Borobudur

( ბორობუდური )

ბორობუდური (ასევე ბარაბუდური) — მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2 672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება .

მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია. პილიგრიმთა აღმასვლა იწყება მონუმენტის ძირიდან და მიჰყვება ბილიკს, რომელიც მის ირგვლივ შემოვლით ზემოთ მიიწევს ბუდისტური კოსმოლოგიის სამი დონის გავლით, სახელდობრ, კამადჰატუს (Kāmadhātuსურვილის სამყარო); რუპადჰატუს (Rupadhatuფორმების სამყარო) და არუპადჰატუს (Arupadhatuუფორმო სამყარო). მოგზაურობის განმავლობაში მონუმენტი პილიგრიმებს გზას მიანიშნებს საფეხურებისა და ...დაწვრილებით

ბორობუდური (ასევე ბარაბუდური) — მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2 672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება .

მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია. პილიგრიმთა აღმასვლა იწყება მონუმენტის ძირიდან და მიჰყვება ბილიკს, რომელიც მის ირგვლივ შემოვლით ზემოთ მიიწევს ბუდისტური კოსმოლოგიის სამი დონის გავლით, სახელდობრ, კამადჰატუს (Kāmadhātuსურვილის სამყარო); რუპადჰატუს (Rupadhatuფორმების სამყარო) და არუპადჰატუს (Arupadhatuუფორმო სამყარო). მოგზაურობის განმავლობაში მონუმენტი პილიგრიმებს გზას მიანიშნებს საფეხურებისა და კორიდორების სისტემის მეშვეობით, რომელთა გასწვრივ კედლებსა და ბალუსტრადებზე 1 460 რელიეფური პანელია.

ისტორიული ცნობების თანახმად, ბორობუდური XIV საუკუნეში იავაზე ბუდისტური და ინდუისტური სამეფოების დაკნინების შემდეგ მიტოვებულ იქნა და იაველები ისლამზე მოექცნენ. მონუმენტი 1814 წელს აღმოაჩინა სერ თომას რაფლზმა, იავის ბრიტანელმა მმართველმა, რომლის მდებარეოებაც მას ადგილობრივებმა მიანიშნეს. მას შემდეგ ნაგებობას რამდენიმე რესტავრაცია ჩაუტარდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 1975 და 1982 წელს ჩატარებული ერთობლივი სამუშაოები ინდონეზიის მთავრობისა და იუნესკოს მიერ, რის შემდეგაც მონუმენტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ბორობუდური დღესაც პოპულარული ადგილია ბუდისტ პილიგრიმთათვის, სადაც წელიწადში ერთხელ ინდონეზიელი ბუდისტები „ვესაკს“ დღესასწაულობენ. მონუმენტი ამჟამად ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

ისტორია მშენებლობა
 
გ.ბ. ჰუიჯერის ნახატი (1916—1919) — ბორობუდური მისი გახსნის დღეს

არ არსებობს არანაირი წერილობითი დოკუმენტი იმის შესახებ, თუ ვინ ააშენა ბორობუდური ან რა იყო მისი დანიშნულება.[1] მშენებლობის დრო ივარაუდება საძირკვლის რელიეფის ამონაკვეთებისა და VIII-XIX საუკუნეების სამეფო სიგელების შედაგრების საფუძველზე.[1] ბორობუდურ სავარაუდოდ დაახლოებით ახ. წ. 800 წლისკენ აშენდა. ეს კი შეესაბამება 760 — 830 წლებს შორის პერიოდს, საილენდრას დინასტიის პიკს ცენტრალურ იავაზე,[2] როდესაც ის შრივიჯაიის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო. მშენებლობამ სავარაუდოდ 75 წელს გასტანა და დამთავრდა სამარატუნგას მმართველობის დროს, 825 წელს.[3][4]

