Banff National Park

( ბანფის ეროვნული პარკი )

ბანფის ეროვნული პარკი (ინგლ. Banff National Park) — კანადის უძველესი ეროვნული პარკი, დაარსდა 1885 წელს კანადის კლდოვან მთებში. ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ კალგარის დასავლეთით 110-180 კილომეტრის დაშორებით, ალბერტის პროვინციაში, მისი ფართობი შეადგენს 6 641 კმ²-ს, მოიცავს მთიან ადგილებს, მრავალ მყინვარსა და მყინვარულ მასივებს, ასევე ალპურ მინდვრებსა და წიწვოვან ტყეს. პარკში გამავალი Icefields Parkway-ის საავტომობილო გზა გადაჭიმულია სამხრეთიდან, ლუიზის ტბიდან, ჩრდილოეთისკენ ჯასპერის ეროვნულ პარკამდე. ბანფის ეროვნულ პარკს ესაზღვრება: დასავლეთით — ტყის მასივი და იუჰოს ეროვნული პარკი, სამხრეთით — კუტენეის ეროვნული პარკი და სამხრეთ-აღმოსავლეთით — Kananaskis Country-ის ეროვნულ პარკთა ქსელი. პარკის კომერციულ ცენტრს ქალაქი ბანფი წარმოადგენს, რომელიც მდინარე ბოუს ხეობაში მდებარეობს.

ბანფი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მონახულებადი ეროვნული პარკია, მისი ეკოსისტემის მდგომარეობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო კანადის პარკე...დაწვრილებით

ბანფის ეროვნული პარკი (ინგლ. Banff National Park) — კანადის უძველესი ეროვნული პარკი, დაარსდა 1885 წელს კანადის კლდოვან მთებში. ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ კალგარის დასავლეთით 110-180 კილომეტრის დაშორებით, ალბერტის პროვინციაში, მისი ფართობი შეადგენს 6 641 კმ²-ს, მოიცავს მთიან ადგილებს, მრავალ მყინვარსა და მყინვარულ მასივებს, ასევე ალპურ მინდვრებსა და წიწვოვან ტყეს. პარკში გამავალი Icefields Parkway-ის საავტომობილო გზა გადაჭიმულია სამხრეთიდან, ლუიზის ტბიდან, ჩრდილოეთისკენ ჯასპერის ეროვნულ პარკამდე. ბანფის ეროვნულ პარკს ესაზღვრება: დასავლეთით — ტყის მასივი და იუჰოს ეროვნული პარკი, სამხრეთით — კუტენეის ეროვნული პარკი და სამხრეთ-აღმოსავლეთით — Kananaskis Country-ის ეროვნულ პარკთა ქსელი. პარკის კომერციულ ცენტრს ქალაქი ბანფი წარმოადგენს, რომელიც მდინარე ბოუს ხეობაში მდებარეობს.

ბანფი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მონახულებადი ეროვნული პარკია, მისი ეკოსისტემის მდგომარეობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო კანადის პარკების ორწლიანი ეკო-მონიტორინგი და შესწავლა, რის შემდეგადაც შემუშავდა სხვადასხვა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც პარკების ეკოსისტემის გაუმჯობესება დაიწყო.

Photographies by:
Statistics: Position
1456
Statistics: Rank
200079

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
124986573Click/tap this sequence: 7443
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Videos

Where can you sleep near ბანფის ეროვნული პარკი ?

Booking.com
8.835.674 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.128 visits today.