Český Krumlov

( ჩესკი-კრუმლოვი )

ჩესკი-კრუმლოვი (ჩეხ. Český Krumlov) — პატარა ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში. ცნობილია თავის დახვეწილი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რომელიც ძველ, ისტორიულ, ჩესკი-კრუმლოვის ციხესიმაგრის ქალაქს მიეკუთვნება. 1992 წლიდან, ქალაქის ძველი ნაწილი პრაღის ციხესიმაგრეების რაიონთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ქალაქისა და ციხესიმაგრის მშენებლობა XIII საუკუნეში დაიწყო მდინარე ვლტავის სანაპიროზე, იმ ადგილას, რომელიც ბოჰემიის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს უყრიდა თავს. 1302 წლისთვის, ქალაქიც და ციხესიმაგრეც დიდებულებს — როზენბერგის ოჯახს ეკუთვნოდა. 1602 წელს ის საღვთო რომის იმპერატორმა რუდოლფ II-მ იყიდა და თავის ვაჟს გადასცა. იმპერატორმა ფერდინანდ II-მ კი ის ეგენბერგების ოჯახს გადასცა. 1719 წლიდან 1945 წლამდე ციხესიმაგრე შვარცენბერგების ოჯახს ეკუთვნოდა. ციხისა და ძველი ქალაქის არქიტექტურის უდიდესი ნაწილი XIV-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. ქალაქის სტრუქტურა მთლიანად გოტიკურ, რენესანსულ ან ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.

Photographies by:
Herbert Frank from Wien (Vienna), AT - CC BY 2.0
Statistics: Position
1475
Statistics: Rank
82861

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
691524873Click/tap this sequence: 3347
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ჩესკი-კრუმლოვი ?

Booking.com
491.608 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 80 visits today.