ვოლოფი (ენა)

ვოლოფი — ვოლოფის თემის ენა. ერთ-ერთი ოფიციალური ენა სენეგალის რესპულიკაში. ასევე გავრცელებული გამბიაში და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. მოსაუბრეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 4.5 მილიონ ადამიანს შეადგენს (2006). 

ვოლოფი განეკუთვნება დასავლურ ენათა ჯგუფს.

მთავარი დიალექტები, რომელთა შორის განსხვავება არც თუ ისე დიდია: ვალო, დოლოფი, კადორი, ბაოლი, სალუმი, ლებუ; ყველასგან განსხვავდება  დიალექტი ლებუ. გამოიყოფა ურბანული დიალექტები სენ-ლუიში, დაკარში (სენეგალი), ბანჯულში (გამბია).