Context of სამხრეთი კორეა

სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა (ჰანგილი: 대한민국; ჰანჯა: 大韓民國), ხშირად მოიხსენიება როგორც კორეა — სუვერენული სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, მოიცავს კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს.

სახელი „კორეა“ მომდინარეობს კორიოს სამეფოდან. ქვეყანას გააჩნია სახმელეთო საზღვარი ჩრდილოეთ კორეასთან (ჩრდილოეთით) და საზღვაო საზღვრები იაპონიასა (აღმოსავლეთით) და ჩინეთთან (დასავლეთით). ქვეყნის 51 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს სეულის დედაქალაქის რეგიონში, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში. თავისი 25 მილიონიანი მოსახლეობით ქალაქი Arcadis NV-ის მიერ შეფასებულია, როგორც აზიის მეორე ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის მეორე საუკეთესო მაჩვენებლით.

კორეა დასახლებული იყო ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში. მისი ცივილიზაცია კი გოჯოსონის დაარსებით დაიწყო. 668 წელს კორეის სამი სამეფოს გაერთიანების შემდეგ, კორეა ათასწლეულზე მეტხნს განაგრძობდა შედარებით სიმშვიდეში არსებობას საუკუნოვან დინასტიათა მმართველობის ქვეშ და ეს იყო მისი...დაწვრილებით

სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა (ჰანგილი: 대한민국; ჰანჯა: 大韓民國), ხშირად მოიხსენიება როგორც კორეა — სუვერენული სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, მოიცავს კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს.

სახელი „კორეა“ მომდინარეობს კორიოს სამეფოდან. ქვეყანას გააჩნია სახმელეთო საზღვარი ჩრდილოეთ კორეასთან (ჩრდილოეთით) და საზღვაო საზღვრები იაპონიასა (აღმოსავლეთით) და ჩინეთთან (დასავლეთით). ქვეყნის 51 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს სეულის დედაქალაქის რეგიონში, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში. თავისი 25 მილიონიანი მოსახლეობით ქალაქი Arcadis NV-ის მიერ შეფასებულია, როგორც აზიის მეორე ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის მეორე საუკეთესო მაჩვენებლით.

კორეა დასახლებული იყო ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში. მისი ცივილიზაცია კი გოჯოსონის დაარსებით დაიწყო. 668 წელს კორეის სამი სამეფოს გაერთიანების შემდეგ, კორეა ათასწლეულზე მეტხნს განაგრძობდა შედარებით სიმშვიდეში არსებობას საუკუნოვან დინასტიათა მმართველობის ქვეშ და ეს იყო მისი ვაჭრობის, კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აყვავების პერიოდი.

1910 წელს იაპონიის იმპერიამ მოახდინა კორეის ანექსია. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, კორეა საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად დაიყო, რომელთაგან უკანასკნელი 1948 წელს გამოცხადდა კორეის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად, რომელიც გაეროს მიერ იყო აღიარებული, თუმცა სულ მალე ჩრდილოეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც 1950 წელს შეიჭრა სამხრეთში და დაიწყო კორეის ომი, რომელიც 1953 წელს საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. მიუხედავად მცირე შეტაკებებისა ჩრდილოეთთან, მას შემდეგ მშვიდობა არ დარღვეულა. სამხრეთი კორეა არის რეგიონული ძალა მსოფლიოში სიდიდით მეათე თავდაცვითი ბიუჯეტით.

სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ რეგიონში ყველაზე მაღალი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი.

მსოფლიო მასშტაბით კორეა ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით, თუმცა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სიმკაცრემ საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია.

Where can you sleep near სამხრეთი კორეა ?

Booking.com
521.857 visits in total, 9.230 Points of interest, 405 Destinations, 237 visits today.