ამ პერიოდისთვის იავაზე შეიმჩნევა ინდუისტი და ბუდისტი მმართველების ერთმანეთში არევა. როგორც ცნობილია, საილენდრას დინასტია გამოირჩეოდა ბუდიზმისადმი მგზნებარე თაყვანისცემით, მაგრამ სოჯემერტოსთან ნაპოვნი წარწერები იუწყება, რომ ისინი შესაძლოა ინდუიზმის მიმდევრები ყოფილიყვნენ.[3] სწორედ ამ პერიოდში აშენდა მრავალი ბუდისტური და ინდუისტური მონუმენტი კედუს ვაკის მიმდებარე მთებსა და ვაკეებზე. ბუდისტური მონუმენტები, მათ შორის ბორობუდურიც, იმავე პერიოდში აშენდა, როდესაც აღიმართა ინდუისტური შივას პრამბანანის ტაძარი. 732 წელს, შივას მიმდევარი მეფე სანჯაიას თაოსნობით უკირის ბორცვზე, ბორობუდურისგან სულ რაღაც 10 კმ-ით აღმოსავლეთით აშენდა ლინგამის სალოცავი.[5]

მიტოვება
 
მერაპის მთის ამოფრქვევა სავარაუდოდ ბორობუდურის მიტოვების მიზეზი გახდა

საუკუნეთა განმავლობაში ბორობუდური ვულკანური ფერფლის ფენებითა და გაზრდილი ჯუნგლებით დაიფარა. მისი მიტოვების მიღმა არსებული ფაქტები დღემდე გამოცანად რჩება. უცნობია როდის შეწყდა მონუმენტის გამოყენება და მისკენ მიმართული ბუდისტ პილიგრიმთა ნაკადები. დაახლოებით 928—1006 წლებში მეფე მპუ სინდოკმა ვულკანურ ამოფრქვევათა სერიების შემდეგ მატარამის სამეფოს დედაქალაქი აღმოსავლეთ იავის რეგიონში გადაიტანა. დაუდგენელია, იქონია თუ არა ამ ფაქტმა გავლენა ძეგლის მიტოვებაზე, მაგრამ რამდენიმე წყარო ამ მოვლენას მიტოვების ყველაზე სავარაუდო პერიოდად მიიჩნევს.[6][7] 1365 წელს, მაჯაპაჰიტის სამეფოს პერიოდში, მპუ პრაპანჩას მიერ დაწერილი პოემა ნაგარაკრეტაგამა ახსენებს „ბუდურის ვიჰარას“.[8] მეცნიერი სოეკმონო (1976) იზიარებს გავრცელებულ აზრს, რომ ტაძარი მიტოვებულ იქნა XV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობა ისლამზე გადავიდა.[7]

მონუმენტი ბოლომდე მაინც არ იქნა დავიწყებული, თუმცა ხალხურ გადმოცემებში მისი წარსული დიდება ჩაანაცვლა უფრო ცრურწმენებზე დამყარებულმა შეხედულებებმა, რომლებიც უიღბლობასა და უბედურებას უკავშირდებოდა. XVIII საუკუნის ორი ძველი იავური ქრონიკა იხსენიებს უბედურ შემთხვევებს, რომლებიც მონუმენტს უკავშირდება. ბაბედ ტანაჰ ჯავის (Babad Tanah Jawi — იავის ისტორია) თანახმად, მონუმენტი საბედისწერო ფაქტორი გახდა მას დანასთვის — მეამბოხსითვის, რომელიც მატარამის მეფე (1709 წლისთვის) პაკუბუვონო I-ის წინააღმდეგ აჯანყდა.[7] მოხსენიებულია, რომ „რედი ბორობუდურის“ ბორცვი ალყაშემორტყმულ იქნა, მეამბოხეები კი დამარცხდნენ, რომლებიც მეფემ სიკვდილით დასაჯა. ბაბედ მატარამში (Babad Mataram მატარამის სამეფოს ისტორია) მონუმენტი დაკავშირებული პრინც მონკონაგოროს უბედურებასთან, რომელიც 1757 წელს ჯოკიაკარტას სულთანატის ტახტის მემკვიდრე იყო.[9] მიუხედავად მონუმენტის მონახულების აკრძალვისა, „მან წამოიღო ის, რაც აღწერილია როგორც გალიაში დამწყვდეული რაინდი (სტატუეტი ერთ-ერთ გამჭოლ სტუპაში)“. სახლში დაბრუნების შემდეგ, იგი ავად გახდა და ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ხელახლა აღმოჩენა
 
