკრძალი, 1980 წელს კი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ადგილად გამოცხადდა. 1983 წელს ბუნების ნაკრძალი ბიოლოგიურ ნაკრძალად გადაკეთდა, 2006 წლის 26 სექტემბერს კი შეიქმნა ეროვნული პარკი.

პარკი მოიცავს სანაპირო ზოლს, ხენიფისის ლაგუნას, რომელიც უდიდესია მაროკოში და შიდა ნაწილს, რომელიც უდაბნოს პლატოზე მდებარეობს. აღნიშნული ლაგუნა ფრინველთა გამოკვების მნიშვნელოვანი ადგილია. ყოველი წლის ზამთარში, ლაგუნაში დაახლოებით 20 000 ფრინველი ჩერდება.

შიდა ნაწილი მოიცავს მლაშობ ადგილებსა და საჰარის ტიპურ ლანდშაფტს, ქვიშის დიუნებსა და ქვიშაქვის პლატოე...დაწვრილებით

ხენიფისის ეროვნული პარკი (ფრანგ. Le Parc National Khenifiss) — ეროვნული პარკი სამხრეთ-დასავლეთ მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან ელ-აიუან-ბუჯდურ-სეკია-ელ-ჰამრის რეგიონში. შეიქმნა 2006 წელს. ფართობი 1 850 კმ²-ს შეადგენს. პარკი შეიქმნა უდაბნოს, ჭარბტენიანი ადგილებისა და სანაპირო დიუნების დაცვის მიზნით. უახლოესი დასახლებაა სოფელი ახფენირი.

თავდაპირველად პარკი 1960 წელს შეიქმნა, როგორც ბუნების ნაკრძალი, 1980 წელს კი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ადგილად გამოცხადდა. 1983 წელს ბუნების ნაკრძალი ბიოლოგიურ ნაკრძალად გადაკეთდა, 2006 წლის 26 სექტემბერს კი შეიქმნა ეროვნული პარკი.

პარკი მოიცავს სანაპირო ზოლს, ხენიფისის ლაგუნას, რომელიც უდიდესია მაროკოში და შიდა ნაწილს, რომელიც უდაბნოს პლატოზე მდებარეობს. აღნიშნული ლაგუნა ფრინველთა გამოკვების მნიშვნელოვანი ადგილია. ყოველი წლის ზამთარში, ლაგუნაში დაახლოებით 20 000 ფრინველი ჩერდება.

შიდა ნაწილი მოიცავს მლაშობ ადგილებსა და საჰარის ტიპურ ლანდშაფტს, ქვიშის დიუნებსა და ქვიშაქვის პლატოებს.

ბოლო წლებში, მაროკოს მთავრობამ ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება განიზრახა.

Photographies by:
Ymblanter - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
8211
Statistics: Rank
31651

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
578139624Click/tap this sequence: 2345
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ხენიფისის ეროვნული პარკი ?

Booking.com

What can you do near ხენიფისის ეროვნული პარკი ?

8.839.247 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 703 visits today.