ბერნინის უღელტეხილი (გერმ. Berninapass; იტალ. Passo del Bernina) — საგზაო და სარკინიგზო დანიშნულების უღელტეხილი შვეიცარიაში, ბერნინის ქედზე. სიმაღლე 2328 მ. მდებარეობს შვეიცარიის აღმოსავლეთ ნაწილში. უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს ენგადენისა და ვალპოსკიავოს ხეობებს. შემდეგ გზა სამხრეთით გრძელდება ვალტელინის ხეობისკენ, იტალიაში. ყველაზე ახლო მდებარე დასახლებული პუნქტია პონტრეზინა, რომელიც უღელტეხილიდან 13 კმ-ში მდებარეობს. უნაგირა ფართოა. მასზე ვრცელდება ორი ტბა. გადასასვლელზე გადის ბერნინის რკინიგზის ხაზი. ბერნინის უღელტეხილის სიახლოვესაა აგრეთვე მწვერვალი ბერნინა.
Photographies by:
Statistics: Position
4606
Statistics: Rank
77596
კომენტარის დამატება