Vịnh Hạ Long

( ჰა-ლონგის უბე )

ჰა-ლონგის უბე (ვიეტ. Vịnh Hạ Longსადაც დრაკონი ზღვაში ჩაეშვა) — უბე ტონკინის ყურეში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

უბე მოიცავს 3000-ზე მეტ კუნძულს, კლდეებს, მღვიმეებს. კლდეების კირქვები 500 მლნ წლის წინაა ფორმირებული. უბის ფართობი დაახლოებით 1500 კმ²-ია. ხმელეთი თუ წყალქვეშა სამყარო ხასიათდება ბიომრავალფეროვნების მაღალი დონით. აქ გავრცელებულია ფლორის 14 და ფაუნის 60 ენდემური სახეობა.

ისტორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ტერიტორია ათასობით წლის წინ, პრეისტორიული ადამიანებით იყო დასახლებული. უბეში მდებარე ზოგიერთი კუნძული დასახლებულია. ერთ-ერთ მათგანზე, ტუანჩაუზე მდებარეობდა ხო ში მინის რეზიდენცია. კუნძულების დაახლოებით ნახევარი, 1986 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.

უბე ვიეტნამის მთავარი ტურისტული სავიზიტო ბარათია. 1994 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

Photographies by:
Statistics: Position
641
Statistics: Rank
270814

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
642957381Click/tap this sequence: 1781
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ჰა-ლონგის უბე ?

Booking.com

What can you do near ჰა-ლონგის უბე ?

9.001.855 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.931 visits today.