ბაალბექი

ბაალბექი (არაბ. عنجر) – ძველი ქალაქი ლიბანში. მდებარეობს ბეირუთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 80 კილომეტრში. ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. მოსახლეობა 82 000 კაცი.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი უხსოვარი დროიდანაა დასახლებული, მის შესახებ ისტორიული წყაროები არ არსებობენ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ სირია და ლიბანის დღევანდელი ტერიტორია გადავიდა პტოლემე I სოტერის ხელში და ქალაქს უწოდეს ჰელიოპოლი ეგვიპტური ჰელიოპოლის პატივსაცემად. ამ პერიოდში იგი უკვე დიდი რელიგიური ცენტრია, სადაც ხდება ბაალის (აქედან ეწოდა ქალაქს სახელი) – სემიტური ღმერთის და დიონისეს თაყვანისცემა. ძვ. წ. 200 წელს ქალაქი დაიპყრო ანტიოქე დიდმა.

ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის დროს (ძვ. წ. 27–14) შედიოდა რომის ერთ-ერთ პროვინციაში, I–III საუკუნეებში ქალაქში აშენდა უამრავი რომაული ტაძარი.

VII საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს არაბებმა.

1984 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

Photographies by:
Saadedine AL SAIDI - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
818
Statistics: Rank
234436

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
193254678Click/tap this sequence: 3262
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბაალბექი ?

Booking.com
8.716.488 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.626 visits today.