घारापुरी गुफाएँ

( ელეფანტის გამოქვაბულები )

ელეფანტის გამოქვაბულები (მარათჰ. घारापुरीची लेणी) — გამოქვაბულთა კომპლექსი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში. მდებარეობს მუმბაის უბეში, კუნძულ ელეფანტაზე, ქალაქ მუმბაიდან 10 კმ-ით აღმოსავლეთით. გამოქვაბულთა კომპლექსი შედგება ორი ჯგუფისაგან - პირველი, ინდუისტური ხუთი გამოქვაბულისგან შემგარი დიდი ჯგუფი და მეორე, ბუდისტური ორი გამოქვაბულისგან შმედგარი პატარა ჯგუფი. ინდუისტურ გამოქვაბულებში განლაგებულია ქვის ქანდაკებები, რომლებიც ღმერთ შივას სადიდებლადაა შექმნილი და ინდუიზმის ერთ-ერთ სექტას - შივაიზმს ეკუთვნის.

ქვისგან გამოკვეთილი სკულპტურები სავარაუდოდ ახ. წ. V-VIII საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა მათი შექმნის თარიღი დღემდე საკამათოა. გამოქვაბულები ბაზალტურ კლდეშია გამოთხრილი. ერთ დროს ყველა მათგანი მოხატული ყოფილა, მაგრამ დღეს მისი მხოლოდ ნაკვალევებიღაა შემორჩენილი.

კუნძულს ადგილობრივები ჩარაპურის იწოდებდნენ და წარმოადგენდა ინდუიზმისათვის წმინდა ადგილს, სანამ აქ 1534 წელს პორტუგალიელები არ მოვიდნენ. პორტუგალიელებმა კუნძულს ელეფანტა (სპილო) უწოდეს, როდესაც გიგანტური, სპილ...დაწვრილებით

ელეფანტის გამოქვაბულები (მარათჰ. घारापुरीची लेणी) — გამოქვაბულთა კომპლექსი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში. მდებარეობს მუმბაის უბეში, კუნძულ ელეფანტაზე, ქალაქ მუმბაიდან 10 კმ-ით აღმოსავლეთით. გამოქვაბულთა კომპლექსი შედგება ორი ჯგუფისაგან - პირველი, ინდუისტური ხუთი გამოქვაბულისგან შემგარი დიდი ჯგუფი და მეორე, ბუდისტური ორი გამოქვაბულისგან შმედგარი პატარა ჯგუფი. ინდუისტურ გამოქვაბულებში განლაგებულია ქვის ქანდაკებები, რომლებიც ღმერთ შივას სადიდებლადაა შექმნილი და ინდუიზმის ერთ-ერთ სექტას - შივაიზმს ეკუთვნის.

ქვისგან გამოკვეთილი სკულპტურები სავარაუდოდ ახ. წ. V-VIII საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა მათი შექმნის თარიღი დღემდე საკამათოა. გამოქვაბულები ბაზალტურ კლდეშია გამოთხრილი. ერთ დროს ყველა მათგანი მოხატული ყოფილა, მაგრამ დღეს მისი მხოლოდ ნაკვალევებიღაა შემორჩენილი.

კუნძულს ადგილობრივები ჩარაპურის იწოდებდნენ და წარმოადგენდა ინდუიზმისათვის წმინდა ადგილს, სანამ აქ 1534 წელს პორტუგალიელები არ მოვიდნენ. პორტუგალიელებმა კუნძულს ელეფანტა (სპილო) უწოდეს, როდესაც გიგანტური, სპილოსთავიანი ქანდაკება დაინახეს. ეს ქანდაკება ამჟამად მუმბაის უელსის პრინცის მუზეუმში ინახება. მრავალწლიანი უყურადღებობის შემდეგ, 1970-იან წლებში გამოქვაბულებს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, ხოლო უკვე 1987 წელს ისინი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

Photographies by:
Statistics: Position
124
Statistics: Rank
396116

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
763194852Click/tap this sequence: 7355

Google street view

Where can you sleep near ელეფანტის გამოქვაბულები ?

Booking.com
489.420 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 58 visits today.