Context of ლიეტუვა

ლიეტუვა (ლიეტ. Lietuva), ოფიციალურად ლიეტუვის რესპუბლიკა (ლიეტ. Lietuvos Respublika), 2018 წლამდე გამოიყენებოდა სახელი ლიტვა — სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ფართობითა და მოსახლეობით ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი ქვეყანა. მდებარეობს ბალტიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, შვედეთიდან და დანიიდან აღმოსავლეთით. ფართობი 65 300 კმ². ჩრდილოეთით ესაზღვრება ლატვია (453 კმ), აღმოსავლეთით და სამხრეთით ბელარუსი (502 კმ), სამხრეთით პოლონეთი (91 კმ), სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის ექსკლავი (კალინინგრადის ოლქი, 227 კმ), ხოლო დასავლეთით ბალტიის ზღვა (99 კმ).

2012 წლის აღწერის მონაცემებით ლიეტუვის რესპუბლიკაში ცხოვრობს 2 986 072 ადამიანი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია — ვილნიუსი. მოსახლეობის დიდ ნაწილს ლიეტუველები შეადგენენ, რომლებიც ლაპარაკობენ ლიეტუვურ ენაზე. მორწმუნე ლიეტუველები უმეტესად კათოლიკეები არიან. ლიეტუველების ეთნიკური ჩამოყალიბების ძირითად ბირთვს შეადგენენ სხვადასხვა მესაქონლე და მიწათმოქმედი ბალტიელი ტ...დაწვრილებით

ლიეტუვა (ლიეტ. Lietuva), ოფიციალურად ლიეტუვის რესპუბლიკა (ლიეტ. Lietuvos Respublika), 2018 წლამდე გამოიყენებოდა სახელი ლიტვა — სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ფართობითა და მოსახლეობით ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი ქვეყანა. მდებარეობს ბალტიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, შვედეთიდან და დანიიდან აღმოსავლეთით. ფართობი 65 300 კმ². ჩრდილოეთით ესაზღვრება ლატვია (453 კმ), აღმოსავლეთით და სამხრეთით ბელარუსი (502 კმ), სამხრეთით პოლონეთი (91 კმ), სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის ექსკლავი (კალინინგრადის ოლქი, 227 კმ), ხოლო დასავლეთით ბალტიის ზღვა (99 კმ).

2012 წლის აღწერის მონაცემებით ლიეტუვის რესპუბლიკაში ცხოვრობს 2 986 072 ადამიანი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია — ვილნიუსი. მოსახლეობის დიდ ნაწილს ლიეტუველები შეადგენენ, რომლებიც ლაპარაკობენ ლიეტუვურ ენაზე. მორწმუნე ლიეტუველები უმეტესად კათოლიკეები არიან. ლიეტუველების ეთნიკური ჩამოყალიბების ძირითად ბირთვს შეადგენენ სხვადასხვა მესაქონლე და მიწათმოქმედი ბალტიელი ტომები. ლიეტუვის რესპუბლიკის ოფიციალური ენაა ლიეტუვური ენა, რომელიც განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ბალტიკურ ჯგუფს.

ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი ლიეტუვის ტერიტორიაზე განეკუთვნება ქვის ხანას (ძველი წელთაღრიცხვის X-II ათასწლეულები). მოსახლეობა ამ დროს გვაროვნულ თემებად ცხოვრობდა, მომთაბარეობდა, მისდევდა ნადირობას, თევზჭერას, იყენებდა ქვის, ძვლისა და რქის იარაღს. ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე მოვიდნენ ბალტიელთა ტომების წინაპრები. ლიეტუველი ტომები გაცხოველებით ვაჭრობდნენ სლავებთან. 1230 წელს ლიეტუვის მიწები გააერთიანა მინდაუგასმა, რომელიც იყო ლიტვის დიდი სამთავროს მეფე. XIV საუკუნეში ლიტვის დიდი სამთავრო იყო ევროპის უდიდესი ქვეყანა, რომელიც მოიცავდა ძირითადად ლიეტუვისა და ბელორუსის და ნაწილობრივ უკრაინის, რუსეთის, ლატვიის, პოლონეთისა და ესტონეთის ტერიტორიებს.

1569 წელს ლუბლინის უნიის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს ერთ სახელმწიფოდ — რეჩ პოსპოლიტად გაერთიანება. ჩრდილეოთის ომის დროს რეჩ პოსპოლიტა რუსეთის მოკავშირე იყო. XVIII საუკუნეში რეჩ პოსპოლიტის სახელმწიფოს პოლიტიკური დაცემის პროცესში, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობა თანდათან გაქრა და შესაბამასად დანაწილდა კიდეც. ლიეტუვის დიდი ნაწილი რუსეთს შეუერთდა და მის შემადგენლობაში იყო პირველ მსოფლიო ომამდე. ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა 1918 წლის 16 თებერვალს.

1940 წლის 21 ივლისს შეიქმნა ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, 1940 წლის 3 აგვისტოდან შედიოდა სსრკ-ის შემადგენლობაში. ფაშისტური გერმანიის აგრესია ლიეტუვას შეეხო 1939 წლის მარტში — გერმანელმა ფაშისტებმა დაიკავეს კლაიპედა. 1944 წელს ლიეტუვა განთავისუფლდა ფაშისტური გერმანიისგან.

1990 წლის 11 მარტს საბჭოთა კავშირის დაშლამდე 1 წლით ადრე, ლიეტუვა გახდა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც გამოთქვა დამოუკიდებლობის სურვილი. 2007-2008 წლებში მომხდარ ფინანსურ კრიზისამდე ლიეტუვა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად სწრაფმზარდი ქვეყანა იყო. ლიეტუვა არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (2004 წლის 29 მარტიდან), ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და აგრეთვე შენგენის ხელშეკრულების სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.

11 things to do in ლიეტუვა

Phrasebook

გახსენით
Atviras
ვაი - ფაი
bevielis internetas
Აკრძალული
Draudžiama
დალიე
Gerti
შესასვლელი
Įėjimas
ინტერნეტი
internetas
გასვლა
Išeiti
Რა გქვია?
Koks tavo vardas?
Სად არის ტუალეტი?
Kur yra tualetas?
საჭმელი
Maistas
Სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
Malonu susipažinti
ქალები
Moterys

Where can you sleep near ლიეტუვა ?

Booking.com
492.629 visits in total, 9.212 Points of interest, 405 Destinations, 112 visits today.