ბორობუდურის დღეისათვის ცარიელი მთავარი სტუპა, რომელიც აღმოჩენისას საიდუმლოებით იყო მოცული.
 
ბორობუდურის პირველი ფოტო (1973 წ)

იავის ანგლო-ჰოლანდიური ომის მიმდინარეობისას, კუნძული ბრიტანელების მმართველობის ქვეშ იყო, 1811—1816 წლებში. დანიშნული მმართველი იყო ლეიტენანტი გენერალ-გუბერნატორი თომას სტამფორდ რაფლზი, რომელიც დიდ ინტერესს იჩენდა იავის ისტორიის მიმართ. ის კუნძულზე ხშირად მოგზაურობდა და აგროვებდა იავის სიძველეებს, იწერდა თქმულებებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან. 1814 წელს, სემარანგის ერთ-ერთი ინსპექტირების დროს, მას აცნობეს დიდი მონუმენტის შესახებ, რომელიც შუაგულ ჯუნგლებში მდებარეობდა სოფელ ბუმესიგოროს მახლობლად.[9] მას არ შეეძლო ეს ძეგლი თავად მოეძებნა და გამოკვლევების მიზნით ჰოლანდიელი ინჟინერი კორნელიუსი გაგზავნა. ორ თვეში, თანმხლებ 200 კაცთან ერთად კორნელიუსმა გაჩეხა ხეები, გადაწვა მცენარეულობა, რათა მონუმენტამდე მიეღწია. მიწის ჩამოქცევების გამო, მონუმენტი სრულად არ ჩანდა. თავის აღმოჩენის შესახებ, რომელიც მხატვრობის მრავალ ნიმუშს შეიცავდა, მან რაფლზს აცნობა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენის ცნობას სულ რამდენიმე წინადადებით გადასცემდა, რაფლზმა ყველაფერი იღონა მონუმენტის აღსადგენად, რადგან ფიქრობდა, რომ ეს მას მსოფლიო ყურადღებას მოუტანდა.[10]

კორნელიუსის სამუშაო კედუს რეგიონის ჰოლანდიელმა მმართველმა ჰარტმანმა განაგრძო და 1835 წლამდე მთლიანი კომპლექსი მიწაყრილისგან საბოლოოდ გაასუფთავა და გამოაჩინა. მისი ინტერესი ბორობუდურისადმი უფრო პირადული იყო, ვიდრე ოფიციალური. ჰარტმანი არ წერდა არანაირ მოხსენებებს თავის საქმიანობის შესახებ. არსებობს გადმოცემა, რომ მთავარ სტუპაში მან სავარაუდოდ ბუდას დიდი ქანდაკება აღმოაჩინა.[11] 1842 წელს ჰარტმანმა გამოიკვლია ძირითადი გუმბათი, მიუხედავად ამისა, დღემდე უცნობია თუ რა აღმოაჩინა მან იქ, მაგრამ ცხადია, რომ მთავარი სტუპა ამჟამად ცარიელია.

