Context of ანდორა

ანდორა, ოფიციალურად ანდორის სამთავრო (კატალ. Principat d'Andorra) — ჯუჯა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, პირენეებში; საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ითვლება, რომ შეიქმნა კარლოს დიდის მიერ. ანდორას მართავდნენ ურხელის გრაფები 988 წლამდე, როდესაც ის გადაეცა ურხელის რომაულ კათოლიკურ ეპარქიას. ახლანდელი სამთავრო ჩამოყალიბდა 1278 წელს. იგი ცნობილია როგორც სამთავრო, რადგან წარმოადგენს დიარქიას, რომელსაც სათავეში უდგას ორი თავადი: ურხელის ეპისკოპოსი კატალონიაში, ესპანეთში და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ანდორა ევროპაში მეექვსე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომლის ფართობი 468 კმ2, ხოლო მოსახლეობა 77,006-ია. ანდორელი ხალხი კატალონიური წარმოშობის რომანული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.ფართობით ანდორა მე-16 ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მე-11 ყველაზე მცირე რაოდენობის მქონე. მისი დედაქალაქი ანდორა-ლა-ველა, ევროპაში ყველაზე მაღალი დედაქალაქია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1,023 მ-ია. ოფიციალური...დაწვრილებით

ანდორა, ოფიციალურად ანდორის სამთავრო (კატალ. Principat d'Andorra) — ჯუჯა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, პირენეებში; საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ითვლება, რომ შეიქმნა კარლოს დიდის მიერ. ანდორას მართავდნენ ურხელის გრაფები 988 წლამდე, როდესაც ის გადაეცა ურხელის რომაულ კათოლიკურ ეპარქიას. ახლანდელი სამთავრო ჩამოყალიბდა 1278 წელს. იგი ცნობილია როგორც სამთავრო, რადგან წარმოადგენს დიარქიას, რომელსაც სათავეში უდგას ორი თავადი: ურხელის ეპისკოპოსი კატალონიაში, ესპანეთში და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ანდორა ევროპაში მეექვსე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომლის ფართობი 468 კმ2, ხოლო მოსახლეობა 77,006-ია. ანდორელი ხალხი კატალონიური წარმოშობის რომანული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.ფართობით ანდორა მე-16 ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მე-11 ყველაზე მცირე რაოდენობის მქონე. მისი დედაქალაქი ანდორა-ლა-ველა, ევროპაში ყველაზე მაღალი დედაქალაქია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1,023 მ-ია. ოფიციალური ენა კატალანურია, თუმცა საუბრობენ ასევე ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზეც.

ანდორა ყოველწლიურად 10,2 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. ანდორა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევრო მისი ოფიციალური ვალუტაა. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან. 2013 წელს, ანდორას ჰქონდა ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მსოფლიოში - 81 წელი.

Phrasebook

გამარჯობა
Hola
მსოფლიო
Món
Გამარჯობა მსოფლიო
Hola món
Გმადლობთ
Gràcies
ნახვამდის
Adéu
დიახ
არა
No
Როგორ ხარ?
Com estàs?
Კარგი, მადლობა
Bé gràcies
Რა ღირს?
Quant costa?
Ნული
Zero
ერთი
Un

Where can you sleep near ანდორა ?

Booking.com
489.844 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 6 visits today.