경복궁

( გიონგბოკგუნგი )

გიონგბოკგუნგი (კორ. 경복궁) — აგრეთვე ცნობილი როგორც გიონგბოკგუნგის სასახლე ან გიეონგბოკის სასახლე, იყო მთავარი სამეფო სასახლე ჩოსონის დინასტიის პერიოდში, რომელიც დღესდღეობით მდებარეობს სამხრეთ კორეაში, სეულის ჩრდილოეთ ნაწილში. ის აშენდა 1395 წელს. გიონგბოკგუნგი არის ყველაზე დიდი ხუთ უმნიშვნელოვანეს სასახლეებს შორის, რომელიც ჯოსეონის დინასტიის პერიოდში აიგო. გიონგბოკგუნგი იყო როგორც ჯოსეონის დინასტიის იმპერატორების, ასევე იმპერატორთა ოჯახების და ჯოსეონის მთავრობის სასახლე.

გიონგბოკგუნგი აგრძელებდა ფუნქციონირებას, როგორც ჯოსეონის დინასტიის მთავარი სასახლე, მანამ, სანამ ის იმჯინის ომის დროს ცეცხლმა არ გაანადგურა, ამის შემდეგ კი ის ორი საუკუნის განმავლობაში მიტოვებული იყო. თუმცა XIX საუკუნეში პრინც ჰეუნგსეონ დაევონგუნის მეთაურობით მეფე გოჯონგის მმართველობის პერიოდში ყველა სასახლის 7 700 ოთახი აღდგენილი იქნა. 500-მდე შენობა კი 40 ჰექტარზე იქნა აღდგენილი. უძველესი კორეის არქიტექტურული პრინციპები გათვალისწინებული იქნა ჯოსეონის სამეფო კარის ტრადიციების ა...დაწვრილებით

გიონგბოკგუნგი (კორ. 경복궁) — აგრეთვე ცნობილი როგორც გიონგბოკგუნგის სასახლე ან გიეონგბოკის სასახლე, იყო მთავარი სამეფო სასახლე ჩოსონის დინასტიის პერიოდში, რომელიც დღესდღეობით მდებარეობს სამხრეთ კორეაში, სეულის ჩრდილოეთ ნაწილში. ის აშენდა 1395 წელს. გიონგბოკგუნგი არის ყველაზე დიდი ხუთ უმნიშვნელოვანეს სასახლეებს შორის, რომელიც ჯოსეონის დინასტიის პერიოდში აიგო. გიონგბოკგუნგი იყო როგორც ჯოსეონის დინასტიის იმპერატორების, ასევე იმპერატორთა ოჯახების და ჯოსეონის მთავრობის სასახლე.

გიონგბოკგუნგი აგრძელებდა ფუნქციონირებას, როგორც ჯოსეონის დინასტიის მთავარი სასახლე, მანამ, სანამ ის იმჯინის ომის დროს ცეცხლმა არ გაანადგურა, ამის შემდეგ კი ის ორი საუკუნის განმავლობაში მიტოვებული იყო. თუმცა XIX საუკუნეში პრინც ჰეუნგსეონ დაევონგუნის მეთაურობით მეფე გოჯონგის მმართველობის პერიოდში ყველა სასახლის 7 700 ოთახი აღდგენილი იქნა. 500-მდე შენობა კი 40 ჰექტარზე იქნა აღდგენილი. უძველესი კორეის არქიტექტურული პრინციპები გათვალისწინებული იქნა ჯოსეონის სამეფო კარის ტრადიციების აღწერაში.

XX საუკუნეში სასახლის დიდ ნაწილი სისტემატურად გაანადგურა იაპონიის იმპერიამ. მას შემდეგ კედლებით გარშემოვლილ სასახლის კომპლექსს თანდათანობით ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და პირვალდენ სახეს დაუბრუნდა. დღესდღეობით სასახლე ითვლება ყველაზე ლამაზ და დიდებულ სასახლედ ხუთ უმნიშვნელოვანეს სასახლეს შორის. მის შემადგენლობაში და დაქვემდებარებაშია კორეის სასახლის ეროვნული მუზეუმი და ეროვნული ხალხური მუზეუმი, რომელიც სასახლის კომპლექსში მდებარეობს.

ისტორია XIV-XVI საუკუნეები
 
ქუჩა და ქალაქის ჭიშკარი ძველ სეულში

გიონგბოკგუნგი თავდაპირველად ააშენა ჯოსეონის დინასტიის დამფუძნებელმა და პირველმა მეფემ თაეჯომ 1394 წელს, მისი სახელი კი მთავრობის გავლენიანმა მინისტრმა ჯეონგ დო-ჯეონმა მოიფიქრა. ამის შემდეგ, სასახლე მუდმივად ფართოვდებოდა მეფე თაეჯონგისა და მეფე სეჯონგ ბრწყინვალის მეფობის პერიოდში. 1553 წელს სასახლე მძიმედ დააზიანა ცეცხლმა, მისი ძვირადღირებული რეკონსტრუქცია მეფე მიეონგჯონგმა განახორციელა, მომდევნო წელს კი დასრულდა კიდეც.

