ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები

პრეისტორიული ნამოსახლარები ალპებში — ოჩფეხებზე შემდგარი საცხოვრებლების სერია ალპებში, რომლებიც ძვ. წ. 5000 — 500 წლებში აშენდა ტბების, მდინარეებისა და ჭაობების ნაპირებზე. სულ არსებული 111 ძეგლი, რომლებიც მიმოფანტულია ავსტრიაში (5 ძეგლი), საფრანგეთში (11), გერმანიაში (18), იტალიაში (19), სლოვენიასა (2) და შვეიცარიაში (56) 2011 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

გათხრების შედეგად, რაც მხოლოდ რამდენიმე ძეგლზე ჩატარდა, აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელებიც ადასტურებენ ალპური ევროპის დასახლებულობას ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდებში და ურთიერთქმედებას მათს გარემოსთან. როგორც იუნესკო აღნიშნავს, დასახლებები უნიკალური და განსაკუთრებული, საუკეთესოდ შემონახული კულტურული და მდიდარი არქეოლოგიური ძეგლებია, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს რეგიონის ადრეული აგრარული საზოგადოებების შესწავლისას.