Context of ბასკების ქვეყანა

ბასკების ქვეყანა, ბასკონია, (ბასკ. Euskal Herria) — ეროვნული ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ბისკაის ყურის სანაპიროზე. ძირითადად მოიცავს ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ნავარის და ბასკეთის ავტონომიურ რეგიონებს, ასევე საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ატლანტური პირენეების დეპარტამენტის ნაწილს. მთავარი ქალაქი და ნავსადგური — ბილბაო. ბასკების ქვეყანას უკავია პირენეის მთიანეთის დასავლეთი ნაწილი, კანტაბრიის მთების დადაბლებული აღმოსავლეთი ნაწილი და ბისკაიის ყურის ბორცვიანი სანაპირო. ჰავა - ზომიერი ზღვიური. ფართოფოთლიანი ტყეები.

  • ეროვნული დღესასწაული — 28 მარტი, Aberri Eguna („სამშობლოს დღე“).

Where can you sleep near ბასკების ქვეყანა ?

Booking.com
8.849.788 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 213 visits today.