ამის შემდეგ, ჰოლანდიის ოსტინდოეთის მთავრობამ დააფინანსა ჰოლანდიელი ინჟინერი ვილსენი, რომელმაც მონუმენტი შეისწავლა და ასობით ბარელიეფის მონახაზი შექმნა. მონუმენტის შესასწავლად ასევე მოიწვიეს სწავლული ბრუმუნდი, რომელმაც სამუშაოები 1859 წელს დაასრულა. მთავრობამ განიზრახა გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც ბრუმუნდის გამოკვლევასა და ვილსენის ნახაზებზე იქნებოდა დაფუძნებული, მაგრამ ბრუმუნდმა თანამშრომლობაზე უარი თქვა. შედეგად, მთავრობამ ამჯერად სხვა სწავლული, ლიმენსი მოიწვია, რომელმაც ბრუმუნდისა და ვილსენის წყაროებზე დაყრდნობით მონოგრაფია შეადგინა. 1873 წელა გამოქვეყნდა ბორობუდურის შესწავლის პირველი დეტალური მონოგრაფია, რომელიც ერთი წლის შემდეგ ფრანგულადაც ითარგმნა.[11] მონუმენტი ფოტოზე პირველად 1873 წელს ჰოლანდიელ-ფლამანდრიელმა გრავიორმა ისიდორე ვან კინსბერგენმა გადაიღო.[12]

ძეგლის შესახებ ცნობები ნელა ვრცელდებოდა. უფრო ხშირად ის ერთგავრ სუვენირების წყაროს როლს ასრულებდა და გარკვეული შემოსავლის წყარო იყო „სუვენირებზე მონადირეთათვის“ და ქურდებისთვის. 1882 წელს, კულტურული არტეფაქტების უფროსი ინსპექტორი იძლეოდა რეკომენდაციას, რომ მონუმენტის არამდგრადი პირობების გამო, ბორობუდურისთვის მთლიანად მოეცილებინთ რელიეფები და მუზეუმში გადაეტანათ.[12] შედეგად, მთავრობამ მოიწვია არქეოლოგი გროენველდტი, რომელსაც კომპლექსის სრული გამოკვლევა და არსებული პირობების შეფასება დაავალა. მისი დასკვნით, მსგავსი შიშები საფუძველს მოკლებული იყო და მონუმენტი ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო.

რეკონსტრუქცია ბორობუდური* იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი Borobudur 48.jpg  ქვეყანა ინდონეზიის დროშა  ინდონეზია ტიპი კულტურული კრიტერიუმები i, ii, vi სია [1] რეგიონი** აზია-ოკეანეთი კოორდინატები 7°36′28″ ს. გ. 110°12′13″ ა. გ. / 7.60778° ს. გ. 110.20361° ა. გ. / -7.60778; 110.20361 გაწევრიანების ისტორია გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია) ნომერი 592 * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 592
ინგლ. • რუს. • ფრ.

ბორობუდურმა ყურადღება 1885 წელს მიიპყრო, როდესაც ჯოკიაკარტის არქეოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე იზრმანმა დაფარული საძირკველი აღმოაჩინა. 1890–1891 წლებში ფოტოგრაფებმა დაფარული საძირკვლის ბარელიეფი ფირზე აღბეჭდეს.[13] ამ აღმოჩენამ ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის მთავრობას მონუმენტის დაცვისათვის სათანადო ზომების მიღებისკენ უბიძგა. 1900 წელს მთავრობამ მონუმენტის შესასწავლად კომისია მოიწვია, რომელიც სამი ოფიციალური პირისაგან შედგებოდა: ბრანდესი — ხელოვნების ისტორიკოსი, თეოდორ ვან ერპი — ჰოლანდიის არმიის ინჟინერ ოფიცერი და ვან დე კამერი — კონსტრუქტორ-ინჟინერი.