ფაილი:Gyeongbokgung map.jpg
გიონგბოკგუნგის ზოგადი სახე

მიუხედავად ამისა, ოთხი ათწლეულის შემდეგ გიონგბოკგუნგის სასახლე დაიწვა იაპონიის შემოსევების დროს კორეაში 1592-1598 წლებში. სამეფო კარი კი გადატანილ იქნა ჩანგდეოკგუნგის სასახლეში. მომდევნო სამი საუკუნის მანძილზე გიონგბოკგუნგის სასახლის ნანგრევები მიტოვებული იყო.

XIX საუკუნე

დაევონგუნის მმართველობის პერიოდში 1867 წელს სასახლის შენობების რეკონსტრუქცია მოხდა და ჩამოყალიბდა მასიური კომპლექსი, რომელიც შედგებოდა 330 ნაგებობისსგან და 5 792 ოთახისგან. 432 703 კვადრატულ კილომეტრზე მდგარი გიეონბოკგუნგის სასახლე კვლავ გახდა საკულტო სიმბოლო კორეის ნაციისა და კორეის სამეფო ოჯახის. მას შემდეგ, რაც 1895 წელს მოკლული იქნა იმპერატრიცა მიეონგსეონგი იაპონელი აგენტების მიეს, მისმა ქმარმა იმპერატორმა გოჯონგმა დატოვა სასახლე. საიმპერატორო ოჯახი არასდროს დაბრუნებულა გიონგბოკგუნგში.

XX-XXI საუკუნეები

1911 წლიდან მოყოლებული იაპონიის იმპერიის კოლონიალურმა მთავრობამ სისტემურად დაანგრია ყველაფერი, გარდა 10 შენობისა, რომელიც კორეის ოკუპაციის დროს მიისაკუთრა. იაპონია გიონგბოკგუნგს იყენებდა უამრავი გამოფენების მასპინძლობისთვის. 1926 წელს მთავრობა მასიურად აშენებდა იაპონური მთავრობისთვის შენობა-ნაგებობებს სწორედ სასახლის სამეფო დარბაზის გეუნჯეონგჯეონის წინ, რათა ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ჯოსეონის დინასტიის სიმბოლო და მემკვიდრეობა. გვანგჰვამუნის ჭიშკარი- მთავარი და სამხრეთ კარიბჭე გიონგბოკგუნგისა გადატანილ იქნა იაპონელების მიერ სასახლის აღმოსავლეთ ნაწილში, მისი ხის სტრუქტურა კი მთლიანად განადგურებული იყო კორეის ომის პერიოდში.

გიონგბოკგუნგის XIX საუკუნის დროინდელი ორიგინალი სასახლის ნაგებობები, რომელიც გადარჩა ორივე იაპონური კოლონიალური მმართველობის დროს კორეაში და კორეის ომის პერიოდში მოიცავს:

გეუნჯეონგჯეონი (სამეფო დარბაზი)- ეროვნული საგანძური N.223 გიეონგჰოერუს პავილიონი- ეროვნული საგანძური N.224 ჰიანგვონჯეონგის პავილიონი, ჯაგიეონგჯეონის დარბაზი, ჯიბოკჯაეს დარბაზი, საჯეონგჯეონის დარბაზი და სუჯეონგჯეონის დარბაზი.

თანამედროვე არქეოლოგიური კვლევების შედეგად 330 ნაგებობის საფუძვლები აღმოაჩინეს.

რეკონსტრუქცია

1989 წელს სამხრეთ კორეის მთავრობამ დაიწყო 40 წლიანი პროექტი აღედგინათ ასობით სტრუქტურები, რომელიც გაანადგურა იაპონიის იმპერიის კოლონიალურმა მთავრობამ, კორეის ოკუპაციის პერიოდში (1910-1945).

1995 წელს იაპონიის გენერალური შენობები, ბევრი კამათისა და დებატების შემდეგ დაანგრიეს, რათა აღედგინათ ჰეუნგნიემუნის ჭიშკარი და მისი მონასტერი. კორეის ეროვნული მუზეუმი, რომელიც დღესდღეობით სასახლის ტერიტორიაზეა 2005 წელს გადაიტანეს იონგსან-გუში.

2009 წლის ბოლოსთვის დადგინდა, რომ დაახლოებით 40 პროცენტი სტრუქტურებისა, რომლებიც იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციამდე იდგა უკვე აღდგენილი ან რეკონსტრუქტირებული იქნა. გიონგბოკგუნგის აღდგენის ინიციატივის მეხუთე ეტაპზე გვანგჰვამუნი, სასახლის მთავარი კარიბჭე აღდგენილ იქნა თავისი ორიგინალური დიზაინით. კიდევ ერთი 20 წლიანი რესტავრაციის პროექტი უკვე დაგეგმა სამხრეთ კორეის მთავრობამ, რათა აღადგინონ დარჩენილი ნაწილი გიონგბოკგუნგისა და დაუბრუნონ მას თავდაპირველი სტატუსი.

Photographies by:
loki11 - Public domain
Statistics: Position
2587
Statistics: Rank
49008

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
641973582Click/tap this sequence: 5976

Google street view

Where can you sleep near გიონგბოკგუნგი ?

Booking.com
489.950 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 9 visits today.