Villa d'Este (Tivoli)

( ვილა-დ’ესტე )

ვილა-დ'ესტე (იტალ. Villa d'Este) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვილა XVI საუკუნის იტალიურ ვილებს შორის. წარმოადგენს იტალიური რენესანსული არქიტექტურისა და რენესანსული ბაღების თვალსაჩინო ნიმუშს. 2001 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ვილა-დ'ესტე კარდინალ აპოლიტო II დ'ესტეს ეკუთვნოდა, რომელიც რომელიც რომის პაპ ალექსანდრე VI-ის შვილიშვილი იყო. იგი პაპმა იულიუს III-მ ქალაქ ტივოლის მმართველად დანიშნა, რა დროსაც საჩუქრად ვილა-დ'ესტეც მიიღო. 1550 წლიდან მის სიკვდილამდე, 1572 წლამდე, აპოლიტომ სანტა-მარია-მაჯორეს ყოფილი მონასტრის ადგილას საკუთარი რეზიდენცია ააშენა, რომელიც გარშემორტყმული იყო ბაღებითა და ტერასებით.

მშენებლობისას, კარდინალი შთაგონებული იყო შემოგარენში მდებარე იმპერატორ ადრიანეს ვილით, რომლიდანაც მან მარმარილოს ქანდაკებები საკუთარ, ახალ ვილაში გადმოიტანა. არქიტექტურული ელემენტებისა და შადრევნების კომბინაციით, ვილა-დ'ესტეს ბაღებმა დიდ გავლენა იქონიეს ევროპაში ლანდშაფტების შექმნის ხელოვნებაზე.

Photographies by:
Self-photographed, photo by Szilas - CC0
Statistics: Position
5009
Statistics: Rank
101050

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
421839576Click/tap this sequence: 9179
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ვილა-დ’ესტე ?

Booking.com
8.716.346 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.484 visits today.