1902 წელს კომისიამ მთავრობას სამსაფეხურიანი გეგმა წარუდგინა. უპირველეს ყოვლისა, პირდაპირი საფრთხეები თავიდან უნდა აცილებულიყო მონუმენტის კუთხეების აღდგენით. უნდა მოცილებულიყო ქვები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე ნაწილებს, უნდა გამაგრებულიყო ბალუსტრადები და აღდგენილიყო რამდენიმე ნიში, თაღის ქვეშ გასასვლელი, სტუპები და მთავარი გუმბათი. ამის შემდეგ, განსაზღვრული იყო ეზოს შემოღობვა, იატაკის აღდგენა და ჩამდინარე წყლებისგან დაცვა. ბოლოს, ყველა მოშვებული, დამახინჯებული ქვა უნდა მოხსნილიყო, მონუმენტი გასუფთავებულიყო ბალუსტრადებისგან და აღდგენილიყო მთავარი გუმბათი. ყოველივე ამის ღირებულება იმ დროისათვის 48 800 ჰოლანდიურ გულდენს შეადგენდა.

შეზღუდული ბიუჯეტის გამო, რესტავრაცია უპირველესად მიმართული იყო სკულპტურების გასუფთავებისკენ, შესაბამისად, ვან ერპმა ვერ გადაჭრა ჩამდინარე წყლების პრობლემა. 15 წლის განმავლობაში, გალერეები დაზიანებულიყო და რელიეფებზე ახალი ნაპრალებიც გაჩნდა. ვან ერპმა გამოიყენა ბეტონი, კალციუმის ჰიდროქსიდი და მარილწყალი, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია, რის შემდეგაც სამომავლოდ აუცილებელი გახდა ყოველმხრივი რესტავრაცია.

ამის შემდეგ შესრულდა პატარა აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ის არ იყო საკმარისი სრული რესტავრაციისთვის. 1960-იან წლებში ინდონეზიის მთავრობამ მონუმენტის სრულად აღდგენისსთვის დახმარების თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. 1973 წელს ბორობუდურის რესტავრაციის გენერალური გეგმა შეიქმნა.[14] შედეგად, ინდონეზიის ხელისუფლებამ და იუნესკომ მონუმენტის დიდი, ყოველმხრივი რესტავრაცია წამოიწყეს, რომელიც 1975 — 1982 წლებში მიმდინარეობდა. გამაგრდა საძირკველი და გასუფთავდა 1 460 პანელი. რესტავრაციისას მოიხსნა ოთხი მართკუთხა პლატფორმის ჩანგრევის საფრთხე, ჩამდინარე წყლების პრობლემა მონუმენტის შიგნით აგებული წყლის არხებით მოგვარდა. დაემატა წყალგაუმტარი ფილტრები და შრეები. ამ კოლოსალურ პროექტში ჩართული იყო 600 ადამიანი და ის სულ 6 901 243 აშშ დოლარი დაჯდა.[15] აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1991 წელს იუნესკომ ბორობუდური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[16] ამ სიაში ბორობუდური რამდენიმე კულტურული კრიტერიუმით მოხვდა: (i) „ადამიანური შემოქმედების გენიის შედევრი“, (ii) „წარმოაჩენს ადამიანური ღირებულებების გაცვლას, დროის მცირე მონაკვეთში, მსოფლიოს კულტურული არეალის შიგნით, არქიტექტურისა თუ ტექნოლოგიების განვითარებით, მონუმენტური ხელოვნებით, ქალაქდაგეგმარებითა თუ ლანდშაფტური კონსტრუქციით“, (vi) „პირდაპირ ან ხელშესახებად დაკავშირებულია მოვლენებთან თუ ცხოვრების ტრადიციებთან, იდეებთან, რწმენებთან თვალსაჩინოდ უნივერსალური მნიშვნელობის ხელოვნებისა და ლიტარატურული სამუშაოებით“.[16]

