Context of ჩილე

ჩილე, ოფიციალურად ჩილეს რესპუბლიკა (ესპ. República de Chile; მაპუდ. Gulumapu) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. ჩილეს სანაპირო ზოლი წყნარ ოკეანესთან შეადგენს 6,435 კილომეტრს. ჩილეს ტერიტორიებში შედის წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან-ფერნანდესის, სალა-ი-გომესის, დესვენტურადასის და აღდგომის კუნძულები. ჩილეს ასევე აქვს პრეტენზია ანქტარქტიკის ნაწილზე (დაახლოებით 1250000 კმ²), თუმცა ეს მოთხოვნა ექცევა ანტარქტიკის ხელშეკრულების ფარგლებში.

განსხვავებული კონტური — 4 300 სიგრძე და საშუალოდ 175 კმ სიგანე ჩილეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გრძელ ქვეყნად აქცევს სიგრძე–სიგანის მაჩვენებლების მიხედვით. სანაპირო ზოლი 7 800 კმ–ს შეადგენს და ამ მხრივ ჩილე მსოფლიოში მე–6 ქვეყანაა. ჩრდილოეთით არსებული უდაბნოები შეიცავს დ...დაწვრილებით

ჩილე, ოფიციალურად ჩილეს რესპუბლიკა (ესპ. República de Chile; მაპუდ. Gulumapu) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. ჩილეს სანაპირო ზოლი წყნარ ოკეანესთან შეადგენს 6,435 კილომეტრს. ჩილეს ტერიტორიებში შედის წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან-ფერნანდესის, სალა-ი-გომესის, დესვენტურადასის და აღდგომის კუნძულები. ჩილეს ასევე აქვს პრეტენზია ანქტარქტიკის ნაწილზე (დაახლოებით 1250000 კმ²), თუმცა ეს მოთხოვნა ექცევა ანტარქტიკის ხელშეკრულების ფარგლებში.

განსხვავებული კონტური — 4 300 სიგრძე და საშუალოდ 175 კმ სიგანე ჩილეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გრძელ ქვეყნად აქცევს სიგრძე–სიგანის მაჩვენებლების მიხედვით. სანაპირო ზოლი 7 800 კმ–ს შეადგენს და ამ მხრივ ჩილე მსოფლიოში მე–6 ქვეყანაა. ჩრდილოეთით არსებული უდაბნოები შეიცავს დიდი რაოდენობის მინერალურ რესურსებს, ძირითადად სპილენძს. შედარებით მცირე ცენტრალური ნაწილი დომინირებს მოსახლეობის რაოდენობისა და სასოფლო–სამეურნეო რესურსების თვალსაზრისით. ამავე დროს, ეს ნაწილი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, საიდანაც მოხდა ჩილეს ექსპანსია XIX საუკუნეში, როდესაც მან ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონები შემოიერთა. სამხრეთი ჩილე მდიდარია ტყეებითა და საძოვრებით, წარმოდგენილია მთელი რიგი ტბები და ვულკანები. სამხრეთი სანაპირო ზოლი ფიორდების, ყურეების, სრუტეების, ნახევარკუნძულებისა და კუნძულების ლაბირინთია.

XVI საუკუნეში ესპანელთა მოსვლამდე, ჩრდილოეთი და ცენტრალური ჩილე ინკების მმართველობის ქვეშ იყო, სამხრეთ–ცენტრალურ ნაწილში კი თავისუფალი მაპუჩეს ხალხი სახლობდა. 1818 წლის 12 თებერვალს ჩილემ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წყნარი ოკეანის ომში (1879–83) ჩილემ დაამარცხა ბოლივია და პერუ და დაიკავა მისი ამჟამინდელი ჩრდილოეთი ტერიტორია. მაპუჩეს ხალხის სრული დამორჩილება ჩილემ მხოლოდ 1880–იან წლებში მოახერხა. ქვეყანამ გადაიტანა 16½ წლიანი სამხედრო დიქტატურის პერიოდი (1973–1990), რა დროსაც ემსხვერპლა ან დაიკარგა 3 000–ზე მეტი ადამიანი.

დღეისათვის, ჩილე სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქვეყანაა; აღიარებულია საშუალო ძალაუფლებად და დამწყებ ეკონომიკად. ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ლიდერობს ადამიანური განვითარების, კონკურენტუნარიანობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის, გლობალიზაციის, ეკონომიკური თავისუფლების და კორუფციის დაბალი მონაცემების თვალსაზრისით. იგი რეგიონში ასევე ლიდერია სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და გლობალური მშვიდობის ინდექსის მხრივ. მიუხედავად ამისა, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური უთანასწორობა, როგორც ამას ჯინის ინდექსი აჩვენებს. 2010 წლის მაისში, ჩილე პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შეუერთდა. ჩილე დამფუძნებელი წევრია გაეროსი, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის და ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების საზოგადოებისა.

More about ჩილე

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 19458000
  • Area 756102
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Hola
მსოფლიო
Mundo
Გამარჯობა მსოფლიო
Hola Mundo
Გმადლობთ
Gracias
ნახვამდის
Adiós
დიახ
არა
No
Როგორ ხარ?
¿Cómo estás?
Კარგი, მადლობა
Bien, gracias
Რა ღირს?
¿Cuánto cuesta?
Ნული
Cero
ერთი
Una

Where can you sleep near ჩილე ?

Booking.com
487.377 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 3 visits today.