Wien

( ვენა )

ვენა (გერმ. Wien [viːn]) — ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა შტატიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში, მთელი ავსტრიის მოსახლეობის ¼–ზე მეტი.) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი.

ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).

ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.

ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმ...დაწვრილებით

ვენა (გერმ. Wien [viːn]) — ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა შტატიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში, მთელი ავსტრიის მოსახლეობის ¼–ზე მეტი.) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი.

ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).

ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.

ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ცენტრს, საიმპერატორო დედაქალაქსა და ჰაბსბურგების რეზიდენციას. ამ დროიდან იგი განვითარდა, როგორც ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ვენა მეოთხე ქალაქი იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვენამ თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. ვენის ძველი ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიამდეც არსებობდა, ასევე შენბრუნის სასახლე ავსტრიის რესპუბლიკის მოთხოვნით შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ისტორია ადრეული ისტორია

საუბრობენ, რომ ვენა მუდმივად დასახლებული ადგილი ძვ. წელთაღრიცხვით 500 წლიდან არის, მას შემდეგ რაც დანუბეს მდინარეზე კელტები დასახლდნენ. ძვ.წ 15 წელს, რომაელებმა ქალაქის შემოსასვლელი გაამაგრეს რათა რომის იმპერია ჩრდილოეთში არსებული გერმანული ტომებისგან დაეცვათ.

ახლო კავშირი სხვა კელტურ ხალხებთან საუკუნეები გაგრძლდა. ირლანდიელი ბერი წმინდა კოლმანი მელკის სააბატოშია დაკრძალული, წმინდა ფერგილი კი ზალცბურგის ეპისკოპოსად 40 წელი მსახურობდა. ირლანდიელ ბენედიქტელთა ორდენის ბერებმა მე-12 საუკუნის სამონასტრო კომპლექსები დაარსეს. ასეთი კავშირების მტკიცებულება არსებობს ვენის დიდებული შოთენშტიფთის მონასტრის (შოტლანდიელთა სააბატო) სახით, რომელშიც ერთ დროს უამრავი ირლანდიელი ბერი მოღვაწეობდა.

976 წელს, ლეოპოლდ I აღმოსავლეთი მარკის გრაფი გახდა. ეს იყო 60 მილზე გაშენებული რაიონი მდინარე დანუბეზე, რომელიც ბავარიის აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენდა. თავდაპირველი რაიონი გაიზარდა და ავსტრიის საჰერცოგოდ იქცა. ყოველი შემდეგი ბაბენბერგელი მბრძანებელი საჰერცოგოს აღმოსავლეთით, მდინარე დანუბეს გასწვრივ აფართოებდა, რის შედეგადაც საბოლოოდ შემოისაზღვრა ვენა. 1145 წელს, ავსტრიის ჰერცოგმა ჰენრი II-მ ბაბენბერგთა საოჯახო რეზიდენცია კლოსტერნოიბურგიდან ვენაში გადმოიტანა. ამ დროიდან მოყოლებული, ვენა ბაბენბერგთა დინასტიიც ცენტრად იქცა. [1]

1440 წელს, ვენა ჰაბსბურგთა დინასტიის საცხოვრებელ ქალაქად იქცა. ის საბოლოოდ გაიზარდა და საღვთო რომის იმპერიის დე ფაქტო დედაქალაქი გახდა 1437 წელს, ისევე როგორც კულტურული ცენტრი ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკისა და კულინარიის. 1485-დან 1490 წლამდე ქალაქი უნგრეთმა დაიპყრო.

XVI და XVII საუკუნეებში, ქრისტიანულმა ძალებმა ორჯერ შეაჩერეს ოსმალეთის იმპერიის ჯარები ქალაქის კედლებთან (ვენის ალყა 1529 წელს და ვენის ბრძოლა 1683 წელს). 1679 წელს ქალაქში ბუბონური შავი ჭირი მძვინვარებდა, რომელმაც ქალაქის მოსახლეობის თითქმის მესამედი შეიწირა.[2]

ავსტრო-უნგრული იმპერია და XX საუკუნის დასაწყისი

1804 წელს, ნაპოლეონის ომების მიმდინარეობისას, ვენა ახლად წარმოქმნილი ავსტრიის იმპერიის დედაქალაქი გახდა. ქალაქი აგრძელებდა ევროპულ და მსოფლიო პოლიტიკაში დიდი როლის შესრულებას, უმასპინძლა რა ცნობილ ვენის კონგრესს 1814-15 წლებში. 1867 წლის ავსტრია-უნგრეთის კომპრომისის შემდეგ ვენა კვლავ დარჩა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქი. ქალაქი კლასიკური მუსიკის ცენტრი იყო და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვენაში გადასვლის შემდეგ ვენის კლასიკური სკოლა შეიქმნა. XIX საუკუნის მეორე ნახევრში ქალაქის ძველი გარეუბნები გაერთიანდა და ვენა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წელს ვენა გერმანული ავსტრიის, ხოლო 1919 წელს ავსტრიის პირველი რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.

