გიგანტების გზა

გიგანტების გზა (ირლ. Clochán an Aifir) — ტერიტორია, რომელიც მოიცავს უძველესი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილ დაახლოებით 40 000 ბაზალტის სვეტს. მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ბუშმილსიდან 4,8 კმ-ის მოშორებით. 1986 წელს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, 1987 წელს კი ეროვნულ ბუნებრივ ნაკრძალად გამოცხადდა. სვეტების წვერები ნაფეხურებს წააგავს, რომლებიც ფრიალო კლდეების კალთებიდან ზღვაში უჩინარდებიან. სვეტების უმრავლესობა ექვსკუთხაა, თუმცა ზოგიერთს ოთხი, ხუთი, შვიდი და რვა კუთხეც გააჩნია. უმაღლესი სვეტები 12 მეტრია, ხოლო კლდეების გაქვავებული ლავის სისქე 28 მ.

ვულკანური სვეტები დაახლოებით 50-60 მლნ წლის წინ, პალეოგენის პერიოდში წარმოიქმნა.

დღეისათვის, გიგანტების გზა ჩრდილოეთ ირლანდიის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
846971352Click/tap this sequence: 3418
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Videos

Where can you sleep near გიგანტების გზა ?

Booking.com

What can you do near გიგანტების გზა ?

8.736.012 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 8.905 visits today.