قصر عمرة

( ქასრ-ამრა )

ქასრ-ამრა (არაბ. قصر عمرة) — უდაბნოში მდებარე ციხესიმაგრე თანამედროვე იორდანიის აღმოსავლეთ ნაწილში. აშენდა VIII საუკუნეში (სავარაუდოდ 711–715 წ.წ.) ომაიანების ხალიფა უალიდ I-ის მიერ, რომელიც იმ დროისთვის რეგიონში ყველაზე დაწინაურებულ ძალას წარმოადგენდა. ქასრ-ამრა ადრეული ისლამური კულტურისა და არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითად მიიჩნევა.

შენობა დიდი ციხესიმაგრის კომპლექსის ნარჩენებს წარმოადგენს, ძირითადად მისი საძირკვლის. როგორც ჩანს, ის სამხედრო მიზნებს არ ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ შენობაში, შემორჩენილია ფრესკები – ნადირობის სცენა, შიშველი ქალი და სააბაზანო ოთახის თავზე ზოდიაქოს ნიშნები. სწორედ ამ ფრესკების გამო, 1985 წელს იუნესკომ ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეტანა.

ნანგრევები იორდანიის აღმოსავლეთ–დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს, ამანის სიახლოვეს და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.

Photographies by:
Daniel Case - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1466
Statistics: Rank
168465

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
138654297Click/tap this sequence: 8541
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ქასრ-ამრა ?

Booking.com
8.723.663 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 9.801 visits today.