Parque natural del Cabo de Gata-Níjar

( კაბო-დე-გატის ბუნების პარკი )

კაბო-დე-გატის ბუნების პარკი — ბუნების პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ქალაქ ალმერიის სიახლოვეს. წარმოადგენს დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის უდიდეს სახმელეთო-საზღვაო ნაკრძალს. მისი ფართობი 460 კმ²-ია და მოიცავს ქალაქ კარბონერასს სიერა-დე-კაბო-დე-გატის მთათა სისტემას, ასევე 120 კმ² ზღვას, როგორც საწყლოსნო ნაკრძალს. კლიმატი ნახევრადმშრალია და ეს პარკი წარმოადგენს ევროპის უმშრალეს ადგილს. 1997 წელს იუნესკომ გააფორმა როგორც ბიოსფერული ნაკრძალი.

პარკი ხასიათდება ვულკანური ფორმაციებით - ლავით, ვულკანური გუმბათებით, კალდერებით. ზღვისგან გამოყოფილია 400 მ სიგანის ქვიშიანი სანაპიროთი. 2006 წელს შეუერთდა იუნესკოს გლობალურ გეოგრაფიულ პარკთა ქსელს.

პარკში საშუალო წლიური ტემპერატურა 18 °C -ია, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით აქ დაბალია და წელიწადში 120 - 180 მმ-ს შეადგენს.

გავრცელებულია დაახლოებით 1.000 სახეობის მცენარე, მათ შორის ენდემურებიც და 1.100 სახეობის ცხოველი და ფრინველი, რომელთა შორის უმრავლესი ფრინველია, რის გამოც ევროკავ...დაწვრილებით

კაბო-დე-გატის ბუნების პარკი — ბუნების პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ქალაქ ალმერიის სიახლოვეს. წარმოადგენს დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის უდიდეს სახმელეთო-საზღვაო ნაკრძალს. მისი ფართობი 460 კმ²-ია და მოიცავს ქალაქ კარბონერასს სიერა-დე-კაბო-დე-გატის მთათა სისტემას, ასევე 120 კმ² ზღვას, როგორც საწყლოსნო ნაკრძალს. კლიმატი ნახევრადმშრალია და ეს პარკი წარმოადგენს ევროპის უმშრალეს ადგილს. 1997 წელს იუნესკომ გააფორმა როგორც ბიოსფერული ნაკრძალი.

პარკი ხასიათდება ვულკანური ფორმაციებით - ლავით, ვულკანური გუმბათებით, კალდერებით. ზღვისგან გამოყოფილია 400 მ სიგანის ქვიშიანი სანაპიროთი. 2006 წელს შეუერთდა იუნესკოს გლობალურ გეოგრაფიულ პარკთა ქსელს.

პარკში საშუალო წლიური ტემპერატურა 18 °C -ია, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით აქ დაბალია და წელიწადში 120 - 180 მმ-ს შეადგენს.

გავრცელებულია დაახლოებით 1.000 სახეობის მცენარე, მათ შორის ენდემურებიც და 1.100 სახეობის ცხოველი და ფრინველი, რომელთა შორის უმრავლესი ფრინველია, რის გამოც ევროკავშირმა პარკი ფრინველთა დაცვის მიზნით სპეციალურ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა.

Photographies by:
Pjsandoval - CC BY 4.0
Statistics: Position
3867
Statistics: Rank
98016

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
168597432Click/tap this sequence: 2616
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near კაბო-დე-გატის ბუნების პარკი ?

Booking.com
8.828.957 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.475 visits today.