გვიანი XIX საუკუნიდან 1938 წლამდე, ქალაქი მაღალი კულტურისა და მოდერნიზმის ცენტრად რჩებოდა. ვენა მასპინძლობდა ისეთ კომპოზიტორებს, როგორებიც იყვნენ იოჰანეს ბრამსი, ანტონ ბრუკნერი, გუსტავ მალერი და რიხარდ შტრაუსი. ქალაქის კულტურული ღვაწლი, სხვა დანარჩენთან ერთად მოიცავს ფსიქოანალიზს, ვენის მეორე კლასიკურ სკოლას, ადოლფ ლოოსის არქიტექტურას, ლუდვიგ ვიტგენშტაინის ფილოსოფიას და რაღა თქმა უნდა ვენის წრეს. 1913 წელს ადოლფ ჰიტლერი, ლევ ტროცკი, იოსიპ ბროზ ტიტო, ზიგმუნდ ფროიდი და იოსებ სტალინი ყველა ვენის ცენტრალურ ნაწილში ერთმანეთისგან რამდენიმე მილის დაშორებით ცხოვრობდნენ, ზოგიერთი მათგანი ერთი და იგივე კაფეების მუდმივი კლიენტებიც კი გახლდნენ.[3] ავსტრიელებმა ვენას როგორც სოციალიზმის ცენტრი ისე დაუწყეს ყურება, აქედან წამოვიდა ქალაქის იმდროინდელი მეტსახელიც “Das rote Wien”, რაც გერმანულად წითელ ვენას ნიშნავს. ავსტრიის სამოქალაქო ომის დროს 1934 წელს, კანცლერმა ენგელბერტ დოლფუსმა, სოციალისტური დაჯგუფებების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლების გასანთავისუფლებლად ავსტრიის არმია გაგზავნა.

Anschluss-ი ანუ შეერთება და მეორე მსოფლიო ომი
 
ებრაელთა მოედანი

1938 წელს, ქვეყანაში ტრიუმფალური შესვლის შემდეგ, ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა ავსტრიელ-გერმანელებს საიმპერატორო სასახლის ჰოფბურგის აივნიდან მიმართა. მომდევნე დღეებში დაიწყო ვენელი ებრაელების შეწუხება, ძარცვა, გადასახლება და მკვლელობა. [4] 1938 წლიდან (Anschluss-ის შემდეგ) მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, ვენამ დედაქალაქის სტატუსი ბერლინთან "დათმო", ვინაიდან ავსტრიამ როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა და მესამე რაიხის ანუ ნაცისტური გერმანიის ნაწილად იქცა.

1945 წლის 2 აპრილს, საბჭოთა წითელმა არმიამ გერმანელების კონტროლირებად ვენაზე იერიში მიიტანა და ალყა შემოარტყა. ბრიტანულმა და ამერიკულმა საჰაერო რეიდებმა, ასევე საარტილერიო ორთაბრძოლებმა წითელ არმიასა და ვერმახტს შორის, ქალაქის ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა. დაზიანდა ან სრულად განადგურდა ათასობით საჯარო თუ კერძო შენობა. 11 დღის შემდეგ ვენა დაეცა. ომის შემდეგ ავსტრია კვლავ განცალკევდა გერმანიისგან და ვენა აღდგა როგორც რესპუბლიკის დედაქალაქი, თუმცა საბჭოელებს ქალაქი 1955 წლამდე ეპყრათ, სანამ ავსტრიამ სრული სუვერენიტეტი არ დაიბრუნა.

Lingelbach, William E. (1913). The History of Nations: Austria-Hungary. New York: P. F. Collier & Son Company. pp. 91–92. ASIN B000L3E368Spielman, John Philip (1993). The city & the crown: Vienna and the imperial court, 1600–1740. West Lafayette, Indiana: Purdue University Press. p. 141 ISBN 1-55753-021-1https://www.bbc.co.uk/news/magazine-21859771 BBC News. 18 April 2013. Retrieved 11 November 2013. Freud's favourite haunt, the Cafe Landtmann, still stands on the Ring, the renowned boulevard which surrounds the city's historic Innere Stadt. Trotsky and Hitler frequented Cafe Central, just a few minutes' stroll away, where cakes, newspapers, chess and, above all, talk, were the patrons' passions.https://www.nytimes.com/2002/03/07/world/vienna-skewered-as-a-nazi-era-pillager-of-its-jews.html The New York Times. The New York Times. Retrieved 11 May 2017.
Photographies by:
Statistics: Position
1865
Statistics: Rank
66365

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
578291436Click/tap this sequence: 4812

Google street view

Where can you sleep near ვენა ?

Booking.com
489.338 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 165 visits today.