Museu Nacional d'Art de Catalunya

( კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი )

კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი — კატალონიური ვიზუალური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთში. მუზეუმში განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანული ხელოვნების ეკლესიური ფერწერები, და კატალონური ხელოვნების მოდერნისტული დიზაინის მხატვრული ნიმუშები, რომლებიც თარიღდება მე-19 და ადრეული მე-20 საუკუნით. მუზეუმი განთავსებულია უზარმაზარ, იტალიური სტილის შენობაში, რომელიც დათარიღებულია 1929 წელით. პალაუს ნაციონალი, სადაც 1934 წლიდან განთავსებულია კატალონიის ხელოვნების მუზეუმი, 1990 წელს გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად, კატალონიის მთავრობის მიერ მიღებული მუზეუმების კანონის შესაბამისად. იმავე წელს დაიწყო ადგილის საფუძვლიანი სარემონტო პროცესი, არქიტექტორების გაე ოულენტისა და ენრიკ სტიგმანის შემუშავებული გეგმების საფუძველზე. ოვალური დარბაზი გაიხსნა 1992 წელს, ოლიმპიური თამაშებისთვის და კოლექციების მონახულება შესაძლებელი გახდა 1995 წლის პერიოდიდან 2004 წლამდე. მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 2004 წლის 16 დეკემბერს. არის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ესპანეთ...დაწვრილებით

კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი — კატალონიური ვიზუალური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთში. მუზეუმში განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანული ხელოვნების ეკლესიური ფერწერები, და კატალონური ხელოვნების მოდერნისტული დიზაინის მხატვრული ნიმუშები, რომლებიც თარიღდება მე-19 და ადრეული მე-20 საუკუნით. მუზეუმი განთავსებულია უზარმაზარ, იტალიური სტილის შენობაში, რომელიც დათარიღებულია 1929 წელით. პალაუს ნაციონალი, სადაც 1934 წლიდან განთავსებულია კატალონიის ხელოვნების მუზეუმი, 1990 წელს გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად, კატალონიის მთავრობის მიერ მიღებული მუზეუმების კანონის შესაბამისად. იმავე წელს დაიწყო ადგილის საფუძვლიანი სარემონტო პროცესი, არქიტექტორების გაე ოულენტისა და ენრიკ სტიგმანის შემუშავებული გეგმების საფუძველზე. ოვალური დარბაზი გაიხსნა 1992 წელს, ოლიმპიური თამაშებისთვის და კოლექციების მონახულება შესაძლებელი გახდა 1995 წლის პერიოდიდან 2004 წლამდე. მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 2004 წლის 16 დეკემბერს. არის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ესპანეთში.

ისტორია

მუზეუმის ისტორია მე-19 საუკუნით თარიღდება, მაშინ როდესაც ინსტიტუტის დამფუძნელები შთაგონებულები იყვნენ, რომ განეხორციელებინათ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა კატალონიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ეს პროცესი დაიწყო ბარსელონას სიძველეების მუზეუმის და სახვითი ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმის მშენებლობით. კატალონიის ხელოვნების მუზეუმის პირველმა დირექტორმა, ფოლჩ ტორესმა, გამოთქვა ინიციატივა რომ კატალონიური ხელოვნება პალაუს ნაციონალში შეენახათ. ტორესი იმედგაცრუებული დარჩა ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-1939) გამო, როცა ბევრი მხატვრული ნამუშევარი ოლოტში, დარნიუსში და პარიზში გადაიტანეს ნახატების დაცვის მიზნით.

2004 წლიდან, კოლექცია დღითიდღე იზრდებოდა, კოლექციის შემადგენელი ნაწილი იყო არამხოლოდ კატალონური ხელოვნება, არამედ აქ ევროპული და ესპანური ხელოვნების მრავალი მხატვრული ნამუშევარი მოიპოვებოდა. იმ პირველი მუზეუმის ნამუშევრები ახლა გამდიდრებულია ახალი შესყიდვებითა და შემოწირულობებით, რომლებიც ასახავს ქვეყნის ხელოვნების ისტორიას, ადრეული შუა საუკუნეებიდან მე -20 საუკუნის შუა ხანებამდე: დაწყებული რომანული სტილიდან, გოთურით, რენესანსულით და ბაროკოს თანამედროვე ხელოვნებით დამთავრებული. მუზეუმში არის მედლების და მონეტების კოლექცია და ასევე ბიბლიოთეკა.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
938165472Click/tap this sequence: 5911

Google street view

Where can you sleep near კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი ?

Booking.com
487.402 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 28 visits today.