Guachimontones

( გუაჩიმონტონესი )

გუაჩიმონტონესი – კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, ხალისკოს შტატში. მდებარეობს გვადალახარას დასავლეთით, დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე. იგი მთავარი ძეგლია კულტურული საზოგადოებისა, რომელსაც „ტეუჩიტლანის ტრადიციას“ ეძახიან. ეს საზოგადოება, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ ძვ. წ. 300 წელზე ადრიდან ჩვ. წ. 900-იანი წლების შუამდე.

გუაჩიმონტესის კომპლექსის მთავარ ნაგებობებს წარმოადგენს წრიული, საფეხურებიანი პირამიდები. 18 მეტრი სიმაღლის პირამიდა შედგება 13 საფეხურისაგან, ხოლო ზემოთ, ადგას კიდევ 4 საფეხურიანი ასეთივე პირამიდა.

თითოეული პირამიდა შემოფარგლულია მოსწორებული მოედნით, ხოლო ეს მოედნები თავის მხრივ – დაბალი მიწაყრილებით. ამ მიწაყრილების მწვერვალზე დგას ხის ნაგებობები.

კომპლექსი შედგება 10 წრიული პირამიდის, 4 მართკუთხა მოედნისა და 2 ბურთის სათამშო მოედნისაგან.

ტეკილას არყის სახდელებთან ერთად, მთლიანი ეს რეგიონი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აქ განხორციელებული არაერთი ძარცვის შედეგად, 2008 წელს კომპლექსი ასევე მოხვდა “მსო...დაწვრილებით

გუაჩიმონტონესი – კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, ხალისკოს შტატში. მდებარეობს გვადალახარას დასავლეთით, დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე. იგი მთავარი ძეგლია კულტურული საზოგადოებისა, რომელსაც „ტეუჩიტლანის ტრადიციას“ ეძახიან. ეს საზოგადოება, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ ძვ. წ. 300 წელზე ადრიდან ჩვ. წ. 900-იანი წლების შუამდე.

გუაჩიმონტესის კომპლექსის მთავარ ნაგებობებს წარმოადგენს წრიული, საფეხურებიანი პირამიდები. 18 მეტრი სიმაღლის პირამიდა შედგება 13 საფეხურისაგან, ხოლო ზემოთ, ადგას კიდევ 4 საფეხურიანი ასეთივე პირამიდა.

თითოეული პირამიდა შემოფარგლულია მოსწორებული მოედნით, ხოლო ეს მოედნები თავის მხრივ – დაბალი მიწაყრილებით. ამ მიწაყრილების მწვერვალზე დგას ხის ნაგებობები.

კომპლექსი შედგება 10 წრიული პირამიდის, 4 მართკუთხა მოედნისა და 2 ბურთის სათამშო მოედნისაგან.

ტეკილას არყის სახდელებთან ერთად, მთლიანი ეს რეგიონი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აქ განხორციელებული არაერთი ძარცვის შედეგად, 2008 წელს კომპლექსი ასევე მოხვდა “მსოფლიოს ძეგლების ზედამხედველობის” მიერ შედგენილ 100 ყველაზე საფრთხეში მყოფი ძეგლის სიაში.

Photographies by:
Statistics: Position
1662
Statistics: Rank
159659

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
316742859Click/tap this sequence: 6251
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near გუაჩიმონტონესი ?

Booking.com
8.722.403 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 8.541 visits today.