姫路城

( ჰიმეძის ციხესიმაგრე )

ჰიმეძის ციხესიმაგრე (იაპონ. 姫路城) — ციხესიმაგრის კომპლექსი იაპონიაში, ჰიოგოს პრეფექტურაში. აღიარებულია XVII საუკუნის იაპონური ციხე-სიმაგრის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ფეოდალური იაპონიის 83 თავდაცვით ნაგებობათა ქსელს. ციხესიმაგრეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კაკუროძო (Hakurojō - თეთრი ყანჩის ციხე-სიმაგრე), რისი მიზეზიც მისი ბრწყინვალე თეთრი ფერია მსგავსება გაფრენილ ფრინველთან.

ციხესიმაგრე 1333 წლით თარიღდება, როდესაც აკამაცუ ნორუმირამ ჰიმეიამას ბორცვზე ციხე ააგო. იგი დაცარიელებული და ხელახლა აშენებულ იქნა 1346 წელს როგორც ჰიმეიამის ციხესიმაგრე, ხოლო საუკუნეების შემდეგ კვლავ გადააკეთეს და ამჟამინდელი სახელი - ჰიმეძი უწოდეს. 1581 წელს, იგი ამჯერად ტოიოტომი ჰიდეიოსიმ გადააკეთა, დაამატა რა სამი სართული. 1600 წელს, ტოკუგავა იეიასუმ სეკიგაჰარის ბრძოლაში დახმარებისთვის, იკედა ტერუმასას გადასცა. ამ უკანასკნელმა, 1601 - 1609 წლებში ციხესიმაგრე თითქმის მთლიანად გადააკეთა და ის ფართო კომპლექსად გარდაქმნა. XVII ...დაწვრილებით

ჰიმეძის ციხესიმაგრე (იაპონ. 姫路城) — ციხესიმაგრის კომპლექსი იაპონიაში, ჰიოგოს პრეფექტურაში. აღიარებულია XVII საუკუნის იაპონური ციხე-სიმაგრის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ფეოდალური იაპონიის 83 თავდაცვით ნაგებობათა ქსელს. ციხესიმაგრეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კაკუროძო (Hakurojō - თეთრი ყანჩის ციხე-სიმაგრე), რისი მიზეზიც მისი ბრწყინვალე თეთრი ფერია მსგავსება გაფრენილ ფრინველთან.

ციხესიმაგრე 1333 წლით თარიღდება, როდესაც აკამაცუ ნორუმირამ ჰიმეიამას ბორცვზე ციხე ააგო. იგი დაცარიელებული და ხელახლა აშენებულ იქნა 1346 წელს როგორც ჰიმეიამის ციხესიმაგრე, ხოლო საუკუნეების შემდეგ კვლავ გადააკეთეს და ამჟამინდელი სახელი - ჰიმეძი უწოდეს. 1581 წელს, იგი ამჯერად ტოიოტომი ჰიდეიოსიმ გადააკეთა, დაამატა რა სამი სართული. 1600 წელს, ტოკუგავა იეიასუმ სეკიგაჰარის ბრძოლაში დახმარებისთვის, იკედა ტერუმასას გადასცა. ამ უკანასკნელმა, 1601 - 1609 წლებში ციხესიმაგრე თითქმის მთლიანად გადააკეთა და ის ფართო კომპლექსად გარდაქმნა. XVII საუკუნეში, კომპლექსს რამდენიმე შენობა კიდევ შეემატა. ამის შემდეგ, თითქმის 400 წლის განმავლობაში, ცხიე-სიმაგრე ხელუხლებელი რჩებოდა, სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ჰიმეძი არ დაიბომბა. ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 1995 წლის კობეს მიწისძვრისას.

ჰიმეძი იაპონიის ყველაზე დიდი და მნახველების რაოდენობით გამორჩეული ციხესიმაგრეა. 1993 წელს, ის გახდა პირველი ძეგლი იაპონიაში, რომელიც იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამავე დროს, ის იაპონიის ეროვნულ საგანძურადაა აღიარებული.

Photographies by:
Statistics: Position
205
Statistics: Rank
505719

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
472183569Click/tap this sequence: 2592
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ჰიმეძის ციხესიმაგრე ?

Booking.com
8.835.786 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.240 visits today.