დიდი ცისფერი ორმო

დიდი ცისფერი ორმო (ინგლ. Great Blue Hole) — მსხვილი ცისფერი ორმო, რომელიც განლაგებულია ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში, ერთ-ერთ პატარა ატოლში. წარმოადგენს მომრგვალო ფორმის კარსტულ ძაბრს, რომლის დიამეტრია 305 მ, სიღრმე 124 მ. მისი წარმოქმნა დაკავშირებულია უკანასკნელ მეოთხეულ გამყინვარებასთან, როდესაც ზღვის წყლის დონე დაბალი იყო, ხოლო წყლის აწევას მოჰყვა სტალაქტიტების გაშიშვლება, რომელთა ანალიზმა უჩვენა, რომ მათი წარმოქმნა დაიწყო 153,000, 66,000, 60,000, და 15,000 წლის წინ. როდესაც დაიწყო მსოფლიო ოკეანის წყლის განმეორებითი დონის აწევა მღვიმეები ისევ დაიტბორა. დიდი ცისფერი ორმო შედის ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ორმო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ფრანგმა მკვლევარმა ჟაკ-ივ კუსტომ დიდი ცისფერი ორმო დაივინგის წამყვან ადგილად მოიხსენია. 1971 წელს კუსტო ეწვია ამ ადგილს, რათა მოეხდინა მისი სიღრმის გამოკვლევა. ექსპედიციამ დაადგინა, რომ დიდი ცისფერი ორმო არის ტიპური კირქვული კარ...დაწვრილებით

დიდი ცისფერი ორმო (ინგლ. Great Blue Hole) — მსხვილი ცისფერი ორმო, რომელიც განლაგებულია ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში, ერთ-ერთ პატარა ატოლში. წარმოადგენს მომრგვალო ფორმის კარსტულ ძაბრს, რომლის დიამეტრია 305 მ, სიღრმე 124 მ. მისი წარმოქმნა დაკავშირებულია უკანასკნელ მეოთხეულ გამყინვარებასთან, როდესაც ზღვის წყლის დონე დაბალი იყო, ხოლო წყლის აწევას მოჰყვა სტალაქტიტების გაშიშვლება, რომელთა ანალიზმა უჩვენა, რომ მათი წარმოქმნა დაიწყო 153,000, 66,000, 60,000, და 15,000 წლის წინ. როდესაც დაიწყო მსოფლიო ოკეანის წყლის განმეორებითი დონის აწევა მღვიმეები ისევ დაიტბორა. დიდი ცისფერი ორმო შედის ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ორმო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ფრანგმა მკვლევარმა ჟაკ-ივ კუსტომ დიდი ცისფერი ორმო დაივინგის წამყვან ადგილად მოიხსენია. 1971 წელს კუსტო ეწვია ამ ადგილს, რათა მოეხდინა მისი სიღრმის გამოკვლევა. ექსპედიციამ დაადგინა, რომ დიდი ცისფერი ორმო არის ტიპური კირქვული კარსტული წარმონაქმნი, ხოლო წყალქვეშა ნავებით სიღრმეში ჩასვლის შემდეგ ექსპედიციამ აღმოაჩინა მასიური სტალაქტიტები, რომლებიც განლაგებული იყვნენ 5°-ზე, რაც მიუთითებდა მათ გეოლოგიურ ნაწევზე. სიღრმის პირველეულმა კვლევებმა გამოავლინა მისი მაქსიმალური სიღრმე (125 მ), თუმცა 1997 წელს ჩატარებული ექსპედიციის მიხედვით ორმოს სიღრმე განისაზღვრა 124 მეტრით. ამ სიღრმეების სხვაობა აიხსნება სედიმენტაციის პროცესით, ან გაზომვის უზუსტობით. ექსპედიციის ძირითადი მიზანი იყო ფსკერზე არსებული კერნის შეგროვება. დიდი ცისფერი ორმო არის რეკრეაციული დაივინგის პოპულარული ადგილი. ბევრია ზვიგენი.

Photographies by:
U.S. Geological Survey (USGS) - Public domain
Statistics: Position
572
Statistics: Rank
285880

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
162948735Click/tap this sequence: 9555
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near დიდი ცისფერი ორმო ?

Booking.com

What can you do near დიდი ცისფერი ორმო ?

8.718.239 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 4.377 visits today.