ბაიკალი (რუს. Байкал; ბურ. Байгал далай, Байгал нуур) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. მდებარეობს ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე, ქედებით გარშემორტყმულ ღრმა ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც წარმოიქმნა და წყლით ამოივსო პალეოგენის ბოლოსა და ქვედა ნეოგენში. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით ბაიკალი იყინება. ტბის ქვაბული დაახლოებით 25 მლნ. წლის წინ წარმოიქმნა.

ტბა და ირგვლივ მდებარე სანაპირო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ენდემურია. 1956 წლიდან მდინარე ანგარაზე ირკუტსკის ჰესის კაშხლის აშენების შედეგად, ბაიკალი გახდა ირკუტსკის წყალსაცავის აკვატორიის ნაწილი, რის გამოც ტბის საშუალო დონემ სხვადასხვა ცნობებით აიწია 0,8–1,4 მ-ით. ადგილობრივები და საერთოდ, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს.

ბაიკალი მსოფლიოში ტბებს შორ...დაწვრილებით

ბაიკალი მსოფლიოში ტბებს შორის ფართობით მე-6 ადგილზეა. კუნძულების გარეშე მისი ფართობია 31 722 კმ². ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 620 კილომეტრზე. სიგანე მერყეობს 24-იდან 79 კმ-მდე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 2100 კმ. ტბის დასავლეთი სანაპირო კლდოვანია და ციცაბო, ხოლო აღმოსავლეთი — შედარებით ბრტყელი. ბაიკალი არის დედამიწის უღრმესი ტბა. თანამედროვე მისი მაქსიმალური სიღრმე — 1642 მეტრი დადგინდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ჰიდროგრაფიული სამსახურის ექსპედიციის ჰიდროგრაფიული სამუშაოების შესრულებისას 1983 წელს. ბაიკალის მაქსიმალური სიღრმე რუკაზე დაიტანეს 1992 წელს, ხოლო 2002 წელს სიღრმე დადასტურდა ბელგია-ესპანეთი-რუსეთის ერთობლივი პროექტის დროს, რომელიც მიმართული იყო ბაიკალის ტბის ახალი ბათიმეტრიული რუკის შედგენისაკენ. ბაიკალის საშუალო სიღრმე უდრის 744,4 მ-ს, რაც აგრეთვე დიდ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.

ბაიკალის გარდა დედამიწაზე მხოლოდ ორადორი ტბა არსებობს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ყინულისქვეშეთში მოქცეულ ტბა ვოსტოკს), რომელთა სიღრმე 1000 მ-ს სჭარბობს, ესენია: ტანგანიიკა (1470 მ) და კასპიის ზღვა-ტბა (1025 მ). ბაიკალი მოიცავს ზედაპირული მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის 1/5-ს. სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. მკვეთრად გამოიყოფა ნახევარკუნძულები: სვიატოი-ნოსი და ხორინ-ირგი. აღსანიშნავია ჩივირკუის ყურე, პროვალის ყურე და სხვა. წყლის მოცულობა შეადგენს 23 615,39 კმ³-ს. წყალშემკრები აუზის ფართობი 570 000 კმ². საერთო მინერალიზაციის მაჩვენებელია 0,120 ‰. გამჭვირვალობა 40 მ-მდე. ბაიკალს მრავალი მდინარე ერთვის, რომელთაგან უდიდესია სელენგა, ზემო ანგარა და ბარგუზინი. ტბიდან გამოედინება მდინარე ენისეის მარჯვენა შენაკადი ანგარა.

1996 წელს ბაიკალის ტბა იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ ენდემიზმშია გამოხატული. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ცხოვრობენ ბურიატეთის მკვიდრი მოსახლეობა ბურიატები, რომლებიც მისდევენ მეთხეობასა და მეაქლემეობას და აგრეთვე დაკავებული არიან მსხვილი რქოსანი საქონლისა და ცხვრის მოშენებით.

Photographies by:
Sergey Pesterev - CC BY-SA 4.0
Артём Полоз - CC BY-SA 3.0
de:Benutzer:Sansculotte - CC BY-SA 2.0 de
Statistics: Position
122
Statistics: Rank
400107

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
321495678Click/tap this sequence: 7871

Google street view

Where can you sleep near ბაიკალი ?

Booking.com
489.103 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 9 visits today.