ირანი

  • Jashak salt dome

Context of ირანი

ირანის ისლამური რესპუბლიკა (სპარს. جمهوری اسلامی ایرانჯომჰური-იე ესლომი-ე ირან, ასევე გამოიყენება სახელწოდება ირანი (სპარს. ایران [ʔiˈɾɒn]) ან სპარსეთი) — სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — ქალაქი თეირანი.

ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს.

ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფო ელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში. დარიუს I-ის დროს (550 — 486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყო საბერძნეთიდან მდინარე ინდამდე. ირანი არის ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი. XVI საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდება მაჰმადიანობა.

1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა.

დასავლეთ აზიაში ირანის ეკონ...დაწვრილებით

დასავლეთ აზიაში ირანის ეკონომიკას უკავია მეორე ადგილი განვითარების მხრივ და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო.

Map