თანამედროვე მოვლენები
 
ბუდისტი პოლიგრიმების მედიტაცია პლატფორმაზე
 
ბუდისტები ბორობუდურში

იუნესკოს მიერ დაფინანსებული 1973 წლის მთავარი რესტავრაციის შემდეგ,[14] ბორობუდური კვლავ გამოიყენება პილიგრიმთა სალოცავ ადგილად. წელიწადში ერთხელ, სავსემთვარეობისას, მაისსა ან ივნისში, ინდონეზიელი ბუდისტები აღნიშნავენ ვესაკს (ინდონეზ. Waisak), ესაა დღე, რომელიც ეძღვნება დაბადებასა და სიკვდილს, ასევე იმ დროს, როდესაც სიდჰართა გაუტამამ მიაღწია უმაღლეს სიბრძნეს და გახდა ბუდა შაკიამუნი. ვესაკი ინდონეზიაში ოფიციალური დასვენების დღეა[17] და ცერემონიები იმართება სამ ბუდისტურ ტაძარში — მენდუტში, საიდანაც ფეხით პავონში გადადიან და სულ ბოლოს გზას ბორობუდურში ამთავრებენ.[18]

მონუმენტი ინდონეზიის ყველაზე მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. 1974 წელს, მას ესტუმრა 260 000 ტურისტი, რომელთაგან 36 000 უცხოელი იყო.[19] ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისამდე, 1990-იანი წლების შუამდე, მნახველების წლიური რიცხვი 2,5 მლნ-ს შეადგენდა, საიდანაც 80% ადგილობრივი ტურისტი იყო.[20] მიუხედავად ამისა, ტურიზმის განვითარებას თან ახლდა კრიტიკა, რადგან მასში არ იყო ჩართული ადგილობრივი საზოგადოება, რამაც ადგილობრივი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი გახდა.[19] 2003 წელს, ადგილობრივებმა და ბორობუდურის მიდამოებში არსებულმა რამდენიმე პატარა ბიზნეისი წამომადგენლებმა რამდენიმე მიტინგი და პოეტური პროტესტი გამოხატეს პროვინციული მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც სამსართულიანი კომერციული კომპლექსის „იავის სამყაროს“ აშენებას ითვალისწინებდა.[21]

1985 წლის 21 იანვარს, ცხრა ბომბმა მძიმედ დააზიანა ბორობუდურის ცხრა სტუპა.[22] 1991 წელს, უსინათლო მუსლიმ მქადაგებელს, ჰუსეინ ალი ალ ჰაბსიიეს სამუდამო პატომრობა მიესაჯა 1980-იანი წლებში განხორციელებული აფეთქებების მართვისათვის, რომელთა შორის ბორობუდურზე თავდასხმაც იყო.[23] მემარჯვენე ფრთის ექსტრემისტული დაჯგუფების ორ სხვა წევრს, რომლებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა აფეთქებებში, 1986 წელს 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, ერთ-ერთ სხვა მონაწილეს კი 13 წლიანი. 2006 წლის 27 მაისს, ცენტრალური იავის სამხრეთ სანაპიროზე მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც რიხტერის შკალით 6,2 მაგნიტუდის იყო. ამ მოვლენამ მძიმედ დააზიანა რეგიონი და შეიწირა მრავალი ადამიანი ქალაქ ჯოკიაკარტის სიახლოვეს, მიუხედავად ამისა, ბორობუდური ხელხულებელი გადარჩა.[24]

 
ბორობუდურთან გამართული „მაჰაკარია ბორობუდურის“ საბალეტო წარმოდგენა

2006 წლის 28 აგვისტოს, ცენტრალური იავის გუბერნატორისა და ინდონეზიის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით, ბორობუდურთან გაიმართა სიმპოზიუმი „ცივილიზაციის კვალი“, რომელსაც ესწრებოდნენ იუნესკოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბუდისტური ერების წარმომადგენლები, მათ შორის ტაილანდიდან, მიანმიდან, ლაოსიდან, ვიეტნამიდან და კამბოჯიდან. ღონისძიების კულმინაცია იყო ტაძრის წინ გამართული საბალეტო წარმოდგენა „მაჰაკარია ბორობუდური“. იგი ქორეოგრაფიულად დადგმული იყო ტრადიციული იავური ცეკვებით, მუსიკითა და კოსტიუმებით და გადმოსცემდა ბორობუდურის მშენებლობის ისტორიას. სიმპოზიუმის შემდეგ, „მაჰაკარია ბორობუდურის“ საბალეტო წარმოდგენა კიდევ რამდენიმეჯერ იქნა შესრულებული, განსაკუთრებით ვესაკის ყოველწლიურ დღესასწაულზე, რომელსაც ინდონეზიის პრეზიდენტი ესწრება.

