Context of მონტენეგრო

მონტენეგროს ან ჩერნოგორიის რესპუბლიკა (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა და ხორვატია, ჩრდილოეთიდან — ბოსნიასა და ჰერცეგოვინა, აღმოსავლეთიდან — სერბეთი, ხოლო სამხრეთიდან — ალბანეთი. 13,812 კმ² ფართობის მქონე ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 2011 წლის აღწერის მიხედვით 620,079-ია. მონტენეგროს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, ხოლო ძველი დედაქალაქი ცეტინიე ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრია.

1878 წელს, მონტენეგრო-ოსმალეთის ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესზე მონტენეგროს დე იურე დამოუკიდებლობა აღიარეს. 1905 წლიდან მონტენეგრო სამეფო იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანა იუგოსლავიის ნაწილი გახდა, ხოლო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთთან ერთად სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. 2003 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ამავე წლის 6 მაისს მონტენეგრო დამოუკიდებელ სახელმ...დაწვრილებით

მონტენეგროს ან ჩერნოგორიის რესპუბლიკა (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა და ხორვატია, ჩრდილოეთიდან — ბოსნიასა და ჰერცეგოვინა, აღმოსავლეთიდან — სერბეთი, ხოლო სამხრეთიდან — ალბანეთი. 13,812 კმ² ფართობის მქონე ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 2011 წლის აღწერის მიხედვით 620,079-ია. მონტენეგროს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, ხოლო ძველი დედაქალაქი ცეტინიე ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრია.

1878 წელს, მონტენეგრო-ოსმალეთის ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესზე მონტენეგროს დე იურე დამოუკიდებლობა აღიარეს. 1905 წლიდან მონტენეგრო სამეფო იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანა იუგოსლავიის ნაწილი გახდა, ხოლო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთთან ერთად სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. 2003 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ამავე წლის 6 მაისს მონტენეგრო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. ქვეყანა ასევე გაეროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და ევროსაბჭოს წევრია. მონტენეგრო ხმელთაშუა ზღვის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, მონტენეგრო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანად მიიჩნევა.

More about მონტენეგრო

Basic information
  • Currency ევრო
  • Calling code +382
  • Internet domain .me
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 5.77
Population, Area & Driving side
  • Population 612267
  • Area 13812
  • Driving side right

Where can you sleep near მონტენეგრო ?

Booking.com
489.919 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 84 visits today.