ბორა-ბორა

ბორა-ბორა — 30 კმ² ფართობის მქონე კუნძული წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის პოლინეზიის საზოგადოების კუნძულების დასავლეთ ნაწილში, ლივარდის კუნძულებში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია. მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქ პაპეეტედან 230 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, შემოსაზღვრულია ლაგუნითა და ბარიერული რიფით. კუნძულის ცენტრში შეინიშნება ჩამქრალი ვულკანის ნაშთები, ორი მწვერვალი — პაჰია და ოტემანუ, რომელთა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 727 მეტრია.

ბორა-ბორა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, განთქმულია თავის მდიდრული აკვა-კურორტით. ძირითადი დასახლება, ვაიტაპე, კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ლაგუნაში შემავალი მთავარი არხის მოპირდაპირე მხარეს. 2008 წლის აღწერის მონაცემებით, ბორა-ბორას 8 880 მუდმივი მოსახლე ჰყავს.

ისტორია

კუნძული პოლინეზიელებით ყოფილა დასახლებული ახ. წ. IV საუკუნიდან. პირველი ევროპელი, რომელიც ბორა-ბორაზე გამოჩნდა, იაკობ როგევენი იყო 1722 წელს. იმავე წლებში კუნძულს ესტუმრა ჯეიმზ კუკიც. 1820 წელს ბორა-ბორაზე გამოჩნდა ლონდონის მისიონერული საზოგადოება, რომელმაც 1890 წელს იქ პროტესტანტული ეკლესია დააარსა. ბორა-ბორა დამოუკიდებელი სამეფო იყო 1888 წლამდე, როდესაც უკანასკნელ დედოფალ ტერიმაევარუა III-ს ფრანგებმა გადადგომა აიძულეს და კუნძული საკუთარ კოლონიად გამოაცხადეს.

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-მა ბორა-ბორა სამხრეთ წყნაროკეანური სამხედრო ძალების მოსამარაგებელ ბაზად აირჩია, საიდანაც აწვდიდა ნავთს, აერსტრიპტებს, იყენებდა თვითმფრინავების დასაჯდომად, აშენდა დამცავი ფორტიფიკაციაც. „ოპერაცია ბობკატის“ სახელით ცნობილ კუნძულს 9 გემის ძალების მომარაგება შეეძლო, 20 000 ტონა შეიარაღება და დაახლოებით 7 000 კაცი. კუნძულის გარშემო, სტრატეგიულ ადგილებზე განლაგდა შვიდი საარტილერიო ბაზა, რომელთაც ის პოტენციური სამხედრო თავდასხმისგან უნდა დაეცვა.

მიუხედავად ამისა, ბორა-ბორა საომარ მოქმედებებში უშუალოდ არასოდეს ჩართულა. აშშ-ის სამხედრო ბაზა ოფიციალურად 1946 წლის 2 ივნისს დაიხურა. მეორე მსოფლიო ომის დროს აშენებული ასაფრენი ზოლი, რომელსაც დიდი ხომალდების მიღებაც არ შეეძლო, 1960 წლამდე საფრანგეთის პოლინეზიის ერთადერთ საერთაშორისო აეროპორტად რჩებოდა, სანამ ტაიტის დედაქალაქ პაპეეტეზე ფააას საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნებოდა.[1]

Our History. Our History. Office of Post and Telecommunications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 18 April 2011.
Photographies by:
Statistics: Position
2519
Statistics: Rank
117415

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
483671952Click/tap this sequence: 9338
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბორა-ბორა ?

Booking.com

What can you do near ბორა-ბორა ?

8.718.799 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 4.937 visits today.