Context of თურქეთი

თურქეთი (თურქ. Türkiye), ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა (თურქ. Türkiye Cumhuriyeti) — ტრანსკონტინენტალური ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ძირითადად მდებარეობს დასავლეთ აზიაში, მცირე ნაწილით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. თურქეთი ესაზღვრება რვა ქვეყანას: ჩრდილო-დასავლეთით საბერძნეთსა და ბულგარეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთით საქართველოს, აღმოსავლეთით სომხეთს, აზერბაიჯანის ექსკლავს ნახიჩევანსა და ირანს, და სამხრეთით ერაყსა და სირიას. ქვეყანას სამი მხრიდან ზღვა გარს აკრავს, კერძოდ, დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ჩრდილოეთით შავი ზღვა და სამხრეთით ხმელთაშუა ზღვა. ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი, რომლებიც ერთად ქმნიან თურქეთის სრუტეებს, იყოფს თრაკიასა და ანატოლიას, ისევე, როგორც აზიასა და ევროპას. ქვეყნის დედაქალაქი ანკარაა, ხოლო უმსხვილესი ქალაქი და მთავარი კულტურული და კომერციული ცენტრი, რომელიც მსოფლიოს გლობალურ ქალაქად კლასიფიცირებულია — სტამბოლია.

ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70-80 % თავიანთ თავს ეთნ...დაწვრილებით

ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70-80 % თავიანთ თავს ეთნიკურად თურქებად თვლიან. ქურთები სახელმწიფოში არსებული ყველაზე დიდი უმცირესობაა, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 20 % ეთნიკურად ქურთია. სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან ჩერქეზები, ალბანელები, არაბები, ბოშნაკები და ლაზები. სახელმწიფოს ოფიციალური ენა თურქულია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული თურქული ენაა. თურქეთში დღეს არსებული უმცირესობათა ენებია: კურმანჯი, ბოსნიური, არაბული, ზაზაკი, ყაბარდოული ენა და სხვა.

ორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.

თურქეთი დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა. მისი თანამედროვე პოლიტიკური სისტემა 1923 წელს ჩამოყალიბდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელიც მთავრობაში პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ მოვიდა. მას შემდეგ თურქეთი სულ უფრო მჭიდროდ ხდება ინტეგრირებული დასავლეთთან ევროპის საბჭოში, ნატო-ში, OECD, OSCE და G-20-ში გაწევრიანებით. თურქეთმა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, იყო რა ევროპის ეკონომიკური საბჭოს ასოცირებული წევრი 1963 წლიდან და საბაჟოს კავშირის წევრი 1995 წლიდან. ამასთან ერთად, როგორც მეტწილად მაჰმადიანური ქვეყანა, თურქეთი აგრძელებს ახლო კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასთან, ისეთ ორგანიზაციებში წევრობით, როგორიცაა OIC და ECO. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კლასიფიკაციით თურქეთი განვითარებული ქვეყანაა, ხოლო პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომისტების შეფასებით ის რეგიონული ზესახელმწიფოა.

Phrasebook

ორი
İki
სამი
Üç
ოთხი
dört
ხუთი
Beş
Ექვსი
Altı
შვიდი
Yedi
რვა
Sekiz
ცხრა
Dokuz
ათი
On
გახსენით
Açık
Რა გქვია?
Adınız ne?
Უკაცრავად
Affedersiniz

Where can you sleep near თურქეთი ?

Booking.com
487.372 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 5 visits today.