Great Salt Lake

( დიდი მლაშე ტბა )

დიდი მლაშე ტბა (ინგლ. Great Salt Lake) — ტბა აშშ-ში. მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში იუტას შტატში, ეს არის ყველაზე მლაშე ტბა, მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში, მსოფლიოში არსებულ მლაშე ტბებს შორის მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო დედამიწაზე არსებულ ტბებს შორის 37-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა მისი ფართობი სისტემატურად იცვლება. მაგალითად 1963 წლისათვის ტბის ფართობი შეადგენდა 2,460 კმ², 1987 წლისათვის ზედაპირის ფართობი კი 8,500 კმ² იყო.

ტბაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მდინარე ჩაედინება, მათგან აღსანიშნავია ჯორდანი, ვებერი და ბერი. ტბის სიახლოვეს ყოველწლიუარდ მოიპოვებენ 1.1 მილიონ ტონა მარილს. ამ ადგილს აგრეთვე უწოდებენ ამერიკულ „მკვდარ ზღვასაც“. ტბაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი და დიდი კუნძული.

ეს ადგილი მდებარეობს დაახლოებით 1,280 მეტრზე ზღვის დონიდან, ტბის სიგრძე დაახლოებით შეადგენს 120 კილომეტრს. საშუალო სიღრმე შეადგენს — 4.5 მეტრს, ყველაზე დაბალი წერტილი კი -15 მეტრია. დიდი მლაშე ტბის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში არ...დაწვრილებით

დიდი მლაშე ტბა (ინგლ. Great Salt Lake) — ტბა აშშ-ში. მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში იუტას შტატში, ეს არის ყველაზე მლაშე ტბა, მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში, მსოფლიოში არსებულ მლაშე ტბებს შორის მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო დედამიწაზე არსებულ ტბებს შორის 37-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა მისი ფართობი სისტემატურად იცვლება. მაგალითად 1963 წლისათვის ტბის ფართობი შეადგენდა 2,460 კმ², 1987 წლისათვის ზედაპირის ფართობი კი 8,500 კმ² იყო.

ტბაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მდინარე ჩაედინება, მათგან აღსანიშნავია ჯორდანი, ვებერი და ბერი. ტბის სიახლოვეს ყოველწლიუარდ მოიპოვებენ 1.1 მილიონ ტონა მარილს. ამ ადგილს აგრეთვე უწოდებენ ამერიკულ „მკვდარ ზღვასაც“. ტბაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი და დიდი კუნძული.

ეს ადგილი მდებარეობს დაახლოებით 1,280 მეტრზე ზღვის დონიდან, ტბის სიგრძე დაახლოებით შეადგენს 120 კილომეტრს. საშუალო სიღრმე შეადგენს — 4.5 მეტრს, ყველაზე დაბალი წერტილი კი -15 მეტრია. დიდი მლაშე ტბის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში არის მარილის უდაბნოები. ტბა დაახლოებით ხუთ მილიონ ტონა ნატრიუმის ქლორიდს შეიცავს. მიუხედავად აქ არსებული სიმლაშისა, წყალში ზღვის ცხოველთა მცირე რაოდენობა აღმოაჩინეს.

ტბა ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
718596342Click/tap this sequence: 3854

Google street view

Where can you sleep near დიდი მლაშე ტბა ?

Booking.com
489.796 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 47 visits today.