Context of ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთი, Česko) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი. ჩეხეთის მთლიან ტერიტორიაზე ვხვდებით მთიან ლანდშაფტებს (ფართობი 78,866 კმ2), რომელიც უმეტესად ხასიათდება ზომიერი კონტიტენტური და ოკეანური კლიმატით. არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა 10.7 მილიონი მცხოვრებით. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონ ადამიანს შეადგენს; სხვა ძირითადი ქალაქებია ბრნო, ოსტრავა, ოლომოუცი და პლზენი.

ჩეხეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX საუკუნის ბოლოს, როგორც დიდი მორავიის იმპერიის ბოჰემიის საჰერცოგო. 1002 წელს საჰერცოგო ოფიციალურად აღიარეს როგორც საღვთო რომის იმპერიის საიმპერიო სახელმწიფო, ხოლო 1198 წელს გახდა ბოჰემიის სამეფო, რომელმაც ტერიტორიულ მაქსიმუმს XIV-XVII საუკუნეებში მიაღწია. XIV-XVII საუკუნეებში პრაღა წარმოადგენდა ...დაწვრილებით

ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთი, Česko) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი. ჩეხეთის მთლიან ტერიტორიაზე ვხვდებით მთიან ლანდშაფტებს (ფართობი 78,866 კმ2), რომელიც უმეტესად ხასიათდება ზომიერი კონტიტენტური და ოკეანური კლიმატით. არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა 10.7 მილიონი მცხოვრებით. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონ ადამიანს შეადგენს; სხვა ძირითადი ქალაქებია ბრნო, ოსტრავა, ოლომოუცი და პლზენი.

ჩეხეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX საუკუნის ბოლოს, როგორც დიდი მორავიის იმპერიის ბოჰემიის საჰერცოგო. 1002 წელს საჰერცოგო ოფიციალურად აღიარეს როგორც საღვთო რომის იმპერიის საიმპერიო სახელმწიფო, ხოლო 1198 წელს გახდა ბოჰემიის სამეფო, რომელმაც ტერიტორიულ მაქსიმუმს XIV-XVII საუკუნეებში მიაღწია. XIV-XVII საუკუნეებში პრაღა წარმოადგენდა საიმპერატორო ქალაქს. XV საუკუნის ბოჰემურმა რეფორმამ გამოიწვია ჰუსიტური ომები, რაც კონფესიური პლურალიზმისა და რელიგიური ტოლერანტობის პერიოდით დასრულდა.

1526 წელს მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ, ბოჰემური გვირგვინის მიწები მთლიანად ჰაბსბურგთა მონაქრიამ შეიერთა. პროტესტანტების ბოჰემის აჯანყებამ (1618-20) კათოლიკე ჰაბსბურგების წინააღმდეგ სათავე დაუდო ოცდაათწლიან ომს. თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ, ჰაბსბურგებმა გააძლიერეს თავიანტი მმართველობა, გადააკეთეს კათოლიციზმი და დაიწყეს გერმანიზაციის პოლიტიკის გატარება. 1806 წელს წმინდა რომის იმპერიის დაშლის შედეგად ბოჰემური გვირგვინის მიწები ავსტრიის იმპერიის ნაწილი გახდა, ხოლო ჩეხურმა (ბოჰემურმა) ენამ და ლიტერატურამ განიცადა კულტურული აღორძინება. XIX საუკუნეში ჩეხეთის ტერიტორიები ინდუსტრიულ მიწებად იქცა და შემდგომში წარმოადგენდა 1918 წელს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შედეგად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჩამოყალიბებული ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ცენტრს. პირველი ომის შემდეგ პერიოდში, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის, მხოლოდ ჩეხოსლოვაკიაში იყო დამყარებული დემოკრატია. თუმცა, 1938 წლის დასაწყისში, ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხეთის მიწები დაიპყრო, ხოლო სლოვაკეთი გახდა გერმანიის მარიონეტული სახელმწიფო. ჩეხეთი 1945 წელს აღდგა. ომის შემდეგ გერმანულენოვანი უმცირესობათა ჯგუფები ქვეყნიდან განდევნეს. 1946 ჩატარდა არჩევნები, რომელიც ხმათა უმრავლესობით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა პარტიამ მოიგო და 1948 წლის გადატრიალების შემდეგ (1948 coup d'état) მათ ჩამოაყალიბეს ერთპარტიული კომუნისტური სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. ჩეხოსლოვაკია ოკუპირებულ ტერიტორიად რჩებოდა 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე; აღნიშნულმა რევოლუციამ საბჭოთა მმართველობა მშვიდობიანად დაასრულა და აღადგინა დემოკრატია ქვეყანაში. 1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად დაიშალა ორ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, სახელმწიფოდ. ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს შეუერთდა 1999 წელს, ხოლო ევროკავშირს - 2004 წელს. აგრეთვე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს წევრი.

ჩეხეთი არის განვითარებული ქვეყანა, მოწინავე, მაღალი შემოსავლის მქონე სოციალური საბაზრო ეკონომიკით. არის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ევროპული სოციალური მოდელით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითა და უფასო-საუნივერსიტეტო განათლებით. იგი UN-ის ადამიანის განვითარების ინდექსით არის მსოფლიოს მე-13 ქვეყანა, ხოლო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით - მე-14 ქვეყანა (უკანასკნელში დგას ისეთ სახელმწიფოებზე წინ, როგორებიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი). აგრეთვე არის მსოფლიოში რიგირთ მე-11 ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა, სადაც დემოკრატიული მმართველობა კარგად ფუნქციონირებს.

More about ჩეხეთი

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 2000000
  • Area 78866
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Ahoj
მსოფლიო
Svět
Გამარჯობა მსოფლიო
Ahoj světe
Გმადლობთ
Děkuji
ნახვამდის
Ahoj
დიახ
Ano
არა
Ne
Როგორ ხარ?
Jak se máte?
Კარგი, მადლობა
Dobře, děkuji
Რა ღირს?
Co to stojí?
Ნული
Nula
ერთი
Jeden

Where can you sleep near ჩეხეთი ?

Booking.com
490.012 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 61 visits today.