Context of დანია

დანია (დან. Danmark), ოფიციალურად დანიის სამეფო (დან. Kongeriget Danmark) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, რომლის შემადგენლობაში შედის ორი დომინიონი — ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში და გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკაში. საკუთრივ დანია სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე სახელმწიფოა. მდებარეობს შვედეთისა და ნორვეგიის სამხრეთით, ხოლო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარი გააჩნია, არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და უამრავ კუნძულზე, რომელთა შორის აღსანიშნავია ზელანდია, ფიუნი, ლოლანი, ფალსტერი და ბორნჰოლმი, ასევე უამრავი მცირე ზომის კუნძული, რომელთა ერთობლიობა ქმნის დანიის არქიპელაგს.

დანიის სამეფო არის საპარლამენტო ტიპის კონსტიტუციური მონარქია, რომლის მთავრობის ადგილსამყოფელია ქვეყნის დედაქალაქი კოპენჰაგენი. დანია უნიტარული სახელმწიფოა, თუმცა საკუთარი შიდა საკითხების მოგვარების უფლება ცენტრალური მთავრ...დაწვრილებით

დანია (დან. Danmark), ოფიციალურად დანიის სამეფო (დან. Kongeriget Danmark) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, რომლის შემადგენლობაში შედის ორი დომინიონი — ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში და გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკაში. საკუთრივ დანია სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე სახელმწიფოა. მდებარეობს შვედეთისა და ნორვეგიის სამხრეთით, ხოლო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარი გააჩნია, არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და უამრავ კუნძულზე, რომელთა შორის აღსანიშნავია ზელანდია, ფიუნი, ლოლანი, ფალსტერი და ბორნჰოლმი, ასევე უამრავი მცირე ზომის კუნძული, რომელთა ერთობლიობა ქმნის დანიის არქიპელაგს.

დანიის სამეფო არის საპარლამენტო ტიპის კონსტიტუციური მონარქია, რომლის მთავრობის ადგილსამყოფელია ქვეყნის დედაქალაქი კოპენჰაგენი. დანია უნიტარული სახელმწიფოა, თუმცა საკუთარი შიდა საკითხების მოგვარების უფლება ცენტრალური მთავრობის მიერ დელეგირებულია გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მოსახლეობისადმი. ამგვარ წყობილებას დანიაში უწოდებენ rigsfælleskabet (რაც ქართულად ითარგმნება როგორც დანიის სამეფო. ფარერის კუნძულების სტატუსი განსაზღვრულია როგორც ადამიანთა საზოგადოება სამეფოს შიგნით, ხოლო გრენლანდიის მოსახლეობა - დამოუკიდებელი ერი თვითდამკვიდრების უფლებით.

დანიის ისტორია მნიშვნელოვნად არის განპირობებული მისი ადგილმდებარეობით ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებს შორის, რაც გულისხმობდა გერმანიისა და შვედეთის მიერ ბალტიის ზღვის გაკონტროლებების მცდელობების ეპიცენტრში ყოფნას, რადგანაც კილის არხის გათხრამდე ბალტიის ზღვაში მხოლოდ სამი მომცრო არხის — დანიის კარიბჭეების მეშვეობით შეიძლებოდა გადასვლა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანია ედავებოდა შვედეთსა და ნორვეგიას სკანიის ტერიტორიას, ხოლო ჰანზის კავშირს — შლეზვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოებს. საბოლოოდ დანიამ წააგო ორივე კონფლიქტი, რის შედეგადაც სკანია დარჩა შვედეთს, ხოლო შლეზვიგ-ჰოლშტაინი გერმანიის იმპერიას. რაც შეეხება დომინიონებს, დანიამ მიიერთა გრენლანდია და ფარერის კუნძულები 1814 წელს, დანია-ნორვეგიის ერთიანი სამეფოს მოშლის შემდეგ, თუმცა დანიის მონარქი (რომელიც ასევე გაერთიანებული სახელმწიფოს მონარქიც იყო) ფლობდა კოლონიებს XIV საუკუნიდან. როგორც ფარერის კუნძულები, ასევე გრენლანდია გახდნენ დანიის სახელმწიფოს ნაწილი XX საუკუნეში, თუმცა მიიღეს შიდა საკითხების გადაწყვეტის უფლება 1948 და 1979 წლებში.

1973 წელს დანია ევროპის კავშირის წევრი გახდა, თუმცა დღემდე ევროზონის გარეთ რჩება, ამავდროულად გრენლანდიამ და ფარერის კუნძულებმა უარი თქვეს ევროპის კავშირში შესვლაზეც. სამეფო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ნატოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დამფუძნებელი, ასევე ეუთოს წევრი. შერეული ეკონომიკისა და სოციალური სახელმწიფოს პირობებში დანიას ახასიათებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური თანასწორობა და VII ადგილი მშპ-ს მიხედვით. საკმაოდ ხშირად დანიას მიიჩნევენ ყველაზე ბედნიერ და ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანად მსოფლიოში. 2011 წელს დანიას ეკავა XVI ადგილი ადამიანური განვითარების ინდექსში, III ადგილი დემოკრატიის ინდექსში და II ადგილი კორუფციის აღმოფხვრის ინდექსში. დანიური ენა საკმაოდ ახლოა შვედურსა და ნორვეგიულ ენებთან, რომლებთანაც ასევე მჭიდრო ისტორიული ფესვები აკავშირებს. დანია, შვედეთსა და ნორვეგიასთან ერთად ცნობილია როგორც „სკანდინავიის“ რეგიონის ნაწილი და ჩრდილოეთის საბჭოს წევრი.

More about დანია

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 5822863
  • Area 42925
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Hej
მსოფლიო
Verden
Გამარჯობა მსოფლიო
Hej Verden
Გმადლობთ
tak skal du have
ნახვამდის
Farvel
დიახ
Ja
არა
Ingen
Როგორ ხარ?
Hvordan har du det?
Კარგი, მადლობა
Fint tak
Რა ღირს?
Hvor meget bliver det?
Ნული
Nul
ერთი
En

Where can you sleep near დანია ?

Booking.com
489.316 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 143 visits today.