კასბა (არაბ. قصبة, ციტადელი) — ციტადელი და მის გარშემო განვითარებული ტრადიციული უბანი ალჟირის დედაქალაქ ალჟირში. ზოგადად, კასბა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოთა ქალაქების კედელშომორტყმულ ციტადელს ეწოდება. ალჟირის კასაბა 1992 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ალჟირის კასბა უძველეს ქალაქ იკოსიუმის ადგილას დაარსდა. წარმოადგენს გორაკზე მდებარე პატარა ქალაქს, რომელიც ზღვისკენ ეშვება და ორ ნაწილად იყოფა: მაღალი ქალაქი და დაბალი ქალაქი. განლაგებულია რამდენიმე XVII-XVIII საუკუნეების რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის კეტშავას მეჩეთი (1794 წ) ორი მინარეთით, ელ-ჯედიდის მეჩეთი (1660 წ), რომელიც გამოირჩევა ერთი დიდი, კვერცხისებური გუმბათით სხვა ოთხ პატარა გუმბათს შორის, ასევე ელ-კებირისა და ალი-ბეტშნინის მეჩეთები.

კასბა გადამწყვეტ როლს თამაშობდა ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში (1954–1962). ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მიერ აქ ისახებოდა სამოქმედო გეგმები და ამბოხებები, მათთვის ასევე ის იყო ყველაზე მშვიდობიანი ადგილი, სადაც გეგმავდნენ და ა...დაწვრილებით

კასბა (არაბ. قصبة, ციტადელი) — ციტადელი და მის გარშემო განვითარებული ტრადიციული უბანი ალჟირის დედაქალაქ ალჟირში. ზოგადად, კასბა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოთა ქალაქების კედელშომორტყმულ ციტადელს ეწოდება. ალჟირის კასაბა 1992 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ალჟირის კასბა უძველეს ქალაქ იკოსიუმის ადგილას დაარსდა. წარმოადგენს გორაკზე მდებარე პატარა ქალაქს, რომელიც ზღვისკენ ეშვება და ორ ნაწილად იყოფა: მაღალი ქალაქი და დაბალი ქალაქი. განლაგებულია რამდენიმე XVII-XVIII საუკუნეების რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის კეტშავას მეჩეთი (1794 წ) ორი მინარეთით, ელ-ჯედიდის მეჩეთი (1660 წ), რომელიც გამოირჩევა ერთი დიდი, კვერცხისებური გუმბათით სხვა ოთხ პატარა გუმბათს შორის, ასევე ელ-კებირისა და ალი-ბეტშნინის მეჩეთები.

კასბა გადამწყვეტ როლს თამაშობდა ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში (1954–1962). ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მიერ აქ ისახებოდა სამოქმედო გეგმები და ამბოხებები, მათთვის ასევე ის იყო ყველაზე მშვიდობიანი ადგილი, სადაც გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს ფრანგი მოქალაქეებისა და ალჟირში მყოფი აგენტების წინააღმდეგ.

Photographies by:
toufik Lerari from Nice, France - CC BY-SA 2.0

Statistics: Position
288
Statistics: Rank
250604

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
536982417Click/tap this sequence: 8286

Google street view

Where can you sleep near კასბა ?

Booking.com
490.020 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 69 visits today.