Context of უკრაინა

უკრაინა (უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603 700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.

შუა საუკუნეებში თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა კიევის რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა კაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთ ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი ...დაწვრილებით

უკრაინა (უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603 700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.

შუა საუკუნეებში თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა კიევის რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა კაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთ ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა — 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე — სუბტროპიკული.

უკრაინა უნიტარული, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კიევი. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 45,4 მილიონს, მათ შორის 77,8 % უკრაინელია, 17,3 % კი - რუსი; ასევე ცხოვრობენ რუმინელები/მოლდოველები, ბელარუსები, ყირიმელი თათრები, უნგრელები. ოფიციალური ენა უკრაინულია, თუმცა რეგიონალური მასშტაბით ასევე აღიარებულია 18 ენა. ყველაზე გავრცელებული რელიგია მართლმადიდებლობაა, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უკრაინულ არქიტექტურაზე, ლიტერატურაზე და მუსიკაზე.

More about უკრაინა

Basic information
  • Currency გრივნა
  • Native name Україна
  • Calling code +380
  • Internet domain .ua
  • Speed limit 130
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 5.81
Population, Area & Driving side
  • Population 41167335
  • Area 603550
  • Driving side right

Phrasebook

ლუდი
пиво
დალიე
пити
გაიყვანეთ
Потягнути
ბიძგი
Поштовх
Სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
приємно познайомитись
ტუალეტი
Туалет
საჭმელი
харчування
მამაკაცები
Чоловіки
Რა გქვია?
Як вас звати?

Where can you sleep near უკრაინა ?

Booking.com
8.830.296 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 4.814 visits today.