日本
იაპონიაContext of იაპონია
იაპონია (日本 ნიჰონ ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国ნიპონ-კოკუ ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“.
იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ. იაპონიის ლანდშაფტი მკაცრია, 4/5-ზე მეტი მთებს უკავია. გვხვდება ბევრი მოქმედი და მიძინებული ვულკანი. მთა ფუძი, რომლის სიმაღლე 3776 მ.-ია, წარმოადგენს იაპონიის ყველაზე მაღალ მთასა და ერთ-ერთ მიძინებულ ვულკანს. ნალექებმა და ზოგადად, რბილმა ტემპერატურამ ქვეყნის უდიდეს ნაწილში წარმოქმნა აყვავებული მცენარეული საფარი და, მთიანი რელიეფისა და,ზოგადად ცუდი ნიადაგების მიუხედავად, შესაძლებელი გახადა სხვადასხ...დაწვრილებით
იაპონია (日本 ნიჰონ ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国ნიპონ-კოკუ ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“.
იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ. იაპონიის ლანდშაფტი მკაცრია, 4/5-ზე მეტი მთებს უკავია. გვხვდება ბევრი მოქმედი და მიძინებული ვულკანი. მთა ფუძი, რომლის სიმაღლე 3776 მ.-ია, წარმოადგენს იაპონიის ყველაზე მაღალ მთასა და ერთ-ერთ მიძინებულ ვულკანს. ნალექებმა და ზოგადად, რბილმა ტემპერატურამ ქვეყნის უდიდეს ნაწილში წარმოქმნა აყვავებული მცენარეული საფარი და, მთიანი რელიეფისა და,ზოგადად ცუდი ნიადაგების მიუხედავად, შესაძლებელი გახადა სხვადასხვა, მრავალფეროვანი, კულტურების მოყვანა. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეათე ადგილი უკავია.
აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია.
არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანებმა იაპოონიის ტერიტორია ათობით ათასი წლის განმავლობაში დაიკავეს. თუმცა იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. ადრეულ საუკუნეებში ჩინეთთან და კორეასთან კონტაქტმა ღრმა ცვლილებები შეიტანა იაპონიაში. მათ შორისაა: ჩინური დამწერლობის სისტემა, ბუდიზმი და მრავალი მხატვრული ფორმა კონტინენტიდან. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების პირველი ნაბიჯები დაახ. IV საუკუნის ბოოსა და V საუკუნის დასაწყისში გადაიდგა იამატოს მმართველობის პერიოდში. ეს დიდი ცივილიზაცია თავიდან ვითარდებოდა თავდაპირველად ნარაში იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით.
მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალას, იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრების მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია.
More about იაპონია
- Currency იენა (ფულის ერთეული)
- Native name 日本
- Calling code +81
- Internet domain .jp
- Mains voltage 100V/60Hz
- Democracy index 8.13
- Population 124631000
- Area 377972
- Driving side left