ბიბლოსი

ბიბლოსი (ბერძ. byblos, biblos „წიგნი“) — ბიბლიური გებალი, ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქი. იგი წარმოადგენდა საზღვაო პორტს ქალაქებს, სიდონსა და ტრიპოლის, შორის. სწორედ ამ ქალაქის ნანგრევებზეა აშენებული თანამედროვე ჯებეილი, რომელიც ბეირუთიდან დაშორებულია 42 კმ.-ით. ბერძნულ-რომაული ხანიდან გებალს უკვე ბიბლოსი ეწოდა, რადგანაც აქ მზადდებოდა მაღალი ხარისხის პაპირუსის ქაღალდი.

არქეოლოგიურ მასალებსა და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გებალი ადრეულ ბრინჯაოს ხანაში დაარსებულა. მისი ეკონომიკური აღმასვლა თარიღდება ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნეებით. მაშინ, როდესაც უგარითთან ერთად წარმოადგენდა ეგვიპტელების მიერ კონტროლირებად რეგიონს (ე.წ. „ამურუს რეგიონი“). აღსანიშნავია, რომ ტვიროსისა და სიდონის გვერდით ამ ქალაქს ეგვიპტელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ, რაზეც მეტყველებს ამარნას არქივებში დაცული წერილები. ამ კორესპოდენციის ძირითადი ადრესატები ბიბლოსელები იყვნენ.

Photographies by:
User:Linaduliban - Public domain
Statistics: Position
817
Statistics: Rank
242520

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
576932418Click/tap this sequence: 2855
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბიბლოსი ?

Booking.com
8.809.080 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 638 visits today.