იუნესკო ამჟამინდელი კონსერვაციის მდგომარეობის ქვეშ სამ ზრუნვის არეალს გამოარჩევს: (i) ვანდალიზმი ვიზიტორთა მხრიდან, (ii) ნიადაგის ეროზია ძეგლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, (iii) დაკარგული ელემენტების ანალიზი და რესტავრაცია.[25] რბილი ნიადაგი, მრავალი მიწისძვრა და ძლიერი წვიმები სტრუქტურის დესტაბილიზაციას იწვევს. მათ შორის ლომის წვლილი მიწისძვრებზე მოდის, ვინაიდან არა მარტო ქვები ცვივა და თაღები იფხვნება, თავის მხრივ მიწაც გადაადგილდება ტალღისებურად, რაც სტრუქტურის განადგურებას უწყობს ხელს.[25] სტუპების მზარდი პოპულარობა მრავალ მნახველს იზიდავს, რომელთა შორის უმრავლესი ინდონეზიელია. მიუხედავად ყველა დონეზე განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნებისა, რომ არ შეეხონ არაფერს, ასევე რეგულარული გაფრთხილებებისა მიკროფონით და გვარდიის წარმომადგენლების ყოფნისა, ჩვეულებრივი მოვლენა და პრობლემაა ვანდალიზმი ბარელიეფებსა და სტატუეტებზე, რაც მათ წახდენას იწვევს. 2009 წლისათვის, არ არსებობდა რაიმე სისტემა, რომელიც რაიმე საზღვრებში ჩააყენებდა ყოველდღიურ მნახველთა რიცხვს ან წარმოადგენდა ტურებს მხოლოდ მანდატურების თანხლებით.[25]

რეაბილიტაცია

ბორობუდური მძიმედ დაზიანდა მერაპის მთის ამოფრქვევისას 2010 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში. მერაპიდან წამოსული ვულკანური ფერფლი ტაძრის კომპლექსზე დაეფინა, რომელიც კრატერიდან 28 კმ-ით დასავლეთ სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. 3—5 ნოემბრის ამოფრქვევებისას, ტაძრის სტატუეტებს 2,5 სმ სისქის ფერფლის ფენა დაედო[26] , ასევე განადგურდა გარემომცველი მცენარეულობა, ექსპერტები შიშობდნენ, რომ მჟავურ ფერფლს ისტორიული ძეგლის დაზიანება შეეძლო. 5-დან 9 ნოემბრამდე კომპლექსი დაკეტილი იყო და მიმდინარეობდა ფერფლის ფენის მოშორება.[27][28]

მერაპის 2010 წლის ამოფრქვევის შემდგომი რეაბილიტაციისათვის, იუნესკომ 3 მლნ აშშ დოლარი გამოყო. ტაძრის ქვებიდან ვულკანური ნარჩენების მოშორებამ 6 თვეს გასტანა, რასაც შემდგომ ხეების დარგვა მოჰყვა, ტემპერატურის სტაბილიზაციის მიზნით.[29] სადრენაჟო სისტემის აღდგენის მიზნით, რომელიც წვიმის შემდეგ თიხით იყო დაბინძურებული, მოცილებულ იქნა ტაძრის სტრუქტურის 55 000-ზე მეტი ქვის ბლოკი. აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ 2011 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.[30]

