Context of ჰიმბა

ჰიმბა (მხოლობითი: ომუჰიმბა, მრავლობითი: ოვაჰიმბა) — ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ ნამიბიაში, კუნენეს (ყოფილი კაოკოლენდი) რეგიონში. ის ძირითადად ნამიბიაში და ანგოლაში გვხვდება. მცირე ნაწილი აგრეთვე აფრიკის სხვადასხვა კუთხეში "ოვატვას" სახელით გვხვდება. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 50 ათასს აღწევს. ჰიმბას ხალხი ძირითადად მისდევს მონადირეობას და შემგროვებლობას.

ჰიმბას წარმომავლობა მოდის ჰერეროს ტომის ხალხისგან, რომლებიც დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე სახლობენ. მნიშვნელოვანი მსგავსებაა მათ სასაუბრო ენა „ოჯიჰიმბაში“, რომელიც ჰერეროს ენის დიალექტია და ბანტუს ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ჰიმბას ხალხი ნამიბიის მომთაბარე ხალხად მიიჩნევა.

თავად ჰიმბელები საკუთარ თავს "ოვაჰიმბას" უწოდებენ. მათ ენაში სიტყვა „ჰიმბა“ ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

  • როგორც ტომის სახელწოდება და
  • როგორც ერთი ინდივიდის აღმნიშვნელი სიტყვა.

Where can you sleep near ჰიმბა ?

Booking.com
489.333 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 160 visits today.