გიობექლი თეფე (თურქ. Göbekli Tepe; ქართ. მუცლიანი გორა) — არქეოლოგიური ძეგლი თურქეთის სამხრეთ ანატოლიის რეგიონში, ქალაქ შანლიურფადან დაახლოებით 12 კმ-თი ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბორცვის სიმაღლე შეადგენს 15 მ, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 300 მეტრს. მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 760 მ სიმაღლეზე.

ბორცვი გამოიყენებოდა ორ პერიოდში, რომელიც ითვლება სოციალური ან რიტუალური ბუნებით, რომელიც დათარიღებულია X და VIII ათასწლეულით ძვ. წ. პირველ ეტაპზე, კერამიკული ნეოლიტამდე ა (PPNA) პერიოდში, აღმართულია მასიური T ფორმის ქვის სვეტები, რომელიც მსოფლიოს უძველესი ცნობილი მეგალითებია. გეოფიზიკური კვლევების მეშვეობით ცნობილია 20 წრეში 200-ზე მეტი სვეტი. თითოეული სვეტის სიმაღლე 6 მეტრია და იწონის 10 ტონას. მეორე ფაზაში, კერამიკული ნეოლიტამდე ბ (PPNB) პერიოდში, აღმართულია სვეტები უფრო პატარა ზომით. ადგილი მიტოვებულია PPNB შემდეგ. ახალი ძეგლი თარიღდება კლასიკური დროით.

ძეგლის ფუნქციის დეტალები საიდუმლოდ რჩება. იგი გათხრილია გერმანული არქეოლოგიუ...დაწვრილებით

გიობექლი თეფე (თურქ. Göbekli Tepe; ქართ. მუცლიანი გორა) — არქეოლოგიური ძეგლი თურქეთის სამხრეთ ანატოლიის რეგიონში, ქალაქ შანლიურფადან დაახლოებით 12 კმ-თი ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბორცვის სიმაღლე შეადგენს 15 მ, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 300 მეტრს. მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 760 მ სიმაღლეზე.

ბორცვი გამოიყენებოდა ორ პერიოდში, რომელიც ითვლება სოციალური ან რიტუალური ბუნებით, რომელიც დათარიღებულია X და VIII ათასწლეულით ძვ. წ. პირველ ეტაპზე, კერამიკული ნეოლიტამდე ა (PPNA) პერიოდში, აღმართულია მასიური T ფორმის ქვის სვეტები, რომელიც მსოფლიოს უძველესი ცნობილი მეგალითებია. გეოფიზიკური კვლევების მეშვეობით ცნობილია 20 წრეში 200-ზე მეტი სვეტი. თითოეული სვეტის სიმაღლე 6 მეტრია და იწონის 10 ტონას. მეორე ფაზაში, კერამიკული ნეოლიტამდე ბ (PPNB) პერიოდში, აღმართულია სვეტები უფრო პატარა ზომით. ადგილი მიტოვებულია PPNB შემდეგ. ახალი ძეგლი თარიღდება კლასიკური დროით.

ძეგლის ფუნქციის დეტალები საიდუმლოდ რჩება. იგი გათხრილია გერმანული არქეოლოგიური გუნდის მიერ, კლაუს შმიდტის ხელმძღვანელობით, 1996 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 2014 წლამდე. შმიდტს სჯეროდა, რომ ძეგლი საკურთხევლის ადგილი იყო, სადაც ფართო რეგიონიდან ადამიანები პერიოდულად იკრიბებოდნენ.

2018 წელს, ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

Photographies by:
Teomancimit - CC BY-SA 3.0
Dosseman - CC BY-SA 4.0
Beytullah eles - CC BY-SA 4.0
Beytullah eles - CC BY-SA 4.0
Cobija - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
259
Statistics: Rank
429927

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
235471896Click/tap this sequence: 6214
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Videos

Where can you sleep near გიობექლი-თეფე ?

Booking.com
8.723.431 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 9.569 visits today.