↑ 1.0 1.1 Soekmono (1976), გვ. 9Miksic (1990) ↑ 3.0 3.1 Dumarçay (1991).Paul Michel Munoz (2007). Early Kingdoms of the Indonesian Archipelago and the Malay Peninsula. Singapore: Didier Millet, გვ. 143. ISBN 981-4155-67-5. W. J. van der Meulen (1977). „In Search of "Ho-Ling"“. Indonesia. 23: 87–112.შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Murwanto არ არის მითითებული ტექსტი; $2 ↑ 7.0 7.1 7.2 Soekmono (1976), გვ. 4Wacana Nusantara Borobudur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-07. ციტირების თარიღი: 2011-12-06. ↑ 9.0 9.1 Soekmono (1976), გვ. 5შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Raffles1814 არ არის მითითებული ტექსტი; $2 ↑ 11.0 11.1 Soekmono (1976), გვ. 6 ↑ 12.0 12.1 Soekmono (1976), გვ. 42Soekmono (1976), გვ. 43 ↑ 14.0 14.1 Caesar Voute; Voute, Caesar (1973). „The Restoration and Conservation Project of Borobudur Temple, Indonesia. Planning: Research: Design“. Studies in Conservation. 18 (3): 113–130. doi:10.2307/1505654. JSTOR 1505654.„Cultural heritage and partnership; 1999“ (PDF) (პრეს-რელიზი). UNESCO. ↑ 16.0 16.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის unesco-whc არ არის მითითებული ტექსტი; $2Vaisutis, Justine (2007). Indonesia. Lonely Planet, გვ. 856. ISBN 1741044359. The Meaning of Procession. Waisak. Walubi (Buddhist Council of Indonesia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 28 December 2008. ↑ 19.0 19.1 Mark P. Hampton (2005). „Heritage, Local Communities and Economic Development“. Annals of Tourism Research. 32 (3): 735–759. doi:10.1016/j.annals.2004.10.010.E. Sedyawati (1997). „Potential and Challenges of Tourism: Managing the National Cultural Heritage of Indonesia“. W. Nuryanti (ed.). Tourism and Heritage Management. Yogyakarta: Gajah Mada University Press. pp. 25–35.Jamie James (27 January 2003). „Battle of Borobudur“. Time (magazine). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 23 August 2008.„1,100-Year-Old Buddhist Temple Wrecked By Bombs in Indonesia“. The Miami Herald. 22 January 1985. ციტირების თარიღი: 17 August 2008.Harold Crouch (2002). „The Key Determinants of Indonesia's Political Future“ (PDF). Institute of Southeast Asian Studies. 7. ISSN 0219-3213. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2015-03-20. ციტირების თარიღი: 2011-12-12.Sebastien Berger (30 May 2006). „An ancient wonder reduced to rubble“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 23 August 2008. ↑ 25.0 25.1 25.2 Section II: Periodic Report on the State of Conservation. State of Conservation of the World Heritage Properties in the Asia-Pacific Region. UNESCO World Heritage. ციტირების თარიღი: 23 February 2010.Covered in volcanic ash, Borobudur closed temporarily. from, Magelang, C Java (by ANTARA News) (6 November 2010). ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2010.Borobudur Temple Forced to Close While Workers Remove Merapi Ash. Jakarta Globe (7 November 2010). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2010.Inilah Foto-foto Kerusakan Candi Indonesian. Tribun News (7 ნოემბერი 2010). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2010.„Borobudur’s post-Merapi eruption rehabilitating may take three years: Official“. 2011-02-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2011-12-12.Sri Wahyuni. (28 ივნისი, 2011) Borobudur clean-up to finish in November. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 2012-01-05.
Photographies by:
frank wouters from antwerpen, belgium - CC BY 2.0
Statistics: Position
1397
Statistics: Rank
86785

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
967134285Click/tap this sequence: 2115

Google street view

Where can you sleep near ბორობუდური ?

Booking.com
489.779 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 30 visits today.