Ani

( ანისი )

ანისი (სომხ. Անի, თურქ. Ani, ლათ. Abnicum) — შუა საუკუნეების დანგრეული ქალაქი. მდებარეობს თურქეთის პროვინცია ყარსში, სომხეთის საზღვრის მახლობლად.

961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში მდებარე სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ბუნებრივ დაცვას. ანისს უწოდებენ 1001 ეკლესიის ქალაქს, მასზე გადიოდა რამდენიმე სავაჭრო გზა. ანისის შენობები, სასახლეები და ციხესიმაგრეები გამოირჩეოდა მხატვრული და ტექნიკური ღირებულებებით.

თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპზე ქალაქში ცხოვრობდა 100 000-ზე მეტი ადამიანი და მეტოქეობას უწევდა კონსტანტინოპოლს, ბაღდადს და დამასკოს. ქალაქი ანისი 1319 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურდა.

ანისი (სომხ. Անի, თურქ. Ani, ლათ. Abnicum) — შუა საუკუნეების დანგრეული ქალაქი. მდებარეობს თურქეთის პროვინცია ყარსში, სომხეთის საზღვრის მახლობლად.

961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში მდებარე სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ბუნებრივ დაცვას. ანისს უწოდებენ 1001 ეკლესიის ქალაქს, მასზე გადიოდა რამდენიმე სავაჭრო გზა. ანისის შენობები, სასახლეები და ციხესიმაგრეები გამოირჩეოდა მხატვრული და ტექნიკური ღირებულებებით.

თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპზე ქალაქში ცხოვრობდა 100 000-ზე მეტი ადამიანი და მეტოქეობას უწევდა კონსტანტინოპოლს, ბაღდადს და დამასკოს. ქალაქი ანისი 1319 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურდა.

ისტორია ეტიმოლოგია

სომეხი ისტორიკოსები, კერძოდ, ეღიშე და ლაზარ ფარპეცი, ქალაქს პირველად მოიხსენიებენ V საუკუნეში[1]. ისინი მას აღწერენ როგორც კამსარაკანის მიუდგომელ ციხესიმაგრეს. ქალაქმა სახელწოდება მიიღო ციხესიმაგრისა და წარმართული დასახლების ანი-კამაჰისაგან, რომელიც მდებარეობდა კარინის რეგიონ დარანაგში[1]. გარკვეული პერიოდი ანისი ცნობილი იყო ხნამქის (სომხ. Խնամք) სახელწოდებით. ისტორიკოსებს შორის არ არსებობს კონსესუსი იმის შესახებ, თუ რატომ ეწოდება ქალაქს ეს სახელი. გერმანელი ლინგვისტი, სომხური ენის მცოდნე ჰაინრიხ ჰიუბშმანი, ვარაუდობს, რომ სიტყვა შეიძლება მომდინარეობდეს სომხური სიტყვიდან „ხნამელი“ (სომხ. խնամել) – „ზრუნვა“[1].

ანისის სამეფოს დედაქალაქი

IX საუკუნის დასაწყისში კამსარაკანების ტერიტორია არშარუნიქში და შირაქში, რომელიც მოიცავდა ანისსაც, გადავიდა ბაგრატუნების დინასტიის მფლობელობაში[2]. მათი სიუზერენი აშოტ IV (806-827 წწ.) ხალიფატისაგან 804 წელს იღებს სომხეთის იშხანაც-იშხანის (ერისთავთერისთავის) ტიტულს[3]. ბაგრატუნების პირველი დედაქალაქი ხდება ბაგარანი, რომელიც მდებარეობდა ანისიდან სამხრეთით 40 კილომეტრში, შემდეგი დედაქალაქია შირაკავანი (მდებარეობს ანისიდან სამხრეთით 25 კმ.). 929 წელს დედაქალაქი ხდება ყარსი. 961 წელს აშოტ III-ს დედაქალაქი გადააქვს ანისში[4]. ქალაქი განსაკუთრებით სმბატ II-ის (977-989 წწ.) მეფობის პერიოდში გაძლიერდა. 992 წელს დვინიდან აქ გადმოიტანეს საკათალიკოსო ცენტრი. X საუკუნეში ქალაქში ცხოვრობდა 50-დან 100 ათასამდე ადამიანი[5].

