厳島神社

( იცუკუსიმის ტაძარი )

იცუკუშიმის ტაძარი (იაპონ. 厳島神社) — სინტოისტური აკლდამა იცუკუშიმას კუნძულზე ქალაქ ჰაცუკაიჩიში, ჰიროსიმას პრეფექტურა, იაპონია. 1996 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იაპონიის მთავრობის მიერ გამოცხადებულია ეროვნულ საგანძურად.

ტაძარი VI საუკუნეში იღებს დასაბამს, ხოლო დღევანდელი ფორმით 1168 წლიდან მოდის, როდესაც მისთვის თანხა დიდგვაროვანმა ტაირა ნო კიომორიმ გაიღო. აკლდამის მშენებლობა, რომელიც უბეზე ჯებირების მსგავსი სტრუქტურებისგან შედგება, გამოწვეული იყო კუნძულის წმინდა ადგილად შერაცხვით. უბრალო ხალხს ამ კუნძულზე ფეხის დადგმის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად ნავით უნდა მიეცურათ ჭიშკრის გავლით, რომელიც წყალზე მოტივტივეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

იცუკუშიმას ტაძრის დრამატული ჭიშკარი — ტორი — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულის ტურისტული სანახაობაა, ხოლო ხედი ჭიშკარზე კუნძულის მთა მისენის წინ კი იაპონიის სამ უმთავრესთა შორის ითვლება. ჭიშკარი აქ 1168 წლიდან არსებობს, თუმცა ამჟამინდელი 1875 წლით თარიღდება. კამფორის ხისგან და...დაწვრილებით

იცუკუშიმის ტაძარი (იაპონ. 厳島神社) — სინტოისტური აკლდამა იცუკუშიმას კუნძულზე ქალაქ ჰაცუკაიჩიში, ჰიროსიმას პრეფექტურა, იაპონია. 1996 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იაპონიის მთავრობის მიერ გამოცხადებულია ეროვნულ საგანძურად.

ტაძარი VI საუკუნეში იღებს დასაბამს, ხოლო დღევანდელი ფორმით 1168 წლიდან მოდის, როდესაც მისთვის თანხა დიდგვაროვანმა ტაირა ნო კიომორიმ გაიღო. აკლდამის მშენებლობა, რომელიც უბეზე ჯებირების მსგავსი სტრუქტურებისგან შედგება, გამოწვეული იყო კუნძულის წმინდა ადგილად შერაცხვით. უბრალო ხალხს ამ კუნძულზე ფეხის დადგმის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად ნავით უნდა მიეცურათ ჭიშკრის გავლით, რომელიც წყალზე მოტივტივეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

იცუკუშიმას ტაძრის დრამატული ჭიშკარი — ტორი — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულის ტურისტული სანახაობაა, ხოლო ხედი ჭიშკარზე კუნძულის მთა მისენის წინ კი იაპონიის სამ უმთავრესთა შორის ითვლება. ჭიშკარი აქ 1168 წლიდან არსებობს, თუმცა ამჟამინდელი 1875 წლით თარიღდება. კამფორის ხისგან დამზადებული ჭიშკარი 16 მეტრია სიმაღლეში და ოთხ ფეხზე დგას დამატებითი სიმაგრისთვის. ჭიშკარი მცურავის შთაბეჭდილებას მხოლოდ მოქცევის პერიოდში ტოვებს. მიქცევისას მხოლოდ შლამი რჩება და მასთან ფეხით მისვლაც არის შესაძლებელი.

ტაძრის სიწმინდის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 1878 წლამდე მის ტერიტორიაზე მშობიარობა ან გარდაცვალება აკრძალული იყო. დღემდე დაკრძალვა კუნძულზე აკრძალულია. 2004 წლის 5 სექტემბერს ტაძარი მნიშვნელოვნად დააზიანა ტაიფუნმა. სახურავი და ჯებირები ნაწილობრივ განადგურდა, რის გამოც ტაძარი დროებით დაიხურა. თუმცა ამჟამად ის უკვე გახსნილია მნახველთათვის, აღდგენითი სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს. ტრადიციისამებრ მნახველები ჭიშკრის საყრდნების ღრიჭოებში ხურდა ფულს დებენ და სურვილს იფიქრებენ.

Photographies by:
JordyMeow - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
128
Statistics: Rank
381969

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
367294518Click/tap this sequence: 9182

Google street view

Where can you sleep near იცუკუსიმის ტაძარი ?

Booking.com
489.801 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 52 visits today.