Burg Hohenzollern

( ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე )

ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე (გერმ. Burg Hohenzollern) — უძველესი ციხესიმაგრე ბადენ-ვიურტემბერგში, შტუტგარტიდან სამხრეთით 50 კილომეტრში. შუა საუკუნეებში პრუსიისა და ბრანდენბურგის მმართველი დინასტიის, ჰოენცოლერნების სამემკვიდრეო მამული, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. ციხესიმაგრე განთავსებულია მთის თხემზე ზღვის დონიდან 855 მეტრზე და მდებარეობს დასახლებული პუნქტების ეხინგენისა და ბიზინგენის ახლოს.

შუა საუკუნეების ეს ციხე-დარბაზი პირველად 1267 წელს იხსენიება, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქ სიმაგრე უფრო ადრე, XI საუკუნეში ააგეს. XV საუკუნეში, რომის საღვთო იმპერიის ჯარების მიერ შვაბიის თავისუფალი ქალაქების ხანგრძლივი ალყის შემდეგ, 1423 წლის 15 მაისს სიმაგრე აიღეს და მთლიანად დაანგრიეს.

მეორე ციხე-დარბაზი 1454-1461 წლებში აშენდა და ჰოენცოლერნების შვაბიური შტოს რეზიდენციას წარმოადგენდა. ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) დროს ამ ციხესიმაგრეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ჩვენამდე სრული სახით მოაღწია მესამე ციხე-...დაწვრილებით

ჩვენამდე სრული სახით მოაღწია მესამე ციხე-დარბაზმა, რომელიც პრუსიის კრონპრინცმა (შემდგომში მეფემ) ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ ააგო 1850-1867 წლებში არქიტექტორ ფრიდრიხ ავგუსტ შტიულერის ხელმძღვანელობით.

Photographies by:
Olga Ernst - CC BY-SA 4.0
A. Kniesel (= User:-donald-), Lauffen - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
128
Statistics: Rank
696956

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
567482931Click/tap this sequence: 7334
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე ?

Booking.com

What can you do near ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე ?

8.847.002 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.488 visits today.