Context of კამჩატკის ნახევარკუნძული

კამჩატკის ნახევარკუნძული (რუს. полуостров Камчатка) — მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, წყნარ ოკეანესა (აღმოსავლეთით) და ოხოტის ზღვას (დასავლეთით) შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 1250 კმ-ია, ხოლო მთლიანი ფართობი 472,300 კმ². ნახევარკუნძულის გასწვრივ, სანაპიროსთან სიახლოვეს, მდებარეობს კურილ-კამჩატკის ღარი (10,500 მ).

კამჩატკის ნახევარკუნძული, მის სიახლოვეს მდებარე კომანდორის კუნძულებსა და კუნძულ კარაგინსკისთან ერთად შედის რუსეთის ფედერაციის კამჩატკის მხარის შემადგენლობაში. ნახევარკუნძულის მოსახლეობა შეადგენს 402,500 ადამიანს, რომელთა უმრავლესობაც რუსია, მაგრამ ასევე არიან კორიაკებიც. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თავმოყრილია ქალაქ პეტროპავლოვსკში, იელიზოვოსა და მის შემოგარენში.

ნახევარკუნძულზე მდებარეობს კამჩატკის ვულკანები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

Where can you sleep near კამჩატკის ნახევარკუნძული ?

Booking.com
489.369 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 7 visits today.