Karlovy Vary

( კარლოვი-ვარი )

კარლოვი-ვარი (ჩეხ. Karlovy Vary, გერმ. Karlsbad) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი ჩეხეთში. მდებარეობს დასავლეთ ბოჰემიაში, ოგრჟეს ხეობაში, მდინარე ტეპლის შესართავთან, ზღვის დონიდან 447 მ სიმაღლეზე. დედაქალაქ პრაღიდან დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 130 კმ-ში. სახელი ეწოდა საღვთო რომის იმპერატორის კარლ IV-ის პატივსაცემად, რომელმაც დააარსა ქალაქი 1370 წელს. ისტორიულად არის განთქმული თავისი მრავალრიცხოვანი ცხელი წყაროებით. სულ მოიპოვება 13 ძირითადი და 300-მდე მცირე წყარო, აგრეთვე მდინარე ტეპლის თბილი წყლები.

კარლოვი-ვარი XIX საუკუნეში გადაიქცა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, სადაც აშენდა მრავალი სანატორიუმი, აბაზანა და სასტუმრო. განთქმულია აგრეთვე კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალითა და ბეხეროვკას ლიქიორით. სიახლოვეს არის ფაიფურის დიდი ქარხანა. არაერთი სახელგანთქმული ადამიანი სტუმრობდა კარლოვი-ვარს როგორც სამკურნალო ბალნეოლოგიურ კურორტს, მათ შორის იყვნენ კომპოზიტორები: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრედერიკ შოპენი, იოჰანეს ბრამსი, ბედრ...დაწვრილებით

კარლოვი-ვარი (ჩეხ. Karlovy Vary, გერმ. Karlsbad) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი ჩეხეთში. მდებარეობს დასავლეთ ბოჰემიაში, ოგრჟეს ხეობაში, მდინარე ტეპლის შესართავთან, ზღვის დონიდან 447 მ სიმაღლეზე. დედაქალაქ პრაღიდან დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 130 კმ-ში. სახელი ეწოდა საღვთო რომის იმპერატორის კარლ IV-ის პატივსაცემად, რომელმაც დააარსა ქალაქი 1370 წელს. ისტორიულად არის განთქმული თავისი მრავალრიცხოვანი ცხელი წყაროებით. სულ მოიპოვება 13 ძირითადი და 300-მდე მცირე წყარო, აგრეთვე მდინარე ტეპლის თბილი წყლები.

კარლოვი-ვარი XIX საუკუნეში გადაიქცა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, სადაც აშენდა მრავალი სანატორიუმი, აბაზანა და სასტუმრო. განთქმულია აგრეთვე კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალითა და ბეხეროვკას ლიქიორით. სიახლოვეს არის ფაიფურის დიდი ქარხანა. არაერთი სახელგანთქმული ადამიანი სტუმრობდა კარლოვი-ვარს როგორც სამკურნალო ბალნეოლოგიურ კურორტს, მათ შორის იყვნენ კომპოზიტორები: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრედერიკ შოპენი, იოჰანეს ბრამსი, ბედრჟიხ სმეტანა, პოეტები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, მეფე პეტრე I დიდი.

ჰავა ზომიერად ნოტიოა. დამახასიათებელია თბილი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 17,3°C) და ძალიან რბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –2°C). ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 620 მმ-ს. სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს: ნახშირმჟავა სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი თერმული წყაროების წყალი, რომელთა ტემპერატურა იცვლება 41,2°C-დან 72,2°C-მდე. იყენებენ სასმელად, ჩამოსასხმელად, აბაზანებისათვის, შესასხურებლად, ინჰალაციისათვის, ნაწლავების ამოსარეცხად და სხვ. გარდა ამისა, არის ტორფის ტალახით მკურნალობა. მთავარი წყაროა ვრჟიდლო, ეგრეთ წოდებული შპრუდელი, რომლის წყლისაგან იღებენ კარლოვი-ვარის მარილს.

ძირითადი სამედიცინო ჩვენებებია: ღვიძლის, სანაღვლე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და საშარდე გზების დაავადებანი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

გერმანიაში ქალაქი ცნობილია კარლსბადის სახელწოდებით. საკუთრივ „ვარი“ ნიშნავს ცხელს წყაროებს.

ქალაქ კარლოვი-ვარში იმოგზაურა ცნობილმა ქართველმა მწერალმა, მეცნიერმა და მოგზაურმა თეიმურაზ ბატონიშვილმა (1782-1846). მან აღწერა ქალაქის ბაზარი და სახელგანთქმული მინერალური წყლები.

Photographies by:
Jialiang Gao, www.peace-on-earth.org - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
3073
Statistics: Rank
38399

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
571364289Click/tap this sequence: 2176

Google street view

Where can you sleep near კარლოვი-ვარი ?

Booking.com
489.847 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 12 visits today.