ანისმა განვითარების პიკს მიაღწია გაგიკ I-ის (989-1020 წწ.) მმართველობის პერიოდში. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის მის ორ მემკვიდრეს შორის, გამარჯვებული გახდა უფროსი ოვანეს-სმბატი (1020–1041 წწ.), რომლის მმართველობაშიც გადავიდა ქალაქი ანისი. ბიზანტიის იმპერიის თავდასხმის შიშით ოვანეს-სმბატმა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II. 1022 წლის იანვარში ბიზანტიაში გაემგზავრა კათალიკოსი პეტროს I, რომელმაც ბასილი II-ს გადასცა წერილი, რომლის მიხედვითც ოვანეს-სუმბატი იმპერატორს სთხოვდა დაეკავებინა ანისის ტახტი მისი გარდაცვალების შემდეგ[6]. ოვანეს-სუმბატი გარდაიცვალა 1041 წელს, ბასილი II-ის მემკვიდრემ მიხეილ IV-მ, თავისი ხელისუფლება დაამყარა ანისზე. ანისის ახალი მეფე გაგიკ II (1041–1045 წწ.) ეწინააღმდეგებოდა ბიზანტიელებს, ისინი შეეცადნენ ქალაქის ხელში ჩაგდებას, მაგრამ წარუმატებლად. 1045 წელს პრობიზანტიური მოქალაქეების წაქეზებით ანისი ჩაბარდა ბიზანტიას და მისი მმართველი გახდა ბერძენი გუბარნატორი[1].

კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი
 
ქალაქის გეგმა

ანისი თავიდანვე მდებარეობდა სავაჭრო გზაზე და გახდა მთავარი სავაჭრო კვანძი. ქალაქის მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ბიზანტია და სპარსეთის იმპერია, არაბები და ცენტრალური აზიისა და რუსეთის წვრილ-წვრილი ერები[1].

დაცემა

ანისი განიცდიდა ბიზანტიელების თავდასხმას და გაძარცვეს თურქ-სელჩუკებმა.

1064 წელს ანისს თავს დაესხა თურქ-სელჩუკების სულთანი ალფ-არსლანი და 25-დღიანი ალყის შემდეგ აიღო ქალაქი. 1072 წელს სელჩუკებმა ანისი ქურთული წარმოშობის შედადიანების დინასტიას მიჰყიდეს. შედადიანები თავდაპირველად მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებდნენ ანისის მიმართ, მაგრამ მას შემდეგ რაც შეუწყნარებლობა გამოიჩინეს ადგილობრივების მიმართ დახმარების თხოვნით მიმართეს საქართველოს მეფეს დავით აღმაშენებელს, რომელმაც აიღო კიდეც ქალაქი 1124 წელს და გაათავისუფლა შედადიანებისაგან. ანისის ქართველებმა კვლავ გაათავისუფლეს 1161 და 1174 წლებში, თუმცა მას ისევ შედადიანები იბრუნებდნენ. 1199 წელს ქართველთა მეფე თამარის ჯარმა აიღო ანისი, შედადიანები გააძევა და მის მმართველებად დანიშნა ზაქარია და ივანე მხარგრძელები.

↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის ghaf არ არის მითითებული ტექსტი; $2Whittow, Mark (1996). The Making of Byzantium, 600–1025. Berkeley: University of California Press, გვ. 213–214. ISBN 978-0-520-20497-3. Garsoian, Nina. «The Arab Invasions and the Rise of the Bagratuni (649—684)» in The Armenian People from Ancient to Modern Times, Volume I, The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century. Ованнисян, Ричард (Ed.) New York: Palgrave Macmillan, 1997, p. 146. ISBN 978-0-312-10169-5Capitals of Armenia: AniRedgate, Anne Elizabeth. The Armenians, 2000, p. 210.Whittow. Making of Byzantium, p. 383.
Photographies by:
Heidi B - CC BY 2.5
Ggia - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1744
Statistics: Rank
71470

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
857914236Click/tap this sequence: 9891

Google street view

Where can you sleep near ანისი ?

Booking.com
489.287 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 114 visits today.