Carcassonne

( კარკასონი )

კარკასონი (ფრანგ. Carcassonne) — ქალაქი საფრანგეთში, ლანგედოკ-რუსილონის რეგიონში, ოდის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 46 513 მცხოვრები (2018). მდებარეობს სამხრეთის არხსა და მდინარე ოდზე. ტურიზმის მსხვილი ცენტრია.

სავარაუდოდ ძვ. წ. I საუკუნეში რომაელებმა კელტების დასახლების ადგილზე დააარსეს კოლონია იულია-კარკასო (Julia Carcaso). დაახლ. ახ. წ. 300 წელს კარკასონი მოექცა ციხესიმაგრის კედლებში. 418 წელს დაიპყრეს ვესტგუთებმა. VI საუკუნის ბოლოდან ეპისკოპოსის რეზიდენციაა. 725–750 წლებში არაბთა ბატონობის ქვეშ იყო, 752 (ან 759) წელს შევიდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. კაროლინგების დროს ამავე დასახელების საგრაფოს ცენტრი იყო; XI საუკუნის შუა ხანებიდან — ვიცე-საგრაფოსი, რომელიც ტრანკაველების სამეფო საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. XI საუკუნის ბოლოს – XII საუკუნეში ქალაქზე დაუფლებისათვის დავა მიდიოდა ბარსელონისა და ტულუზის საგრაფოებს შორის. 1209 წელს ალბიგოური ლაშქრობის დროს 2-კვირიანი ალყის შემდეგ აიღეს ჯვაროსნებმა, 1229 წლის შემდეგ შევიდა ახლადდა...დაწვრილებით

კარკასონი (ფრანგ. Carcassonne) — ქალაქი საფრანგეთში, ლანგედოკ-რუსილონის რეგიონში, ოდის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 46 513 მცხოვრები (2018). მდებარეობს სამხრეთის არხსა და მდინარე ოდზე. ტურიზმის მსხვილი ცენტრია.

სავარაუდოდ ძვ. წ. I საუკუნეში რომაელებმა კელტების დასახლების ადგილზე დააარსეს კოლონია იულია-კარკასო (Julia Carcaso). დაახლ. ახ. წ. 300 წელს კარკასონი მოექცა ციხესიმაგრის კედლებში. 418 წელს დაიპყრეს ვესტგუთებმა. VI საუკუნის ბოლოდან ეპისკოპოსის რეზიდენციაა. 725–750 წლებში არაბთა ბატონობის ქვეშ იყო, 752 (ან 759) წელს შევიდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. კაროლინგების დროს ამავე დასახელების საგრაფოს ცენტრი იყო; XI საუკუნის შუა ხანებიდან — ვიცე-საგრაფოსი, რომელიც ტრანკაველების სამეფო საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. XI საუკუნის ბოლოს – XII საუკუნეში ქალაქზე დაუფლებისათვის დავა მიდიოდა ბარსელონისა და ტულუზის საგრაფოებს შორის. 1209 წელს ალბიგოური ლაშქრობის დროს 2-კვირიანი ალყის შემდეგ აიღეს ჯვაროსნებმა, 1229 წლის შემდეგ შევიდა ახლადდაარსებულ ლანგედოკის პროვინციაში, რომელიც საფრანგეთის გვირგვინს ეკუთვნოდა. როგორც ციხე-სიმაგრე, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საფრანგეთ-არაგონის ომის პერიოდში. პირენეს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ (1659) ფაქტობრივად დაკარგა სამხედრო მნიშვნელობა. XVIII საუკუნის დასაწყისიდან ლანგედოკის შალის ქსოვილების წარმოების ცენტრია.

კარკასონში შემორჩენილია შუა საუკუნეების ფრანგული ციხე-ქალაქის იერი და თავისი ამ უნიკალური შემორჩენილი იერის წყალობით შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში (იხ. კარკასონის ციხესიმაგრე). მდინარის მარჯვენა ნაპირზეა ზედა (ძველი) ქალაქი, რომელსაც შემორტყმული აქვს გალავნის 2 წრე: შიდა წრე სიგრძით 1100 მეტრია და აგებულია V საუკუნის ბოლოს – VI საუკუნეში, ნაწილობრივ გადაკეთდა XIII საუკუნეში; გარე წრე სიგრძით 1500 მეტრია, აგებულია XIII საუკუნეში, სიმაღლე 6–7 მეტრია. ციხეს აქვს ორი გამაგრებული კარიბჭე (ნარბონის და ოდის) და 52 გეგმით ნახევარწრიული, მრგვალი ან კვადრატული კოშკი, 4 ბასტიონი, სენ-ნაზერის რომანულ-გოტიკური ტაძარი (ნავი თარიღდება 1096 წლით, ტრანსეპტი 1269–1330 წლებით; ინტერიერში არის XIII–XVI საუკუნეების ქანდაკებები, საფლავის ქვები, ვიტრაჟები), ხიდი (XIV საუკუნიდან). ოდის კარიბჭის ჩრდილოეთიდან კედლის შიდა სარტყელს უერთდება ციხესიმაგრე შატო-კონტალი (1120–1150; გამაგრებულია თხრილით, კედლებით, მძლავრი ცილინდრული კოშკებითა და ბარბიკანით; დღეს — ქანდაკებების საცავი). მარცხენა ნაპირზე, ქვედა ქალაქში (დაარსდა 1247 წელს, რეგულარული დაგეგმარებით) არის: სენ-მიშელისა (XIII საუკუნის ბოლო) და სენ-ვენსანის (XIII საუკუნის ბოლო – XVIII საუკუნე) გოტიკური ეკლესიები, ნოტრ-დამ-დე-ლა-სანტეს კაპელა (1525), შუა საუკუნეების საავადმყოფო, ნეპტუნის შადრევანი (1770) და სხვ. ნაგებობათა უმეტესობა ეჟენ ემანუელ ვიოლე-ლე-დიუკის მიერაა რესტავრირებული (1844 წლიდან; სამუშაოები XX საუკუნეში გაგრძელდა). ქალაქში მდებარეობს სახვითი ხელოვნებისა და სამხატვრო მუზეუმი (სენ-ნაზერის ტაძარში). განვითარებულია მეღვინეობა; საფეიქრო ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
671243958Click/tap this sequence: 8217

Google street view

Where can you sleep near კარკასონი ?

Booking.com
489.114 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 20 visits today.