Context of ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგი (ინგლ. Hong Kong; ჩინ. 香港), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი — ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე და მოქცეულია ჯუძიანის დელტასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის. ჰონგ-კონგი ცნობილია თავისი ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით. მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. ჰონგ-კონგის მოსახლეობის 93.6% ეთნიკური ჩინელია და მხოლოდ 6.4%-ია სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ჰონგ-კონგის კანტონურად მოლაპარაკე უმრავლესობა მეზობელი კანტონის (ამჟამად გუანდუნი) პროვინციდანაა, რომელიც ომსა და ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს გამოექცა 1930-1960 წლებში.

ჰონგ-კონგი ბრიტანეთის იმპერიის კოლონია ოპიუმის პირველი ომის (1839-42) შემდეგ გახდა. კუნძული ჰონგ-კონგი გაერთიანებული სამეფოს...დაწვრილებით

ჰონგ-კონგი (ინგლ. Hong Kong; ჩინ. 香港), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი — ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე და მოქცეულია ჯუძიანის დელტასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის. ჰონგ-კონგი ცნობილია თავისი ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით. მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. ჰონგ-კონგის მოსახლეობის 93.6% ეთნიკური ჩინელია და მხოლოდ 6.4%-ია სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ჰონგ-კონგის კანტონურად მოლაპარაკე უმრავლესობა მეზობელი კანტონის (ამჟამად გუანდუნი) პროვინციდანაა, რომელიც ომსა და ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს გამოექცა 1930-1960 წლებში.

ჰონგ-კონგი ბრიტანეთის იმპერიის კოლონია ოპიუმის პირველი ომის (1839-42) შემდეგ გახდა. კუნძული ჰონგ-კონგი გაერთიანებული სამეფოსათვის განუსაზღვრელი ვადით გადაცემული პირველი ტერიტორია იყო, შემდეგ 1860 წელს კოულუნის ნახევარკუნძული გადაეცა, ბოლოს კი 1898 წელს იჯარით ახალი ტერიტორიები მიიღო. წყნაროკეანური ომის დროს (1941-45) ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ, რომლის შემდეგაც ბრიტანეთმა კვლავ დაიბრუნა მასზე კონტროლი 1997 წლამდე, ტერიტორიის ჩინეთისთვის გადაცემის მომენტამდე. კოლონიალიზმის პერიოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღევანდელი ჰონგ-კონგის კულტურაზე, რომელსაც ხშირად ახასიათებენ, როგორც „აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრას“ და განათლების სისტემაზე, რომელიც ინგლისის სისტემას მისდევდა 2009 წლის რეფორმების განხორციელებამდე.

1997 წლის 1 ივლისს, ჰონგ-კონგი ჩინეთის პირველი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდა, „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპით (აღნიშნული სტატუსი მაკაომ 1999 წლის დეკემბერში მიიღო). მას კონტინენტური ჩინეთისაგან განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს. ჰონგ-კონგის იურიდიული დამოუკიდებლობა ანგლო-ამერიკული სამართლის ჩარჩოებში ფუნქციონირებს. ჰონგ-კონგის მთავარი კანონი (მისი საკონსტიტუციო დოკუმენტი) არეგულირებს მის პოლიტიკურ სისტემას და საგარეო ურთიერთობებისა და სამხედრო თავდაცვის გარდა ყველა საკითხში ითვალისწინებს ჰონგ-კონგის ავტონომიურობის მაღალ ხარისხს.

ჰონგ-კონგი გლობალური ქალაქია. ის ერთ-ერთი ალფა+ ქალაქია. ჰონგ-კონგი წარმოადგენს მსოფლიოში მესამე წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ. ჰონგ-კონგს აქვს წამყვანი კაპიტალისტური პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა, რომელიც დაბალი გადასახადებითა და თავისუფალი ვაჭრობით ხასიათდება, ხოლო ვალუტა, ჰონგ-კონგური დოლარი მსოფლიოს რვა ყველაზე გამოყენებად ვალუტას შორისაა. ტერიტორიის უკმარისობამ მაღალ შენობებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალურ ქალაქად აქცია. ჰონგ-კონგს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა. ტერიტორიის სიმცირემ, აგრეთვე ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალგანვითარებული სისტემის შექმნას, რომლითაც მოსახლეობის 90 % სარგებლობს და ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ჰონგ-კონგს სხვადასხვა ასპექტში მრავალი მაღალი საერთაშორისო რეიტინგი გააჩნია, მათ შორისაა მისი თავისუფალი ეკონომიკა, ფინანსური და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა, ცხოვრების დონე, კორუფციის აღქმა, ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი სადაც უმაღლესი ადგილები უკავია. გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის მონაცემებით, 2012 წელს ჰონგ-კონგში მსოფლიოში სიცოხლის ხანგრძლოვობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა მიუხედავად ამისა ჰაერის დაბინძურება და სმოგი მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

Where can you sleep near ჰონგ-კონგი ?

Booking.com
488.986 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 32 visits today.